კრიშტიანუ რონალდუ აღარც მალავს, რომ ტურინის „იუვენტუსიდან“ წასვლა სურს. ამაში გარკვეული როლი იტალიაში შექმნილმა კატასტროფულმა პანდემიურმა ვითარებამაც ითამაშა. თუ ესპანურ პრესას ვენდობით, ფეხბურთელს შესაბამისი წინადადებით უკვე მიმართეს პსჟ-მა და „მანჩესტერ იუნაიტედმა“. რონალდუ თანახმაა დაბრუნდეს „ოლდ ტრაფორდზე“, თუკი ოლე გუნარ სულშერი გუნდს ჩემპიონთა ლიგაში გაიყვანს. იმ მომენტისთვის, როცა პრემიერლიგა დაპაუზდა, მანჩესტერელები მეხუთე ადგილზე იყვნენ, მაგრამ „სიტისთვის“...
ჭდე: იუვენტუსი
დაიმახსოვრეთ: ეს ბიჭი შორს წავა
ტურინის „იუვენტუსი“, მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“ – როცა ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ეს საფეხბურთო მონსტრები ერთვებიან, დანარჩენი მსურველების ხსენებაც არ ღირს. ვისზეა საუბარი? ბიჭუნა მხოლოდ 16 წლისაა, ნახევარმცველია და „ლიონის“ აკადემიაში წამოიჩიტა. რაიან ჩერკის ფრანგული კლუბის ძირითად შემადგენლობაში დებიუტი შარშან ოქტომბერში ჰქონდა. თანდაყოლილი საფეხბურთო თავხედობისა და კარგი ფიზიკური კონდიციების წყალობით უმაღლეს ფრანგულ დივიზიონთან ადაპტაცია მაინც და მაინც...
იუვეში კორონაა!
იუვენტუსელ დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდგინდა. „იუვეს” მშობლიური ქალაქი ტურინი იტალიის ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულ რეგიონში მდებარეობს, სადაც COVID-19 ძალიან არის მოდებული. რუგანიმ, რომლის ყიდვაც ადრე „არსენალს” უნდოდა თქვა: „დიახ, მე კორონავირუსი მჭირს, მაგრამ ნუ ღელავთ, თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მინდა ყველას მივმართო და მოვუწოდო, რომ რეკომენდაციები დაიცვას. ეს ჩვენს გარშემო მყოფთათვის, ახლობლებისთვის უნდა გავაკეთოთ”. ერთი ხნის წინ...
დიბალა ლონდონში
პაულო დიბალას თავისი აგენტისთვის ხორხე ანტუნისთვის დაურეკავს და „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლაზე უარი გამოუცხადებია — „იუვენტუსში” თავს შესანიშნავად ვგრძნობ და მაგათი დიდი ხელფასი არ მინდაო. საინტერესოა, რომ არგენტინელს აგენტისთვის სწორედ მაშინ დაურეკავს, როდესაც ის მანკუნიანელთა ლონდონის ოფისში, არც მეტი არც ნაკლები, ედ ვუდვორდის კაბინეტში მჯდარა და საქმეს აკვარახჭინებდა. რატომ არ ისურვა დიბალამ „ოლდ ტრეფორდზე” გადასვლა? ამბობენ,...
ასე იღლიცინა რონალდუმ
კრიშტიანუ რონალდუმ იხუმრა: „იუვენტუსისა” და „ინტერის” შეხვედრის წინ, სტადიონზე, ავტობუსიდან ჩამოსულმა, წარმოსახვით ფანებს ხელი ხელს დაუკრა (იხ. ვიდეო). მოგეხსენებათ, კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში იტალიაში სერია A-ს შეხვედრები დახურულ კარს მიღმა ტარდება. თამაშებზე ხალხს არ უშვებენ. მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელის ოინები ამით არ დასრულებულა. მოედანზე გასვლის შემდეგ ის ოთხივე ტრიბუნისკენ მიტრილდა და ტაში დაუკრა. რა იყო ეს?...
