ჭდე: ლივერპული

Home ლივერპული
ჩანაწერი

მოურინიუ – საუკეთესო აუტჩიკი

შეგვიძლია მილიონჯერ გადავახვიოთ და ვნახოთ, როგორ გავიდა „ბარსელონას“ კარში საუკუნის ყველაზე გულუბრყვილო გოლი. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა წამიერადშეცვალა გადაწყვეტილება, დივოკუ ორიჯის უპასა და… „ლივერპული“ ფინალშია. როგორც აღმოჩნდა, ამ სასწაულს ერთი ფარული თანაავტორიც ჰყავდა, რომელზეც ყურადღება პირველმა ჟოზე მოურინიომ გაამახვილა. „მე ვმუშაობდი კლუბებში, სადაც კარგად არ ესმოდათ „ბოლბოის,“ ანუ ბურთის მიმწოდებელი ბიჭის მნიშვნელობა. თუ გუნდი ჩქარობს, მოედნიდან გასული...

ჩანაწერი

გეგმა მითხარით, თორემ წავალ!

მაურისიო პოჩეტინო მზად არის „ტოტენჰემ ჰოთსპური” ამ ზაფხულსვე დატოვოს, თუკი კლუბის თავმჯდომარე დენიელი ლევი გუნდის გაძლიერებასთან დაკავშირებულ სამომავლო გარანტიებს არ მისცემს. აი, ასე: გაიყვანა კაცმა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში და 48 საათიც არ იყო გასული, რომ ყუმბარა გახეთქა. ამის გაგონებაზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ხომ არ აპირებს ის სეზონის დამთავრების შემდეგ ერთი წლით ყოველგვარი საქმეებისგან ჩამოშორებას. ამაზე...

ჩანაწერი

კალამი ედენ აზარისთვის

„ჩელსიმ” ედენ აზარს ერთბაშად ორი ჯილდო გადასცა: სეზონის საუკეთესო ფეხბურთელისა და საუკეთესო გოლის ავტორის. 28 წლის ბელგიელი რასაკვირველია ორივეს იმსახურებდა, მაგრამ ახლა, როდესაც სატრანსფერო ციებ-ცხელება ახლოვდება, ბევრმა კლუბის გადაწყვეტილება მოთამაშის მოთაფვლის ხერხადაც აღიქვა. ყველასთვის ხომ კარგად არის ცნობილი, რომ „რეალს” აზარის შესაძენად 100 მილიონი გირვანქა აქვს გადადებული, დასავლეთ ლონდონელებს კი თავიანთ ვარსკვლავთან განშორება არ უნდათ....

ჩანაწერი

ინგლისმა ისტორია დაწერა

ინგლისი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ევროპის ორი მთავარი საკლუბო შეჯიბრების, ჩემპიონთა ლიგისა და ევროლიგის ფინალში ოთხი გუნდი გაიყვანა. სხვა სიტყვებით, მადრიდშიც და ბაქოშიც ინგლისური ფინალი გაიმართება. ეს მას მერე გაირკვა, რაც ხუთშაბათს, ევროლიგის ნახევარფინალებში, „არსენალმა” და „ჩელსიმ” იყოჩაღეს. „ჩელსის” ფრანკფურტის „აინტრახტის” დასაძლევად მატჩისშემდგომი პენალტების სერია დასჭირდა (ორივე შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა), ხოლო „არსენალმა” „ვალენსიას”...

ჩანაწერი

ასე ზეიმობენ ლივერპულელები

ეს ვიდეო ლივერპული – ბარსელონას თამაშის დროსაა გადაღებული. სად? ერთ-ერთ ბარში, რომლის ადგილმდებარეობის დასახელებასაც აზრი არ აქვს, რაკი ასეთი ზეიმი ათასობით ამის მსგავს ბარში მოეწყო. ამიტომ ეს მოკლე ვიდეო ბედნიერი ქომაგის განზოგადებულ სახედ ჩავთვალოთ. თუ გნებავთ, ცოტათი შეგვშურდეს კიდეც.          

