ამ ზაფხულს დიეგო გოდინი „ინტერში” გადავიდა და ამით მისი თავგადასავალი „ატლეტიკოში” დასრულდა. ხუთი ტურის შემდეგ „ინტერი” სერია „ა”-ს ცხრილს სათავეში რომ მოექცა, ამაში, ურუგვაელის დიდი დამსახურებაც არის. გადასავლის მიზეზი: მილანელებმა მას სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, მადრიდელებმა — არა. და აი, იტალიაში გადაბარგებულმა გოდინმა ესპანურ „მარკას” მისცა ინტერვიუ, რომლის ამონარიდებსაც ქვემოთ გთავაზობთ. — როგორ მოგეწონათ მილანში? რა...
ჭდე: ინტერი
რაც გინახავთ, ვეღარ ნახავთო
იტალიაში უკანონობის წინააღმდეგ მასშტაბური ბრძოლა გაჩაღდა. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მძღოლების მიერ მოძრაობის წესების დარღვევას, საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობას ან დახურულ სივრცეში თამბაქოს მოწევას არ ვგულისხმობთ. საქმე ფეხბურთს ეხება და ერთი ძველი, გენიალური ქართული მხატვრული ფილმისა არ იყოს, უამრავ გულშემატკივარს უთხრეს რაც გინახავთ, ვეღარ ნახავთო. არადა, იტალიაში ფეხბურთი რომ სიგიჟემდე უყვართ და ლამისაა რელიგიის...
ალექსის სანჩესის ბევრი ფული, პრობლემები და მესამე
როდესაც ალექსის სანჩესი „არსენალში“ თამაშობდა, ჟოზე მოურინიუ იმავეს ხედავდა, რასაც მთელი დანარჩენი საფეხბბურთო სამყარო — სწრაფ, აგრესიულ, მკვირცხლ, შემოქმედებით ბომბარდირს. სწორედ ამიტომ გამოგლიჯა ხელიდან „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „მანჩესტერ სიტის“ თითქმის გადაბირებული ჩილელი ფორვარდი 2018 წლის იანვარში. მაგრამ, როდესაც ფეხბურთელს ენითაუწერელ გასამრჯელოზე უწერდნენ ხელს, „ოლდ ტრეფორდის“ ბოსებს ერთი რამ გამოეპარათ. მათ ვერ დაინახეს შინაგანი პრობლემებით სავსე, ცოლთან...
რომელუ ქვეყანაშიც გინდა ითამაშოს
რომელუ ლუკაკუმ „ინტერის” მაისურით თავის პირველ ოფიციალურ შეხვედრაში გოლი გაიტანა. მილანელებმა „ლეჩეს” 4:0 მოუგეს. ამრიგად, 26 წლის ბელგიელმა მისი კარიერის ბოლო ოთხ კლუბში ჩატარებულ პირველ შეხვედრებში გოლი შეაგდო. თავდამსხმელი, რომელიც 2017-19 წლებში „მანჩესტერ იუნაიტედს” მაინცდამაინც ვერ მოერგო, ამ ზაფხულს 73 მილიონ გირვანქად მილანურ კლუბში გადავიდა და ახალ გუნდში კარგად წაუვიდა საქმე. პირველი თამაში, რომელიც მან...
განსაკუთრებული მონატრება
…მან საფეხბურთო სამყარო 2004 წელს აალაპარაკა, როდესაც „პორტუს“ ჩემპიონთა ლიგა სენსაციურად მოაგებინა. რამდენიმე წლის შემდეგ იგივე „ინტერთან“ ერთადაც გაიმეორა, რაც არანაკლები მოულოდნელობა გახლდათ, მაგრამ აღიარება სწორედ პორტუგალიურ კლუბთან ერთად მიღწეულმა წარმატებამ მოუტანა და ყველასათვის მოთხოვნად მწვრთნელად აქცა. „პორტუს“ და „ინტერის“ გარდა ის „რეალს,“ „ჩელსის“ და „მანჩესტერს“ თავკაცობდა და ყველგან თავისი კვალი დატოვა. …თუმცა ის დრო,...