დერბი იტალია გადაიდო… სხვები მიჰყვა
უმთავრესი იტალიური დერბი – „იუვენტუსი“ VS „ინტერი“ აღარ შედგება. უფრო სწორად დაგეგმილ დროს, 1 მარტს არ გაიმართება. იტალია კორონავირუსს ებრძვის. მომაკვდინებელმა ეპიდემიამ აპენინებზე ღრმად მოიკიდა ფეხი, რამაც სერია A-ს მესვეურებს კალენდარში კორექტივების შეტანა აიძულა. თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა ფეხბურთზე მაღლა დგას. ვირუსის გამო, ქვეყანაში სიტუაცია ისედაც არასახარბიელოა და ზედმეტი გართულებების თავიდან ასარიდებლად იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის 26-ე...
ახალი ბესტი მანჩესტერისთვის
ჯეკ გრილიშზე პირველად ოთხი წლის წინათ შევიტყვეთ. მოგეხსენებათ, ბრიტანულ მედიას უყვარს ხოლმე ამბების გაბუქება. მაშინაც ტაბლოიდებმა დაწერეს, „ასტონ ვილაში“ ახალი ჯორჯ ბესტი გამოჩნდა. ის ძალიან ტექნიკურია და ხასიათითაც ჰგავს ლეგენდარულ ჩრდილოირლანდიელს. მაგალითად, მინდორზე ჩაჩაჩული წინდებით დაიარება და მსაჯებისგან ამის გამო საყვედურებ იღებსო. მას შემდეგ გრილიშის შესახებ ბევრი არაფერი გაგვიგია. ბირმინგემელები პრემიერლიგიდან გავარდნენ და ისევ დაბრუნდნენ....
ერთგული პეპი
მძიმე დროება დაუდგა „მანჩესტერ სიტის“. არა, ფინანსურად ქალაქელებს არც ახლა და არც უახლოეს მომავალში თუ გრძელვადიან პერსპექტივაში, ალბათ არაფერი ემუქრებათ, მაგრამ ფულის არასწორად დახარჯვის გამო კი გამოუწერეს დისკვალიფიკაცია. რა თქმა უნდა, უეფას მკაცრი ვერდიქტის შემდეგ უმალ დაირხა ხმები მწვრთნელი პეპ გვარდიოლა და წამყვანი ფეხბურთელები ასეთ ვითარებაში გუნდში დარჩენას არ ისურვებენ და ქუდს დაიხურავენო. ბრიტანულმა მედიამ...
რას ამბობდა „სიტი”, რას ამბობს, რას მოიგებს და მერე რა, რომ მოიგებს?
პეპ გვარდიოლა ყოველთვის ამბობდა, რომ ეს დღე არ დადგებოდა. უეფას „ფეარ ფლეის” გამომძიებელთა 15 თვიანი ჩხრეკის განმავლობაში კატალონიელს „პარტიული ხაზი” ეჭირა: მთელი ძალ-ღონით იცავდა შეიხ მანსურისა და აბუ დაბის რეჟიმის პატიოსნებას. ვისაც რა უნდა ეთქვა, ის იმეორებდა, რომ „სიტის” დისკვალიფიკაცია არ ემუქრებოდა. „გაიგეთ, ჩვენ არავინ არსაიდან მოგვკვეთავს. მე მჯერა ჩვენი თავმჯდომარის, ჩვენი აღმასრულებელი შეფის და...
ვილიანმა სარი იცის
„იუვენტუსს” „ჩელსისგან” 31 წლის ვილიანის წაყვანა სურს. ბრაზილიელს ჯერ კიდევ არ დაუდია დასავლეთლონდონელებთან ერთწლიანი ხელშეკრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ სეზონი ასე დამთავრდება, ის თავისუფალი აგენტი გახდება. რატომ არ აწერს გარემარბი „ჩელსისთან” ახალ კონტრაქტს ხელს? იმიტომ, რომ ორწლიანი უნდა. „ჩელსიც” ფიქრობს, მაგრამ ამასობაში „იუვე” სიტუაციას აკვირდება. არსებობს დაბრკოლებაც. ვილიანს მაურიციო სარისთან მუშაობა არ მოსწონს. იტალიელი...









