ჭდე: ინტერი

Home ინტერი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კატალონიის რესპუბლიკაშიო
ჩანაწერი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კატალონიის რესპუბლიკაშიო

ის, რომ სპორტს პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს ტყუილია და ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა ოთხშაბათს, „კამპ ნოუზე”, სადაც „ბარსელონამ” „ინტერს” 2:0 მოუგო. სტადიონის ერთ-ერთ ტრიბუნაზე მასპინძლებს გამოფენილი ჰქონდათ ორი ბანერი, რომელთაგან ერთზე სტუმრებისთვის გასაგები რომ ყოფილიყო იტალიურად ეწერა: „კეთილი იყო თქვენი მობრძანება კატალონიის რესპუბლიკაში”. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ბარსელონა” ნებას აძლევს სეპარატისტულად განწყობილ ძალებს...

ჩელსი მორატას შემცვლელს მილანში ეძებს
ჩანაწერი

ჩელსი მორატას შემცვლელს მილანში ეძებს

„ჩელსის” ალვარო მორატას შეცვლა სურს. ის „მილანის” პატრიკ კუტრონესა და „ინტერის” მაურო იკარდის უსინჯავს ნიადაგს. „სანმა” დასავლეთ ლონდონელთა ბანაკში შეიტყო, რომ კლუბს მოთმინების ფიალა აევსო — მორატას გაყიდვა და იანვარში მის ნაცვლად სხვა ფეხბურთელის მოყვანა უნდა. ამბობენ, რომ „ლურჯების” სიაში პირველი იკარდი წერია, მაგრამ თუ ამ საქმიდან არაფერი გამოვა, მაშინ მათ „ტოტენჰემ ჰოთსპურთან” კუტრონეს გამო...

ისროლეთ ლუდი, არ არის ცუდი
ჩანაწერი

ისროლეთ ლუდი, არ არის ცუდი

რა იყო ყველაზე სახალისო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში, სადაც „პსვ ეინდჰოვენი” „ინტერს” მასპინძლობდა? თამაში მილანელებისთვის სასიკეთოდ არ დაწყებულა: 27-ე წუთზე 21 წლის პაბლო როსარიომ მასპინძლები დააწინაურა, მაგრამ შესვენებამდე ერთი წუთით ადრე რაჯა ნაინგოლანმა ანგარიში გაქვითა, მე-60 წუთზე კი მაურო იკარდიმ „ნეროაძურის” გამარჯვების გოლიც შეაგდო. ამრიგად, „ინტერმა”, რომელმაც პირველ ტურში „სან სიროზე” „ტოტენჰემ...

დერბი დელა მადონინა ფაბრეგასისთვის
ჩანაწერი

დერბი დელა მადონინა ფაბრეგასისთვის

„ჩელსიმ” შესაძლოა სესკ ფაბრეგასი უბრალოდ დაკარგოს, მის სანაცვლოდ ცენტიც კი ვერ მიიღოს — „მილანმა” მუდმივ კონკურენტ „ინტერს” სასურველი მოთამაშის ცხვირწინ აცლა მოუნდომა და საამისოდ პრაქტიკული ნაბიჯიც გადადგა. ფაბრეგასს კი დასავლეთ ლონდონელებთან კონტრაქტის ვადა სეზონის ბოლოს, ზაფხულში ეწურება. კატალონიელი ჯერჯერობით ელოდება შესთავაზებენ თუ არა „ლურჯები” მის განახლებას. „ჩელსიდან” წასვლაზე კი საქმე ასეა: 31 წლის ნახევარმცველს იანვარში...

გუინდოგანის სული სურთ
ჩანაწერი

გუინდოგანის სული სურთ

„ინტერს” ჯერ იყო და „რეალისგან” ლუკა მოდრიჩის შეძენა უნდოდა, შემდეგ კი „ბაიერნისგან” არტურო ვიდალის, მაგრამ ხორვატი მადრიდში დარჩა, ხოლო ჩილელი „ბარსელონაში” გადავიდა. ახლა მილანელები „მანჩესტერ სიტისგან” გერმანელი ილქაი გუინდოგანის გადაბირებას ცდილობენ. ცნობა იმის შესახებ, რომ „ნეროაძურის” 27 წლის ნახევარმცველის ყიდვა სურს „ტუტოსპორტმა” გაავრცელა. მოგეხსენებათ, „ინტერი” ახალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზებს და როგორც ჩანს გუნდს მოედნის...

სპალეტის 80 წლის დედამაც იცის
ჩანაწერი

სპალეტის 80 წლის დედამაც იცის

„ინტერის“ 17 მატჩიან წაუგებელ სერიას 5 მატჩიანი მოუგებელი მოჰყვა. ლუჩანო სპალეტის გუნდს 3 დეკემბრის შემდეგ ჩემპიონატში არ მოუგია და აქედან ორი წააგო. წუხელ ახლოს იყო გამარჯვებასთან, რაკი სტუმრად „ფიორენტინას“ ამარცხებდა, მაგრამ ბოლო წუთზე გაუშვა და შეხვედრა 1:1 დაასრულა. ნამატჩევს  სპალეტიმ თქვა: „ნაგატომო გრიპიანია, რანოკიამ მტკივანი ნეკნებით ითამაშა. იოლად ვკარგავთ ბურთს და პრობლემებს ვიგონებთ. „ფიორენტინამ“ დაიმსახურა...

პორდენონემ ვერ ჰქმნა…
ჩანაწერი

პორდენონემ ვერ ჰქმნა…

ჩვენში კი არა, იტალიაშიც ცოტამ იცოდა მოკრძალებული „პორდენონეს“ შესახებ. გუნდი რომელიც სერია C – ს ბ ჯგუფის ბინადარია, ლამის ტოპ-სენსაციის შემოქმედი გახდა. მილანში, სახელოვანი „ინტერი“ სათასო მეოთხედფინალში, ამ ჩვენ გმირს მასპინძლობდა. მოლოდინისამებრ, მილანელთა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ძირითადი შემადგენლობის მხოლოდ ორი ფეხბურთელი დააყენა სასტარტოში და სამარქაფოებით სცადა ფონს გასვლა… მრისხანე მეტოქემდე „პორდენონეს“ ზედიზედ სამი სათასო გასვლა...