29 წლის დანიელი ვარსკვლავის, კრისტიან ერიკსენის დრამამ სატრანსფერო ბაზარზე გადაინაცვლა.
მოგეხსენებათ, ერიკსენს, ევრო 2020-ის პირველ შეხვედრაში, ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ (0:1) გულის შეტევა მოუვიდა და საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც, რამდენიმედღიანი კვლევის შემდეგ, გადაწყდა, რომ მას გულში კარდიოვერტერ-დეფიბრილიატორი უნდა ჩაუდგან.
ჯერ არ არის ცნობილი, შეძლებს თუ არა „ინტერის” ვარსკვლავი კარიერის გაგრძელებას, მაგრამ გაირკვა, რომ იტალიური კანონების თანახმად ამ ქვეყანაში კარდიოვერტერ-დეფიბრილიატორით ფეხბურთის თამაში აკრძალულია.
ახლა, „ინტერი” ერიკსენის დროებითი ან მუდმივი შემცვლელის ძიებაშია. ამბობენ, რომ შეგულებულიც ჰყავს შემტევი ნახევარმცველი, 27 წლის თურქი ჰაქან ჩალხანოღლუ, რომელსაც რამდენიმე დღეში „მილანთან” უმთავრდება კონტრაქტი.
ჩალჰანოღლუ გერმანიაში, მანჰაიმში დაბადებულ-აღზრდილი ფეხბურთელია, რომელიც „მილანამდე” „კარლსრუეში”, „ჰამბურგსა” და „ლევერკუზენში” თამაშობდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები02/11/2026 | 08:08ლივერპულმა წააგო, ალისონმა ბურთი კარგად ვერ გამოიტანა
მთავარი ამბავი02/11/2026 | 06:37მაროკოელ ჟურნალისტზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 09:07ლივერპულში მედია მაინც ფრთხილად არის
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 08:14რას ელოდება საქართველის ნაკრების მეტოქის, უნგრეთის გულშემატკივარი?
