არცთუ კარგი განწყობით ხვდებიან კათოლიკურ შობას ტურინის „იუვენტუსში“. მორიგ ტურში „ფიორენტინასთან“ მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ტურინში უკვე იცოდნენ: იტალიის ოლიმპიური კომიტეტის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა სპორტულ-საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება „იუვე“ – „ნაპოლის“ ოქტომბრის შეხვედრაში ტურინელთათვის ტექნიკური გამარჯვების მიკუთვნების შესახებ…მაშინ საქმეში კორონავირუსი ჩაერია. „ნაპოლის“ ჩამორთმეული საჯარიმო ქულა დაუბრუნეს, მატჩი კი მოგვინებით შედგება. მერე კი იყო დამამცირებელი 0:3 „ფიორენტინასგან“. ასეთი ანგარიშით სერია ა-ში „იუვეს“ შინ 2011 წლის მერე არ წაეგო. წაგებაცაა და წაგებაც.
ტურინელებმა პირველი გოლი მე-3 წუთზე გაუშვეს. მე-18 წუთზე კვადრდადო პირდაპირ წითლით გააძევეს. მერე ალექს სანდრომ ბურთი საკუთარ კარშიც ჩაჭრა…
აქამდე ტურინელები ქულებს მხოლოდ ფრეების გამო კარგავდნენ და ეს პირველი მარცხი იყო. ტექნიკური გამარჯვებისთვის მიღებული სამი ქულის ჩამოჭრის ჩათვლით, ანდრეა პირლოს გუნდმა ერთ დღეში 6 ქულა გაანიავა. „იუვე“ მეოთხე ადგილამდე დაქვეითდა. ლიდერ „მილანთან“ ჩამორჩენა უკვე 7 ქულაა.
და ბოლოს: სავარაუდოდ, დისკვალიფიკაციით დაისჯება ჯიჯი ბუფონი. „პარმასთან“ მატჩისას მისი მკრეხელური გამონათქვამი ცარიელმა ტრიბუნებმა ვერ დაფარა, ღვთის მგმობელ ფრაზებს კი იტალიაში არავის პატიობენ. ჯიჯისაც კი.

ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?