რონალდ კუმანს „ბარსელონას” მწვრთნელის რანგში ზღაპრული დებიუტი ჰქონდა. „ბარსამ” „ვილიარეალს” 4:0 მოუგო. ამ შეხვედრას ჰყავდა გამოკვეთილი გმირი: ანსუ ფატი! ბიჭუნამ, რომელიც ჯერ მხოლოდ 17 წლისაა და თვრამეტისა 31 ოქტომბერს გახდება, ორი გოლი თავად გაიტანა (პირველი იხ. ვიდეოზე) და ერთიც პენალტი მოიპოვა, რომელიც ლეო მესიმ შეაგდო. მეოთხე გოლი სტუმარმა პაუ ფრანსისკო ტორესმა თავის კარში ჩაჭრა და...
ჭდე: ლა ლიგა
იყო პენალტი?
„ბეტისისა” და „რეალის” შეხვედრის პირველ ტაიმში სერხიო რამოსმა ისეთი გოლი ვერ გაიტანა, ხალხი რომ ამბობს მანდედან აცილება უფრო ძნელი იყოო; სამაგიეროდ, „ლოს ბლანკოსის” კაპიტანმა 82-ე წუთზე პანენკასეული დარტყმით შეაგდო პენალტი და გუნდს სტუმრად 3:2 გამარჯვება მოუტანა. უნდა ითქვას, რომ თავად პენალტი, რომელიც მარკ ბარტრას მიერ წესის დარღვევის გამო დაინიშნა, ფრიად საეჭვო გახლდათ. და კიდევ ერთი,...
კუმანი ვერ დაჯდება
რონალდ კუმანი თითქოს უკვე „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელია და ბოლომდე არც არის. საქმე იმაშია, რომ ჰოლანდიელს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისგან არ მიუღია ნებართვა, რომელიც ოფიციალური მატჩებისას გუნდის სათადარიგოთა სკამზე ადგილის დაკავების უფლებას მისცემს. „ბარსელონამ“ ჯერაც ვერ მოაგვარა პრობლემა ყოფილ მთავარ მწვრთნელ კიკე სეტიენთან, რომელიც ნაადრევად გათავისუფლების გამო კომპენსაციას ითხოვს. შესაბამისად, კლუბის და ექს-მწვრთნელის გაყრა ოფიციალურად დასრულებული არ...
რეალის პირველი საჩემპიონო
პირველად საკუთარ ისტორიაში მადრიდის „რეალი“ ახალ საფეხბურთო სეზონში საჩემპიონო ემბლემებით ითამაშებს. საქმე იმაშია, რომ ლა ლიგამ საჩემპიონო ემბლემები 2018 წელს დააწესა და მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში ეს პატივი „ბარსელონას“ ჰქონდა. ახალი განმასხვავებელი ნიშნებით ზინედინ ზიდანის გუნდი პირველ შეხვედრას 20 სექტემბერს სან-სებასტიანის „რეალ სოსიედადთან“ გამართავს.
ვაქცინამდე ტელევიზორთან
ესპანეთში გულშემატკივრებს მინიმუმ გაზაფხულამდე უფეხბურთოდ ყოფნა მოუწევთ. საქმე ის არის, რომ ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა განაცხადა, ვიდრე კორონავირუსის ვაქცინა არ იქნება, გულშემატკივრებს მატჩებზე დასწრების უფლებას არ მივცემთო. „იმისათვის, რომ მაყურებლები სტადიონებზე მატჩებზე დავუშვათ, ჩვენ ვაქცინა გვჭირდება. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს იანვარში ან თებერვალში მოხდება. პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა თქვა, რომ ვაქცინა ზამთარში ხელმისაწვდონი იქნება“,...
