უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი უკვე ხმამაღლა აცხადებს, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ევროსეზონის დასრულებას აგვისტოში აპირებს. „გვაქვს კონკრეტული გეგმა, თუ როდის დავასრულებთ ევროსეზონს. ვფიქრობთ, რომ ადგილობრივი ჩემპიონატების უმრავლებაც დასრულდება. ვინც ასე არ გააკეთა ან არ გააკეთებს, ეს მათი გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ, თუ გაისად უეფას ეგიდით ჩასატარებლ ტურნირებზე თამაში სურთ, ყველა შემთხვევაში მოუწევთ საკვალიფიკაციო რაუნდების გავლა....
ჭდე: იუვენტუსი
ზლატანი მიაქვთ
ლეგენდარულ შვედ თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს მისი პირველი კლუბის, „მალმიოს” სტადიონთან ძეგლი დაუდგეს, მაგრამ… ბრინჯაოს ნაკეთობას ბოლო პერიოდში თავს ვანდალები ესხმოდნენ. ძეგლი რამდენჯერმე დაარბიეს. რას ერჩიან ბრინჯაოს იბრაჰიმოვიჩს? მიზეზი ცნობილია: გამდიდრებული ფორვარდი „მალმიოს” მეტოქის „ჰამარბის” მეწილე გახდა. გამოსავალი? გადაწყვიტეს ძეგლი სხვაგან გადაიტანონ. ანდრეს მალმსტრომი, ქალაქ მალმიოს მუნიციპალიტეტის პრეს-სპიკერი ადასტურებს, რომ ძეგლს ხვალ, ორშაბათს ადგილს გამოუცვლიან. მოგეხსენებათ,...
ოლა, ლიონი ლიგის წინააღმდეგ
როგორც იცით, საფრანგეთის ჩემპიონატი კორონავირუსის გამო ნაადრევად დასრულდა. ლიგა 1-მა საბოლოო შედეგები გამოაქვეყნდა, რის შედეგადაც „ლიონი“ მეშვიდე ადგილზე დარჩა და მომავალ სეზონში ევროტურნირებზე ვერ ითამაშებს. პირველად მოხდა, რომ ბოლო წლებში „ლიონი“ კონტინენტის პრესტიჟულ ტურნირებზე ვერ მოხვდა. ამის გამო კლუბმა გადაწყვიტა სასამართლოში იჩივლოს. ლიონის პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა აცხადებს, რომ კლუბს სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. „ლიონის“ დირექტორთა...
სარმა ზიდანი გაიხსენა
„იუვენტუსის“ ყოფილმა მეკარე ედვინ ვან დერ სარმა, გაიხსენა როგორ თამაშოდა 1999 – 2001 წლებში ტურინულ კლუბში ზინედინ ზიდანთან ერთად. „ზიდანს ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა. ინგლისურადაც ცუდად საუბრობდა. უფრო ფრანგულად და იტალიურად გვესაუბრებოდა, მაგრამ როგორ ეპყრობოდა ბურთს, ყველამ კარგად იცის. რა თქმა უნდა, ბნელი მხარე ზიდანსაც ჰქონდა და ყვითე- წითლებსაც იღებდა, მაგრამ ყველა შემთხვევაში ის იყო...
დიბალა ქუჩაში გავა!
„იუვენტუსმა” სიხარულით გამოაცხადა, რომ არგენტინელი პაოლო დიბალა, რომელიც ოთხჯერ ეგონათ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული, მაგრამ ტესტმა ოთხივეჯერ დადებითი აჩვენა, ბოლოს და ბოლოს განიკურნა. 26 წლის ვარსკვლავს დაავადება ექვსი კვირის წინ შეეყარა. მთელი ამ ხნის განმავლობაში დიბალა მეგობარ გოგონასთან, ორიანა საბატინასთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ახლა კი შეუძლია ქუჩაში გავიდეს. „იუვენტუსი” წერს: „ამჯერად მოთამაშემ ორჯერადი ტესტირება გაიარა და ორივე...
