თუ ვინმეა ამქვეყნად დაცვაში ძლიერი, „იუვენტუსია”. ზოგადად, იტალიურ გუნდებს შეუვალი დაცვა ახასიათებთ, მაგრამ ნათქვამია, ერთი ალილო მღვდელსაც შეცდებაო — პორტუში, „ბებერმა ქალბატონმა”, თამაშის დაწყებიდან 63 წამში მასპინძლებს გოლი „აჩუქა”. ეპიზოდი, როდესაც როდრიგო ბენტაკურმა მეკარე ვოიცეხ შჩესნისგან ბურთი მიიღო და უკანმიუხედავად დაბრუნება სცადა, ქვემოთ, ვიდეოზე შეგიძლიათ ნახოთ. შჩესნის წინ კი „პორტუს” ირანელი თავდამსხმელი მეჰდი ტარემი აღმოჩნდა....
ჭდე: იუვენტუსი
ერთმანეთს აგინეს, ფინალში კი იუვე გავიდა
ტურინში, იტალიის თასის საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში, „იუვენტუსმა” და „ინტერმა” 0:0 ითამაშეს. ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი, მილანში, დასრულდა „იუვეს” გამარჯვებით 2:1 და ორი თამაშის ჯამში, ფინალში „ბებერი ქალბატონი” გავიდა. გადამწყვეტ შეხვედრაში „იუვენტუსის” მეტოქე იქნება „ატალანტა” ან „ნაპოლი”, რომლებიც ნეაპოლში 0:0-ის შემდეგ, დღეს ბერგამოში ხვდებიან ერთმანეთს. „იუვენტუსისა” და „ინტერის” გუშინდელი მატჩი დაძაბული გამოდგა როგორ მოედანზე ასევე...
რონალდუ ბოლომდე ტურინში
მიმდინარე სეზონში სხვადასხვა ტურნირში კრიშტიანუ რონალდუმ 23-ჯერ მოირგო „იუვენტუსის“ ფორმა და 22 გოლი გაიტანა. პორტუგალიელი ტურინული კლუბის ნამდვილი ლიდერია. 5 თებერვალს ის 36 წლის ხდება. ამის მიუხედავად, ფორვარდი ფიზიკურად და ფუნქციონალურად ბრწყინვალე ფორმაშია. მიუხედავად იმისა, რომ მის კონტრაქტს ვადა მხოლოდ 2022 წელს ეწურება, კლუბის ხელმძღვანელობა თადარიგს იჭერს და თანამშრომლობის კიდევ ერთი წლით, ანუ 2023 წლის...
ბუფონი – 1100!
სამშაბათს ტურინის „იუვენტუსმა“ ქვეყნის თასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში სტუმრად „ინტერს“ 2:1 მოუგო. გამარჯვებულთა კარს ჯანლუიჯი ბუფონი იცავდა, რომლისთვისაც ეს მატჩი პროფესიულ კარიერაში 1100-ე იყო. ჯიჯის ზღაპრული კარიერა 1995 წელს დაიწყო. გასული 26 წლის განმავლობაში მან 679-ჯერ „იუვეს“, 220-ჯერ „პარმას“, 25-ჯერ პსჟ-ს და 176-ჯერ იტალიის ნაკრების ღირსება დაიცვა. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა სანაკრებო კარიერა 2018 წელს...
ჯიჯიმ ბალოტის გახედა
ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი 28 იანვარს 43 წლის გახდება. მიუხედავად ასაკისა, ჯიჯი სულაც არ ფიქრობს კარიერის დასრულებაზე და ტურინულ კლუბთან კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივებას აპირებს. თუ ასე მოხდა, ბუფონს შანსი ექნება რომის „ლაციოს“ ექს-მეკარის, მარკო ბალოტის რეკორდი დაამხოს და გახდეს სერია А-ს ყველაზე ხანდაზმული მეკარე. ბალოტიმ კარიერა მაშინ დაასრულა, როცა 44 წლის, ერთი თვისა...
