რომელუ ლუკაკუ ბედნიერია, „ჩელსიმ“ ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ლონდონელებმა „ინტერს“ მის სანაცვლოდ 97,5 მილიონი გირვანქა გადაუხადეს. ბელგიელი მსოფლიო კლასის ვარსკვლავია, რომლის გადაბირებას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულთა მწვრთნელი თომას ტუხელი მთელი ზაფხული ცდილობდა. 28 წლის თავდამსხმელმა „ინტერში“ ორი ჩინებული სეზონი ჩაატარა. ბოლოს, სერია A-ს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაშიც დიდი როლი ითამაშა. „ნეროაძურის“ სკუდეტო ბოლოს 2009-10 წლების სეზონში ჰქონდა მოგებული....
ჭდე: ინტერი
ლუკაკუ აქეთ-იქით დაფრინავს
რომელუ ლუკაკუ ლონდონში ჩაფრინდა. 28 წლის ბელგიელის თვითმფრინავი ბიგინ ჰილის აეროპორტში დაჯდა. მან „ინტერიდან“ „ჩელსიში“ გადასვლის საკითხი უნდა მოაგვაროს. „ლურჯები“ მასში 98 მილიონ გირვანქას (115,6 მილიონ ევროს) იხდიან. უფრო სწორედ რომ ვთქვათ, ლუკაკუ „ინტერიდან“ „ჩელსიში“ კი არ გადადის, არამედ ბრუნდება. ის ლონდონურ კლუბს 2011-14 წლებში ეკუთვნოდა. დროის ამ მონაკვეთში „ლურჯებს“ ის ხან „ვესტ ბრომვიჩ ალბიონში“...
ვინ გაიტანს ინტერის სახელით?
მილანის “ინტერში” სატრანსფერო ფუსფუსი არ წყდება. რომელო ლუკაკუს ტრანსფერი ლონდონურ “ჩელსიში” უკვე გაჩარხულია და შეიძლება მის გზას სულ მალე გუნდის კიდევ ერთი ფორვარდი ლაუტარო მარტინესიც დაადგეს — ისიც კუნძულზე მიდის. ლონდონის არსენალთან გარიგება 60 მილიონ ფუნტზე შედგა, რაც დაახლოებით 70 მილიონ ევროს უდრის. “ინტერის” ბოსები 76,8 მილიონ ფუნტს ითხოვდნენ, მაგრამ ფასის დაკლება მოუხდათ. ლაუტაროსთვის სატრანსფერო...
ერიკსენმა დაბრუნება დათქვა
დანიელი კრისტიან ერიკსენი მილანის „ინტერის“ ბაზას სტუმრობდა. ფეხბურთელს თანაგუნდელებთან ურთიერთობა მონატრებია და გაუმხილა, რომ მაქსიმალურად ეცდება მწყობრში სწრაფად დაბრუნებას. სავარაუდოდ, ამას 4-5 თვე დასჭირდება. ასე გათვალეს დანიელმა ექიმებმა, რომელთა მეთვალყურეობითაც კრისტიანი სარეაბილიტაციო კურსს გადის. შეგახსენებთ, რომ ერიკსენმა ევროპირველობის მატჩის მსვლელობისას (ფინეთთან 0:1) გონება დაკარგა და 15 წუთის განმავლობაში ჩატარებული რეანიმაციის შემდეგღა გაახილა თვალი. ერიკსენი ფიზიკურ...
ლუკაკუს ჩელსიში უნდა
ბელგიელმა რომელუ ლუკაკუმ „ინტერს“ სთხოვა „ჩელსის“ გულუხვ შემოთავაზებას დათანხმდეს და მას ლონდონში დაბრუნების ნება დართოს. აქამდე „ჩელსიმ“ მილანელებს ორჯერ მიმართა ლუკაკუსთან დაკავშირებით. „ლურჯების“ ბოლო შეთავაზება ასეთი იყო — 85 მილიონ გირვანქას პლუს განაპირა მცველი მარკოს ალონსო, მაგრამ იტალიის ჩემპიონი 100 მილიონ გირვანქას ითხოვს. ბოლო ცნობების თანახმად, კლუბები ინტენსიურად მუშაობენ საერთო ენის გამოსანახად. 28 წლის თავდამსხმელმა...
