ძვირადღირებულმა ტრანსფერებმა და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა პრობლემებმა მილანის „ინტერი“ ფინანსური კრიზისის ზღვარზე მიიყვანა. ახლა ისინი გამალებით ეძებენ 146 მილიონიან ინვესტიციას, რომელმაც შეიძლება ზაფხულისთვის კონკურენტუნარიან კლუბად დატოვოს. ინტერელთა კრიზისი იმანაც გააღრმავა, რომ ანტონიო კონტეს გუნდმა პირწმინდად ჩააგდო ევროსეზონი. ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში ბოლო, მეოთხე ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგაზეც ვერ გადავიდა. კლუბის ამჟამინდელმა მფლობელმა, სტივენ ჟანგმა...
ჭდე: ინტერი
ერთმანეთს აგინეს, ფინალში კი იუვე გავიდა
ტურინში, იტალიის თასის საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში, „იუვენტუსმა” და „ინტერმა” 0:0 ითამაშეს. ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი, მილანში, დასრულდა „იუვეს” გამარჯვებით 2:1 და ორი თამაშის ჯამში, ფინალში „ბებერი ქალბატონი” გავიდა. გადამწყვეტ შეხვედრაში „იუვენტუსის” მეტოქე იქნება „ატალანტა” ან „ნაპოლი”, რომლებიც ნეაპოლში 0:0-ის შემდეგ, დღეს ბერგამოში ხვდებიან ერთმანეთს. „იუვენტუსისა” და „ინტერის” გუშინდელი მატჩი დაძაბული გამოდგა როგორ მოედანზე ასევე...
ადრე აქებდა, ახლა აგინა
ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჯერ თავის ყოფილ თანაგუნდელ რომელუ ლუკაკუს დაუპირისპირდა, შემდეგ კი მოედნიდან გააგდეს. ეს მილანურ დერბიში მოხდა — იტალიის თასის მეოთხედფინალში „ინტერმა” „მილანს” 2:1 მოუგო. შვედი და ბელგიელი „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობდნენ ერთად. იბრამ იქ 2016-18 წლები გაატარა, ლუკაკუმ კი 2017-19. შეხვედრაში, სადაც ორ თავდამსხმელს შორის კონფლიქტი გასახდელში გამწვავდა, თითო გოლი ორივემ გაიტანა. დამატებითი დროის მე-7...
ინტერი ქესეტად ყოფილა
„ფული გადაიხადეთ ან დაგვიბრუნეთ ჰაკიმი!” — ასეთი სათაურით გამოვიდა შაბათს იტალიური გაზეთი „კორიერე დელო სპორტი”. იგულისხმება, რომ ამ სიტყვებს „რეალი” ეუბნება „ინტერს”. წინაისტორია ამგვარი გახლავთ: სექტემბერში, 22 წლის მაროკოელი მცველი „ინტერმა” „რეალისგან” 40 მილიონ ევროდ იყიდა. შეთანხმების შესაბამისად, მილანელებს მადრიდელთა ანგარიშზე თანხა ოთხ ნაწილად უნდა გადაერიცხათ. პირველი გადახდა დეკემბერში უწევდა, მაგრამ, ვაგლახ. კაცობრიობას ტვინსა და...
ინტერი სახელს და სახეს იცვლის
112-წლიანი ისტორიის მანძილზე „ინტერნაციონალე“, საფეხბურთო სამყაროში ყველასთვის მილანის „ინტერად“ ნაცნობი კლუბი, სახელსა და ლოგოს იცვლის. იტალიური მედიის ცნობით, Football Club Internazionale Milano შეიცვლება და Inter Milano გახდება. კლუბის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ ქალაქის სახელისა და კლუბის ურთიერთობა ასე უფრო ნათელი და ახლო იქნება. „ინტერი“ მალე სპონსორსაც შეიცვლის. აქამდე გუნდს ერთობ პოპულარული Pirelli ასპონსორებდა და ლამის ისტორიულად...
ლუკაკუ ბელგიის გარეთ საუკეთესოა
იტალიური „ინტერის“ თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ საუკეთესო ბელგიელ ფეხბურთელად აღიარეს, რომელიც ქვეყნის გარეთ თამაშობს. თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად ბელგიის საუკეთესო ფეხბურთელადაც, რადგან წამყვანი მოთამაშეები, სწორედ ლეგიონერები არიან. გამოკითხვაში ლუკაკუმ „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინსა და მადრიდის „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუას აჯობა. „მადლობა ღმერთს, რომ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს „ინტერში“....
ერიკსენს კარისკენ მიუთითეს
მილანის „ინტერის“ გენერალურმა დირექტორმა ბეპე მორატამ ოფიციალურად განაცხადა, რომ კლუბი აღარ აპირებს კრისტიან ერიკსენთან თანამშრომლობას. 28 წლის დანიელს ტრანსფერზე დააყენებენ და იანვარში გაყიდიან. არადა, მოლოდინი სულ სხვაგვარი იყო. „ტოტენჰემში“ გატარებული 7 დიდებული სეზონის შემდეგ მისგან „ინტერში“ არანაკლებს ელოდნენ, მაგრამ ერიკსენი გუნდს აშკარად ვერ მოერგო. წლეულს შემტევმა ნახევარმცველმა 8 შეხვედრაში ვერც გოლით და ვერც საგოლე პასით...
ინტერი ფულს არ დახარჯავს
მილანის „ინტერის“ ხელმძღვანელობამ ზამთრის სატრანსფერო გეგმები მას შემდეგ შეცვალა, რაც გუნდი ევროტურნირებს დაემშვიდობა. როგორც იცით, „ინტერმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი შინ დონეცკის „შახტარს“ (0:0) ვერ მოუგო, ბოლო, მეოთხე ადგილზე გავიდა და არა თუ ფლეი ოფის საგზური, ევროპალიგაზე გადართვაც ვერ მოახერხა. როგორც იტალიური მედია წერს, „ინტერის“ მფლობელები განაწყნებულნი არიან გუნდის ევროპულ არენაზე სუსტი თამაშით....
კონტემ გერმანელები გააკრიტიკა
„ინტერის” მწვრთნელმა ანტონიო კონტემ გერმანელები გაანაწყენა. ერთი ხნის წინ, მან თავისი ახალი ფეხბურთელი, „დორტმუნდისგან” ნაყიდი მაროკოელი აშრაფ ჰაკიმი გააკრიტიკა — პოტენციალი კი აქვს, მაგრამ როგორც მცველმა საკუთარ თავზე ჯერ ბევრი უნდა იმუშაოსო. ვერ გეტყვით როგორ შეისმინა მენტორის შეგონება ჰაკიმმა როგორც მცველმა, მაგრამ შეტევაში გაამართლა — „ბოლონიას” ორი გოლი გაუტანა. „ინტერმა” მოიგო 3:1. „ბიჭი 20 წლისაა...
თუ, თუ, თუ…
„რეალი” „შახტართან” ისევ დამარცხდა — 0:2. ზინედინ ზიდანი დიდი წნეხის ქვეშაა. თუკი ჩამპიონთა ლიგის 13-გზის გამარჯვებული ჯგუფურ ეტაპს ვერ გადალახავს, ეს იქნება მისი პირველი ჩავარდნა ბოლო 24 წელიწადში. ყველა შეჯიბრებაში ერთად, „რეალმა” უკანასკნელ 6 შეხვედრაში მარტო ერთის მოგება მოახერხა. „შახტართან” სათამაშოდ გასულ „ლოს ბლანკოსს” ლა ლიგის სამ ტურში მხოლოდ ერთი ქულა ჰქონდა მოპოვებული და ამ...