კუმანმა სეტიენის კრიტიკით დაიწყო
Mes que un club – მეტი ვიდრე კლუბი. ეს, მოგეხსენებათ, „ბარსელონას” ლოზუნგია და გუნდის ახალი მწვრთნელი, 57 წლის რონალდ კუმანი სწორედ ამ ლოზუნგის შესაბამისად აპირებს „კამპ ნოუზე” თავისი საქმიანობის გაშლას. მას ბევრი ფეხბურთელის გაყიდვა და შესაბამისად ბევრი ახლის მიყვანა აქვს გადაწყვეტილი, თუმცა ჰოლანდიელს სიაში ჰყავს ისეთებიც, რომლებიც მისი აზრით თავიანთ შესაძლებლობებს იმიტომ ვერ ამჟღავნებდნენ, რომ...
გულშემატკივრებმა ვალენსია დაასაფლავეს
„ვალენსიას“ ფანები კლუბის მეპატრონის, სინგაპურელი მილიარდერის, პიტერ ლიმი მუშაობით უკმაყოფილო არიან, რის გამოც საპროტესტო აქცია გამართეს. 500-ზე მეტი ქომაგი შეიკრიბა „ვალენსიას“ საშინაო სტადიონ „მესტალიასთან“ და კლუბის „დასაფლავება“ მოაწყვეს. ფანებს ხელში ჰქონდათ ბანერები, რომელზეც „ვალენსიას“ დაარსებისა და ლიმას მიერ კლუბის შეძენის თარიღები ეწერა. მათი აზრით, გუნდი 2014 წელს გარდაიცვალა. სანთლებით ხელში, გუნდს წუთიერი დუმილითაც „მიაგეს პატივი“....
ჩემი ძმა, სერხიო, ფენომენია!
როდესაც „რეალმა” ლა ლიგის ბოლოსწინა ტურში „ვილიარეალს” 2:1 მოუგო და ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, 34 წლის ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გახარებული ჩანდა. 172 სანტიმეტრიანი მოთამაშისთვის ეს გახლდათ მეორე ესპანური ოქრო და ალბათ განსაკუთრებულიც, რადგან 1997 წლისგან განსხვავებით ის ძირითადად კრიშტიანუ რონალდუს სახელთან არ არის დაკავშირებული. მას მერე, რაც პორტუგალიელი მეგავარსკვლავი 2018...
სეტიენი მესის ცალკე შეხვედრია
კატალონიური მედია „ბარსელონას” „ოსასუნასთან” 1:2 მარცხის შემდეგ ლეო მესის ბრაზიან კომენტარს იხსენებს. მაშინ, „ბლაუგრანას” მეგავარსკვლავის სიტყვები მწვრთნელის კიკე სეტიენისა და კლუბის დღევანდელი სისტემის წინააღმდეგ გალაშქრებას ჰგავდა. ასე თუ გავაგრძელებთ, „ნაპოლისთან” აუცილებლად წავაგებთო, თქვა იმ დღეს არგენტინელმა და მისმა ნათქვამმა კლუბის იერარქიაში შეშფოთება გამოიწვია. თუმცა, ჩატარდა შემდეგი მატჩი „ალავესთან”, რომელიც „ბარსამ” 5:0 მოიგო და მესის ტონი...
XXI საუკუნის რეკორდსმენი!
სერხიო რამოსმა „რეალისა” და „ლეგანესის” შეხვედრაში ანგარიში გახსნა (იხილეთ ვიდეო), რითაც ესპანეთის ჩემპიონატების ისტორიაში ახალი შედეგი ჩაწერა — ეს გახლდათ მადრიდელთა კაპიტნის მე-11 გოლი მიმდინარე სეზონში რაც იმას ნიშნავს, რომ 21-ე საუკუნეში, ერთ სეზონში, რამოსზე მეტი გოლი მცველს არ გაუტანია. წინა რეკორდი გახლდათ სეზონში 10 გოლი, რომელიც 15 წლის წინ „ხეტაფეს” მარცხენა მცველმა მარიანო პერნიამ...