შავ-ლურჯი გაუგებრობა ლუკაკუს თემაზე
„ინტერმა” რომელუ ლუკაკუში 75 მილიონი გირვანქის გადახდისგან უკან დაიხია და ბელგიელი ფეხბურთელი გაუგებრობაში, ხოლო მწვრთნელი ანტონიო კონტე უკმაყოფილო დატოვა. ამჟამად ლუკაკუ სინგაპურშია, „მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად ვარჯიშობს და ბოლო იმედით ელის „ინტერის” გადაწყვეტილებას. „სანმა” კი შეიტყო, რომ იტალიური კლუბი დაფიქრებულა: ღირს, საერთოდ, ამ თავდამსხმელში ასეთი დიდი თანხის გადახდა? რომელუ ლუკაკუმ გასულ კვირაში „იუნაიტედის” მწვრთნელს ოლე გუნარ სულშერს...
ინტერის 56 წლის შენაძენი
თვით ფაბიო კაპელომ ბრძანა, მატეის დე ლიხტის დამატებით „იუვენტუსმა“ კიდევ რამდენიმე წლით მოკლა საჩემპიონო ინტრიგაო. არც მთლად ასე ყოფილა საქმე. მილანის „ინტერმა“ 56 წლის ანტონიო პინტუსი დაიმატა და საჩემპიონო ამბიციაც გაუჩნდა. ვინ არის პინტუსი? ფიზმომზადების მწვრთნელი, რომლის გამომფიტავი ვარჯიშები სიქას აძრობს ფეხბურთელებს, მაგრამ ამის წყალობით მატჩისას მოედანზე დაფრინავენ. მისი პოპულარობის და კვალიფიკაციის დასტურად ისიც იკმარებს,...
რომელუ გაიტანს თავისას?
„მანჩესტერ იუნაიტედმა” „ინტერს” გამოუცხადა, რომ 75 მილიონ გირვანქას გროშ-კაპიკს არ დააკლებს. ლაპარაკია ბელგიელი რომელუ ლუკაკუს „ოლდ ტრეფორდიდან” „სან სიროზე” გადაბარგებაზე. ვაჭრობა „იუნაიტედის” ლონდონურ ოფისში მილანელთა სპორტულ დირექტორ პიერო აუსილიოსა და ინგლისური კლუბის ვიცე-თავმჯდომარეს ედ ვუდვორდს შორის შედგა. ცნობილია, რომ „ინტერის” ახალი მწვრთნელი, „ჩელსიში” ნამუშევარი ანტონიო კონტე ლუკაკუს შეძენით დაინტერესებულია. თავად ლუკაკუ კი „მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად...
გოდინი იტალიაში წავიდა
ურუგვაის ნაკრებისა და მადრიდის „ატლეტიკოს” დაცვის მთავარმა ფიგურამ ახალი კონტრაქტის დეტალები მილანის „ინტერთან” შეათანხმა. დიეგო გოდინმა მადრიდიდან წასვლის გადაწყვეტილება მაისში გააცხადა, უამრავ მსურველ კლუბს შორის კი საუკეთესო შეთავაზება „ინტერნაციონალესი” იყო. პირადი კონტრაქტის დეტალები ჯერ უცნობია. გოდინი მილანში 2022 წლის ივნისამდე იბურთავებს.
ანტონიო კონტეს ახალი ამბიციური სამსახური
„ინტერის” ახალ მწვრთნელად დაინიშნა ანტონიო კონტე. „ჩელსის” ყოფილი თავკაცი ხუთშაბათს გაშვებული ლუჩანო სპალეტის ადგილს დაიკავებს. სპალეტიმ „ინტერს” სერია A-ს ცხრილში მეოთხე პოზიცია დააკავებინა და ჩემპიონთა ლიგაში გაიყვანა, მაგრამ „ნეროაძური” მხოლოდ ამით კმაყოფილი ვერ იქნება. 49 წლის კონტე თითქმის წელიწადია უმუშევრადაა. ბოლოს ის „სტემფორდ ბრიჯზე” მუშაობდა. ახლა კონტე „სან სიროზე” გადაბარგდება და, როგორც ამბობენ, წელიწადში 10...