რონალდუს ცვლიანო?
არ არის ეს ბიჭი ბუნებით სკანდალისტი, მაგრამ მუდმივად ყურაღების ცენტრშია და მის მიერ ნათქვამი თითოეული სიტყვა ათგვარად იშიფრება… ამჯერადაც დიდი არაფერი. რონიმ სოცქსელში ფოტო დადო საკუთარი „როლს-როისის“ფონზე და მიაწერა: „გადაწყვეტილების მიღების დღე“. მაშინვე წავიდა ხმები: „რა გადაწყვეტილების? კარიერას ასრულებს თუ ნაკრებიდან მიდის? იქნებ ფეხბურთიდან?“. ბოლოს მეტ-ნაკლებად დამაჯერებელი ინფორმაცია გაჩნდა. ხმები კრიშტიანუ რონალდუს პსჟ-ის ფორვარდ მაურო...
მე და ელინიო ერერა
მას შემდეგ, რაც “ინტერი” გააჩემპიონა, ანტონიო კონტეს სულ უფრო ხშირად ადარებენ ჟოზე მოურინიოს. სეუ ჟოზემ ამაზე კომენტარი გააკეთა და როგორც უმრავლეს შემთხვევაში გამოსდის, გაღიზიანებული ტონი ჰქონდა. „კლუბის ისტორიაში არიან მწვრთნელები, რომლებიც არავის უნდა შეადარო. „რომაში“ ასეთები ლარს ლიდჰოლმი და ფაბიო კაპელო არიან, „ინტერში“ კი მე და ელინიო ერერა”. შეგახსენებთ, ჟოზე „ინტერს“ 2008 – 2010 წლებში...
ერიკსენის იტალიური პრობლემა
29 წლის დანიელი ვარსკვლავის, კრისტიან ერიკსენის დრამამ სატრანსფერო ბაზარზე გადაინაცვლა. მოგეხსენებათ, ერიკსენს, ევრო 2020-ის პირველ შეხვედრაში, ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ (0:1) გულის შეტევა მოუვიდა და საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც, რამდენიმედღიანი კვლევის შემდეგ, გადაწყდა, რომ მას გულში კარდიოვერტერ-დეფიბრილიატორი უნდა ჩაუდგან. ჯერ არ არის ცნობილი, შეძლებს თუ არა „ინტერის” ვარსკვლავი კარიერის გაგრძელებას, მაგრამ გაირკვა, რომ იტალიური კანონების თანახმად ამ...
როგორც კი ინტერმა შესთავაზა, ლაციო ჩაშალა
ანტონიო კონტემ მილანის „ინტერი” რომ გააჩემპიონა და მალევე დატოვა, ძველი ამბავია. ახალი ის არის, რომ „ნეროაძურის“ უკვე ახალი მწვრთნელი ჰყავს – სიმონე ინძაგი. ინძაგისა და მილანური კლუბის თანამშრომლობა 2-წლიანი კონტრაქტით გაფორმდა. მართალია, ინძაგი „ლაციოს” პრეზიდენტ კლაუდიო ლოტიტოს შეუთანხმდა კონტრაქტს 2024 წლამდე გავაგრძელებო, მაგრამ ინტერის წინადადება რომ მიიღო, შეთანხმება დაარღვია. ინძაგის სამწვრთნელო კარიერა 2016 წელს სწორედ...
არაო
„ჩელსის” რომელუ ლუკაკუს ყიდვა უნდოდა, მაგრამ ბელგიელმა თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს უარი შეუთვალა, „ინტერში” ვრჩებიო. თომას ტუხელს იმდენად სურდა 28 წლის ფორვარდის შეძენა, რომ მის „სტემფორდ ბრიჯზე” დასაბრუნებლად მილანელთათვის სერიოზულ წინადადებასაც ამზადებდა — „ჩელსი” თურმე ექვსი(!) ფეხბურთელის გაყიდვას აპირებდა ლუკაკუს საკმარი ფული რომ შეეგროვებინა. კორონაპანდემიის გამო „ნეროაძური” ფინანსურად რთულ მდგომარეობაშია. კლუბმა გაუშვა მწვრთნელი ანტონიო კონტე...









