ლეგენდარულმა ჯიჯი ბუფონმა სეზონის დასრულების შემდეგ „იუვენტუსიდან“ წასვლის შესახებ გამოაცხადა. 43 წლის მეკარე ასეთივე კატეგორიული არ ყოფილა ზოგადად საფეხბურთო კარიერის დასრულების საკითხში.
„სეზონის ბოლოს „იუვედან“ წავალ. ჩემი კარიერის ეს ციკლი დასრულებულია, თუმცა არ გამოვრიცხავ, სხვაგან გავაგრძელო თამაში“, – თქვა ბუფონმა.
შეგახსენებთ, რომ ჯიჯი ტურინულ კლუბში 2001-2018 წლებში თამაშობდა, მერე ერთი წლით პსჟ-ში გადაბარგდა და 2019-ში ისევ „იუვეში“ დაბრუნდა. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი:
„გაზეტა დელო სპორტმა“ ყველა დროის საუკეთესო მეკარის დასახელება 18 ტოპ-გოლკიპერს სთხოვა. მაშინ 7 ხმით პირველი ჯიჯი ბუფონი იყო. მეორე ადგილზე 5 ხმით ლევ იაშინი გავიდა, მესამეზე გასულ დინო ძოფს კი 2 ხმა ერგო, რომელთაგან ერთი საკუთარ თავს მანვე მისცა. ყველა დანარჩენმა თითო ხმა იკმარა.
ჯიჯი თვლის, რომ სახელოვანი კოლეგების მიერ მინიჭებული ყველა დროის საუკეთესოს ტიტული უმნიშვნელოვანესია მის კარიერაში.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
