ჭდე: ინტერი

Home ინტერი
სეზონის საუკეთესო იტალიური
ჩანაწერი

სეზონის საუკეთესო იტალიური

სერია A-ს ორგანიზატორებმა სეზონის შეჯამება დაიწყეს და პოზიციების მიხედვით საუკეთესოები დაასახელეს. ბუნებრივია, ჩემპიონი „ინტერის“ წევრებს გარკვეული ფორა ჰქონდათ და მჯობნის მჯობნიც მათგან შეირჩა. 24 წლის ნიკოლო ბარელა არც ძალიან ქუხს და არც ძალიან შედეგიანია – სულ 3 გოლი და 9 შედეგიანი გადაცემა სეზონში. სამაგიეროდ, ბარელა სტაბილურობის განსახიერებაა და 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა. სპეციალისტებს ნამდვილად არ...

ჩელსი გაძლიერებაზე ფიქრობს
ჩანაწერი

ჩელსი გაძლიერებაზე ფიქრობს

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „ჩელსი” მზად არის „ინტერისგან” იყიდოს ბელგიელი თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ, რომელიც „სტემფორდ ბრიჯზე” 2011-14 წლებში უკვე თამაშობდა. მომავალი სეზონის წინ, „ლურჯებს” ახალი ცენტრალური თავდამსხმელის შეძენა სურთ და მიაჩნიათ, რომ ლუკაკუს გადაბირება სხვების გადაბირებაზე ადვილია. თომას ტუხელის ხელში დასავლეთლონდონელები კარს შესანიშნავად იცავენ, მაგრამ შეტევაში პროდუქტიულობა აკლიათ — 30 შეხვედრაში, ერთ მატჩში ორ გოლზე მეტი...

შუათითი 4 ათასად შეფასდა
ჩანაწერი

შუათითი 4 ათასად შეფასდა

მილანის „ინტერის” დამრიგებელი ანტონიო კონტე და თავად კლუბი 2-2 ათასი ევროთი დაჯარიმდნენ. საქმე ეხება თებერვალში, ტურინის სტადიონ „ალიანც სთედიუმზე“ მომხდარ ეპიზოდს. მაშინ კონტე ტრიბუნისკენ შეტრიალდა, სადაც „იუვეს” დირექტორატის წევრები ისხდნენ და დემონსტრაციულად უჩვენა შუა თითი. ეპიზოდი ტელეკამერების ობიექტივში მოხვდა. მას შემდეგ სამი თვე გავიდა და იტალიის ფეხბურთის ასოციაციამ ვერდიქტი ახლაღა გამოიტანა. ანტონიო კონტემ ბოდიში მოიხადა, თუმცა...

ჟოზეს მომდევნო გაჩერება – რომი
ჩანაწერი

ჟოზეს მომდევნო გაჩერება – რომი

იტალიურმა „რომამ“ ოფიციალურად გამოაცხადა ჟოზე მოურინიუსთან სამწლიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ. პორტუგალიელი სპეციალისტი გუნდს მომდევნო სეზონის დასაწყისში ჩაიბარებს და 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება. აქამდე „რომას“ პაულუ ფონსეკა თავკაცობდა და კლუბის ბოსები ისედაც არ იყვნენ მისით აღფრთოვანებულნი, ბოლო წერტილი კი ევროპის ლიგის ნახევარფინალში „მანჩესტერთან“ 2:6 მარცხი გახდა. ფონსეკა გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს. მოურინიუს კი იტალიაში სერიოზული შლეიფი...

მილანსა და ამსტერდამში კოვიდი დაავიწყდათ
ჩანაწერი

მილანსა და ამსტერდამში კოვიდი დაავიწყდათ

„ინტერისა” და „აიაქსის” ფანებმა კოვიდრეგულაციები არად ჩააგდეს. მათ თავიანთი კლუბების ჩემპიონობა ქალაქის ქუჩებში მასობრივად იზეიმეს. თავად კლუბებმა ქომაგებს რასაკვირველია თხოვეს სოციალური დისტანციის დაცვა, მაგრამ ეს თხოვნა ყურად არავინ იღო. სერია A-ში „ატალანტამ” და „სასუოლომ” 1:1 ითამაშეს, რის შედეგადაც ანტონიო კონტეს „ინტერმა” პირველად 2009-10 წლების სეზონის ანუ მას შემდეგ, რაც კლუბს ჟოზე მოურინიუ წვრთნიდა, სკუდეტო მოიპოვა....