ჩანაწერი

მესის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდნენ

მას მერე რაც გაირკვა, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ერთმანეთს „ლივერპული” და „ბარსელონა” უნდა შეხვედროდნენ, ბევრმა თქვა გუნდებს შორის ერთი დიდი განსხვავებაა და მას ლეო მესი ჰქვიაო. ეს აზრი ისმოდა პრეს-კონფერენციებზე, საიტებზე, ტელეგადაცემებში… პირველ შეხვედრაში, რომელიც „კამპ ნოუზე” გაიმართა, არგენტინელმა მართლაც გამოიჩინა თავი. მან ორი გოლი შეაგდო — ერთი უბადლოდ შესრულებული საჯარიმო დარტყმით — მაგრამ საპასუხო...

ჩანაწერი

… მათ ასფალტის სატკეპნივით გადაგვიარეს

მადლობა „ლივერპულს“! წუხელ ინგლისურმა კლუბმა დაგვარწმუნა, რომ სასწაულები ხდება და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთანაც კი ყოველთვის აქვს ბრძოლას აზრი. გერმანელმა იურგენ კლოპმა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო „ლივერპული“ შეკრა და ისე ამოქოქა, ესპანელ ერნესტო ვალვერდეს აღიარებინა: „მათ ასფალტის სატკეპნივით გადაგვიარეს“. და, რაღა თქმა უნდა, „ენფილდის“ განუმეორებელი ატმოსფერო, საკუთარი გუნდის რწმენა და ფანტასტიური ქომაგობა. ეს ატმოსფეროა, სტუმარს...

ჩანაწერი

ამათ გიორგი ქინქლაძე ჰყავდათ…

მეტად თავისებური რამ არის ინგლისური იუმორი. სხვამ შეიძლება ვერ გაიგოს და გაბრაზდეს, ინგლისში კი მოსულა… კერძოდ, აი რა მოხდა: ორშაბათს, „მანჩესტერ სიტისა” და „ლესტერის” შეხვედრის წინ, „ლივერპულისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ვარსკვლავები, დღეს ტელემიმომხილველები ჯეიმი კარაგერი და გარი ნევილი „ეტიჰედ სთედიუმის” დერეფნებსა და ოთახებში დადიოდნენ და იქაურობას იღებდნენ. და აი, ამ „ექსკურსიის” დროს მათ მიაგნეს...

ჩანაწერი

არ დაარტყაო, უყვიროდნენ კომპანის!

სერხიო აგუერომ უნდა ილოცოს, ვინსენტ კომპანიმ რომ არ დაუჯერა და კარში დაარტყა. ბელგიელმა ულამაზესი გოლი შეაგდო (ვიდეომიმოხილვაში 1:40-დან) და ამ გოლის წყალობით „მანჩესტერ სიტის” პრემიერლიგის ჩემპიონობამდე ერთი მოგებაღა აკლია. ახლა, ყველაფერი ბოლო ტურში, ბრაიტონში გადაწყდება. „სიტის” კონკურენტი „ლივერპული” კი „ვულვერჰემპტონს” უმასპინძლებს. ორივე შეხვედრა კვირას, 12 მაისს, საქართველოს დროით 18 საათზე გაიმართება. „ქალაქელები” „ლესტერთან” შეხვედრის წინ...

ჩანაწერი

ვარდი: come on liverpool!

პრემიერლიგაში დიდი მატჩია, „ლესტერი“-„სიტი“. ეს შეხვედრა პეპ გვარდიოლას ბოლო საფიქრალი და „ლივერპულის“ ასევე ბოლო შანსია, შესწვდეს ჩემპიონობას. მანჩესტერელთა ფანები ყველაზე მეტად „ლესტერის“ საუკეთესო მეგოლე ჯეიმი ვარდის უფრთხიან. ჰოდა, აუჭრელეს კიდეც შეტყობინებებით სოციალური ქსელი ვარდის ფოტომოდელ თანამეცხედრე რებეკას. ერთმა პირდაპირაც კი სთხოვა: „შეგიძლია ისე გაახერხო, რომ ამაღამ ჯეიმიმ ტრავმა მიიღოს და „სიტისთან“ ვერ ითამაშოს?! ხომ იცი,...