არსენალს ლიგაში რა უნდა?
უეფამ ისეთი რამ თქვა, რომ შეწყვეტილი პრემიერლიგის ცხრილში მეცხრე ადგილზე მყოფმა „არსენალმა” შემდეგ სეზონში შეიძლება ჩემპიონთა ლიგაში ითამაშოს. საქმე ის არის, რომ ჩატარდა უეფასა და მისი 55 წევრი ფედერაციის ვიდეოკონფერენცია. მთავარი იდეა, სურვილი და თუ ყველაფერი კარგად იქნა გადაწყვეტილება გასაგებია: შეწყვეტილი სეზონი ივნისში განახლდეს და ისეთ ვადებში ჩაჯდეს, რომ სექტემბრიდან ახალი ჩემპიონატები დავიწყოთ. სხვათა შორის,...
დიბალა კმაყოფილია
“იუვენტუსის” არგენტინელმა ვარსკვლავმა, პაულო დიბალამ, რომელიც თავის მეგობარ გოგონა ორიანა საბატინისთან ერთად კორონავირუსით იყო დაავადებული, ჟურნალისტებს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უამბო. „ყველაფერი კაგადაა. თავს მშვენივრად ვგრძნობ, რადგან უკვე დიდი ხანი გავიდა, რაც მე და ორიანა გამოვჯანმრთელდით. იტალიიდან გასვლა არ შეიძლება, სხვა რა გზაა, შინ ვსხედვართ. თუმცა მოსაწყენად არ გვცალია. ყოველთვის გამოვნახავთ ხოლმე რაღაც გასართობს. თან...
სელინო
იტალიური „ბრეშას“ მფლობელმა მასიმო სელინომ, მკაცრად გააკრიტიკა სერა A-ს კლუბები და უეფა. მისი თქმით, სეზონის განახლება არაფრით შეძლება, რადგან ჯერ ერთი, ეს საშიშია ფეხბურთელებისთვის და მეორეც, ეს უპატივცემულობა იქნება ბრეშას იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც კორონავირუსის მიზეზით დაზარალდნენ. სელინო ერთობ გაბრაზებული ჩანს: „იტალია ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსისგან. ამ სეზონის განახლებას აზრი აღარ აქვს. უმაყურებლოდაც რომ ვითამაშოთ,...
პენალზე აწიე, ქალო!
სანამ მხიარულ ამბავს გეტყოდეთ, საქმიანად დავიწყოთ: „მანჩესტერ იუნაიტედს” კვლავ მოუნდა ჰოლანდიელი მატეის დე ლიხტის ყიდვა. გასულ ზაფხულს, როდესაც გაირკვა, რომ ცენტრალური მცველი „აიაქსიდან” წასვლას აპირებდა, „იუნაიტედი” აქტიურად ჩაერთო ვაჭრობაში, მაგრამ „იუვენტუსს” ვერ აჯობა. დე ლიხტი ტურინს ვერ მოერგო. გარდა ამისა, ცნობილია, რომ „იუვენტუსსა” და „მანჩესტერ იუნაიტედს” შორის კარგი საქმიანი ურთიერთობაა და დე ლიხტის „ოლდ ტრეფორდზე” გადასვლამ...
კრიშის ბუგატი 9,5 მილიონად
კრიშტიანუ რონალდუ და მისი აგენტი ჟორჟე მენდეში სრულად დააფინანსებენ პორტუსა და ლისაბონში მდებარე ორ კლინიკაში კრიტიკული მედიცინის სამი ბლოკის აღჭურვას. თითოეული ბლოკი 10 პაციენტზე იქნება გათვლილი და მათ შემომწირველთა სახელებს დაარქმევენ. ამას გარდა, რონალდუ დათანხმდა, „იუვენტუსში“ კუთვნილი 21-მილიონიანი გასამრჯელო შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე 3,8 მილიონი ევროთი შეიმციროს. ყველაფრის მიუხედავად, კრიში ოპტიმისტია – საკუთარი ავტოსაჯინიბო კიდევ ერთი...