ზლატანი და პენსია?!
ჩანაწერი

ზლატანი და პენსია?!

შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „მილანთან“ 2022 წლის ივნისამდე კონტრაქტის შესახებ მოილაპარაკა. დარჩა დეტალები – ბონუსების და პერსონალური მიღწევებისათვის გადასახდელი პრემიალურების ოდენობა. როგორც იტალიური მედია იუწყება, ეს რამდენიმე დღის საქმეა და მხარეები შეთანხმებას ოფიციალურად გაასაჯაროებენ. ზლატანი უკვე 39 წლის მოიყარა, მაგრამ პენსიაზე ჯერ არ ფიქრობს. შეგახსენებთ, რომ შვედი „მილანში“ 2020 წლის იანვარში გადავიდა, ივნისში კი კონტრაქტი...

ლუკაკუ და შეგნებული ზარალი
ჩანაწერი

ლუკაკუ და შეგნებული ზარალი

სავარაუდოდ, მილანის „ინტერი“ მიმდინარე სეზონს 130-140 მილიონი ევროს ზარალით დაასრულებს. ამის ფონზე იტალიური კლუბის ბოსები რამდენიმე ფეხბურთელის გასხვისებას აპირებენ, რომ ზარალი ნაწილობრივ მაინც დაფარონ. იდეალური ვარიანტი რომელუ ლუკაკუს გაყიდვა იქნებოდა, რომლის სატრანსფერო ფასიც დაახლოებით 120 მილიონი ევროა. ეს ერთი ტრანაფერი მილანელების დებეტ-კრედიტს დააბალანსებდა, მაგრამ მისი გაშვება მაინც არ სურთ. „ბარსელონა“ და „სიტი“ მზად არიან ბელგიელ...

შაირ სიტყვითა ლუკაკუმ ღმერთი მაღალი ახსენა?
ჩანაწერი

შაირ სიტყვითა ლუკაკუმ ღმერთი მაღალი ახსენა?

ესეც „დერბი დელა მადონინა” ანუ მილანის გუნდების ტრადიციულად პრინციპული დაპირისპირება, რომელსაც ამჯერად პირველობისთვის ბრძოლის სიმწვავეც ჰქონდა შეზავებული. „ინტერმა” „მილანს” 3:0 მოუგო. ბოლო გოლი, თითქოს დავას წერტილი დაუსვაო, თამამი ინდივიდუალური შეტევითა და მძლავრი, ზუსტი, დაბალი დარტყმით, 27 წლის ბელგიელმა ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ გაიტანა. გოლი ლუკაკუმ ორიგინალურად აღნიშნა. საკუთარ თავზე მიუთითა და იტალიურად იყვირა: Io! Te l’ho...

ის და მხოლოდ ძანეტი
ჩანაწერი

ის და მხოლოდ ძანეტი

კვირას მილანის „ინტერმა“ 3:1 დაამარცხა რომის „ლაციო“ და ისარგებლა რა „მილანის“ წაფორხილებით „სპეციასთან“ (0:2), სატურნირო ცხრილს კენწეროში მოექცა. ანტონიო კონტეს გუნდის სულ მცირე ერთ წევრს იმ საღამოს ზეიმის სხვა მიზეზიც ჰქონდა. „ნერაძურის“ კარს სამირ ჰანდანოვიჩი იცავდა, ვისთვისაც ეს სერია A- ში მე-500 მატჩი იყო. 36 წლის სლოვენიელი აგერ უკვე 14 წელია, მილანელთა კარს იცავს, მანამდე...

ლუკაკუმ ინტერი წინ გაიყვანა
ჩანაწერი

ლუკაკუმ ინტერი წინ გაიყვანა

„მილანისთვის” რომ გადაესწრო და ცხრილის სათავეში მოქცეულიყო, „ინტერს” „ლაციოსთან” გამარჯვება სჭირდებოდა. სეზონის მეორე ნახევარში „ნეროაძური” პირველ ადგილზე 2009-10 წლების ჩემპიონატის შემდეგ არ ყოფილა. „სან სიროზე” გამართულ შეხვედრაში „შავ-ლურჯებმა” 3:1 მოიგეს. რომელუ ლუკაკუმ ორი გოლი თავად გაიტანა, მესამე კი ლაუტარო მარტინესს გაატანინა. ეპიზოდებს ლუკაკუს მონაწილეობით ქვემოთ, ვიდეოში გთავაზობთ. იტალიური პრესა და სხვა საიტები წერენ, რომ ეს...