ლეგენდარულმა ჯიჯი ბუფონმა სეზონის დასრულების შემდეგ „იუვენტუსიდან“ წასვლის შესახებ გამოაცხადა. 43 წლის მეკარე ასეთივე კატეგორიული არ ყოფილა ზოგადად საფეხბურთო კარიერის დასრულების საკითხში. „სეზონის ბოლოს „იუვედან“ წავალ. ჩემი კარიერის ეს ციკლი დასრულებულია, თუმცა არ გამოვრიცხავ, სხვაგან გავაგრძელო თამაში“, – თქვა ბუფონმა. შეგახსენებთ, რომ ჯიჯი ტურინულ კლუბში 2001-2018 წლებში თამაშობდა, მერე ერთი წლით პსჟ-ში გადაბარგდა და 2019-ში...
ჭდე: იუვენტუსი
რონალდუ და მორატა ბურთს 25 წუთში ერთხელ იღებენ
ფრანგი თავდამსხმელი დავიდ ტრეზეგე „იუვენტუსში” 2000-2010 წლებში თამაშობდა და ტურინული კლუბის ბედ-იღბალი მისთვის სულერთი არ არის. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, რომელმაც „ბებერი ქალბატონის” მაისურით ორჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონის ტიტული, „მილანთან” თავისი ყოფილი კლუბის საშინაო მარცხზე (0:3) ილაპარაკა. შეგახსენებთ, რომ ამ მარცხის გამო „იუვენტუსი” მეხუთე ადგილზეა და თუ დარჩენილ სამ ტურში არ გაუმართლა, არ არის გამორიცხული...
პირლოს ბედი გადაწყვეტილია
„მილანთან“ კატასტროფული 0:3-ს შემდეგ ტურინის „იუვენტუსი“ სატურნირო ცხრილში მეხუთეა და შესაძლოა, პირველად 10 წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩეს. ანდრეა პირლოს ბედი გადაწყვეტილია. მას ყველა ვარიანტში მოხსნიან. არ არის გამორიცხული, პირლოს სეზონიც არ ჩაამთავრებინონ. ასეთ შემთხვევაში უკვე 12 მაისს „სასუოლოსთან“ მატჩზე გუნდს პირლოს თანაშემწე იგორ ტუდორი გაიყვანს. „იუვეს“ და ხორვატიის ნაკრების ყოფილი წევრი მზადაა, ახლავე...
უეფამ სუპერლიგელები მოათვინიერა
ევროპის სუპერლიგა მკვდრადშობილი აღმოჩნდა, ორი დღეც ვერ იარსება და 12-დან 9 დამფუძნებელმა კლუბმა დატოვა. უეფამ მეამბოხე 9 კლუბს გარკვეული პირობები წაუყენა, რასაც ისინი უკვე დათანხმდნენ. 1.9 კლუბი 15 მილიონი ევროთი დაჯარიმდება და ეს ფული ეროვნულ ასოციაციებზე გადანაწილდება. 2. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაცილებით დიდი იქნება. 3. ცხრავე კლუბი უარს ამბობს წლეულს ევროთასებზე გამომუშავებული თანხის 5...
ულტიმატუმი რეალს, ბარსას, მილანს და იუვეს
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩერეფინმა თქვა, რომ თუ სუპერლიგის შექმნაზე ფიქრს არ შეეშვებიან, „რეალს” და „ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთა ემუქრებათ. მოგეხსენებათ, ეს ორი ესპანური გიგანტი იმ თორმეტ ბობოლა კლუბს შორის იყო, რომელთაც მიმდინარე კვირის დასაწყისში ევროპის სუპერლიგა დააფუძნეს, მაგრამ შემდეგ რვამ უკან დაიხია და იდეის ერთგულად ოთხიღა დარჩა. სუპერლიგის პროექტს ყველაზე დიდი დარტყმა ექვსმა ინგლისურმა კლუბმა...
ორდღიანი სუპერლიგა
ორი დღე გავიდა, რაც ევროპული საფეხბურთო სუპერლიგის შექმნა გამოცხადდა და იქვე სრულდება. უეფას, ფიფას, გულშემატკივრებისა თუ საფეხბურთო სამყაროში გამოთქმული პროტესტების შემდეგ, სუპერლიგა ექვსივე ინგლისურმა კლუბმა დატოვა. მათ მიჰყვა ესპანური „ატლეტიკო“ და „ბარსელონა“. თუმცა, ეს არაფერია – გავრცელებული ხმებით თანამდებობები დატოვეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ედ ვუდვორდმა და ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ. კომპანია Fenway Sports...
გაცვლა
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ლონდონური „ჩელსი“ და ტურინის „იუვენტუსი“ ფეხბურთელების გაცვლას გეგმავენ. იტალიიდან ინგლისში გადაინაცვლებს მცველი ალექს სანდრო. სანაცვლოდ, ტურინულ გუნდს ემერსონი შეუერთდება. ამ „ბარტერის“ შემთხვევაში „ჩელსის“ თანხის დამატება მოუწევს, რადგან ალექს სანდროს სატრანსფერო ფასი ემერსონისაზე ორჯერ ნაკლებია. ლონდონელები სერიოზულად არიან განწყობილნი, რადგან „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელ თომას ტუხელს ბრაზილიელის საკუთარ გუნდში ხილვა ჯერ კიდევ პსჟ-ში მუშაობისას...
მარკა: რონალდუ შეიძლება რეალში დაბრუნდეს
მიმდინარე სეზონის 34 შეხვედრაში გატანილი 30 გოლით კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსის” მთავარ შემტევ ძალად რჩება. გასულ სეზონში მან 46 თამაშში 37 გოლი შეაგდო, ხოლო 2018-19 წლებში 43 შეხვედრაში 28. ესპანური გაზეთი „მარკა” მოყვანილ სტატისტიკას ასე უყურებს: 2018 წლიდან, ანუ რონალდუს გაყიდვის შემდეგ, „რეალმა” 95 გოლი მოიკლო. რასაკვირველია, „ლოს ბლანკოსის” თავდასხმაში ცარიელი ადგილი უპატრონოდ არ დარჩენილა, მის...
ლიგას ერთი ამბიცია მოაკლდა
„უვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან გავარდა. ის გააგდო „პორტუმ”, რომელიც შეხვედრის ძირითადი დროის ბოლო 35 წუთისა და დამატებითი დროის განმავლობაში ათი კაცით თამაშობდა თერთმეტის წინააღმდეგ. აქა-იქ უკვე დაიწერა, რომ „იუვეს” ლიდერის, მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდუს მომავალი ამ კლუბში უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ არის — რონალდუ „იუვეში” 2018 წლიდან თამაშობს, მაგრამ ამბიციურ ტურინელებს ჩემპიონთა ლიგა...
კასანო: მას ფეხბურთი კი არა, თავისი გოლები უყვარს
იტალიური ფეხბურთის ვეტერანმა, 38 წლის ანტონიო კასანომ „იუვენტუსის” ვარსკვლავს კრიშტიანუ რონალდუს შეუტია და ეგოისტი უწოდა. ყოფილმა თავდამსხმელმა, რომელმაც კარიერა 2018 წელს დაამთავრა — ბოლოს „ვერონაში” იყო — Twitch-ზე ინტერვიუ მისცა ასევე ყოფილ ფორვარდ კრისტიან ვიერის. „ყოველთვის ვამბობდი, რომ კრიშტიანუ რონალდუ ფენომენია, — თქვა კასანომ შესავალში, შემდეგ კი გუდას პირი მოხსნა — მას შეუძლია მილიარდი გოლი...