იუვენტუსს სამი დატოვებს
იტალიური მედიის მტკიცებით ტურინის „იუვენტუსს“ იანვარში რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს, მათ შორის ადრიენ რაბიო. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელი იმ არასტაბილური სათამაშო დროით არის უკმაყოფილო, რომელსაც მას ანდრეა პირლო აძლევს. ფრანგი შუახაზელით ინგლისური კლუბები – „ევერტონი“, „მანჩესტერი“ და „ჩელსი“ არიან დაინტერესებულნი. იანვარში წასვლის კანდიდატები არიან ასევე ფედერიკო ბერნარდესკი და სამი ხედირა. ბერნარდესკის გადაბირება რამდენიმე იტალიურ გუნდს სურს და...
რა ბედი შეიძლება ეწიოს კრიშტიანუს?
ესპანური გაზეთის „მარკას” ინგლისური ვერსიის რედაქტორმა, ჯეფ ჯილინგემმა კრიშტიანუ რონალდუს მომავლის შესახებ თავისი მოსაზრება გამოთქვა, რომელიც საინტერესოდ მივიჩნიეთ და მის შინაარსს ქვემოთ გაგაცნობთ. ჯილინგემი წერს, რომ ბოლო დროს ბევრი იწერება ლეო მესის კარიერის გაგრძელების შესაძლო ვარიანტების შესახებ. წერენ, მაგალითად, რომ ვინაიდან 2021 წლის 30 ივნისს მას „ბარსელონასთან” კონტრაქტის ვადა ეწურება, „ბლაუგრანას” ყოფილმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ...
იუვეს შავი სამშაბათი
არცთუ კარგი განწყობით ხვდებიან კათოლიკურ შობას ტურინის „იუვენტუსში“. მორიგ ტურში „ფიორენტინასთან“ მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ტურინში უკვე იცოდნენ: იტალიის ოლიმპიური კომიტეტის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა სპორტულ-საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება „იუვე“ – „ნაპოლის“ ოქტომბრის შეხვედრაში ტურინელთათვის ტექნიკური გამარჯვების მიკუთვნების შესახებ… მაშინ საქმეში კორონავირუსი ჩაერია. „ნაპოლის“ ჩამორთმეული საჯარიმო ქულა დაუბრუნეს, მატჩი კი მოგვინებით შედგება. მერე კი იყო დამამცირებელი...
რონალდუ 100:79
კვირას „ჯენოასთან“ გასვლით შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუმ ტურინის „იუვენტუსის“ მაისური მეასედ მოირგო. კინაღამ წამოგვცდა, ვეტერანი პორტუგალიელიო, მაგრამ „კრიშის“ სტატისტიკას ვერსად გავექცევით. გასულ 100 შეხვედრაში მან ტურინელთათვის 79 გოლი გაიტანა. აქედან ბოლო ორი სწორედ „ჯენოას“ კარში. მან ჯერ 1:1-ზე 78-ე წუთზე დააწინაურა გუნდი, 89-ზე კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მართალია, ორივე შემთხვევაში რონალდუმ პენალტიდან გაიტანა, მაგრამ ეს მის...
მანჩესტერი, იუვენტუსი, მანჩესტერი, იუვენტუსი
რამდენიმე დღის წინათ ვწერდით, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა უახლოეს მომავალში გუნდის დატოვებას აპირებს. ახლა ეს ცნობა უფრო სარწმუნო გახდა. The Times-ის ინფორმაციით, პოგბას ტურინის „იუვენტუსში“ დაბრუნების თაობაზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობა ერთობ მოწადინებულია ფრანგის დამატებით. თუმცა, კონკურენტებიც ჰყავს მადრიდის „რეალისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ სახით. პოგბა „იუვენტუსისთვის“ უცხო არ არის –...




