ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ გერმანელ მწვრთნელ ტომას ტუხელს წყალი შეუდგა. გუნდი ვერც ევროტურნირებზე აჩვენებს საჭირო თამაშს და ვერც შინაურ პირველობაზე. მართალია პსჟ პირველ ადგილზეა, მაგრამ ხელმძღვანელობა ხარისხით არის უკმაყოფილო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარიზელები ტუხელთან კონტრაქტს სეზონის ბოლოს ვადამდე გაწყვეტენ, ხოლო მის ნავლად გუნდში მასიმილიანო ალეგრის მიყვანენ. იტალიელ სპეციალისტზე თვალი მილანის „ინტერსაც“ აქვს დადგმული, მაგრამ მთავარ პრეტენდენტად...
ჭდე: ინტერი
თავშეუკავებელი არტურო
ეს იყო „რეალის” საუკეთესო თამაში ახალ სეზონში — „სან სიროზე”, „ინტერთან”, თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიში ჯერ ედენ აზარმა გახსნა, ხოლო შემდეგ როდრიგომ მეორე შეაგდო, თუმცა არის ვერსია, რომ ბურთს ბოლო მილანელების მცველი აშრაფ ჰაკიმი შეეხო და ეს მისი ავტოგოლი იყო. თუ ასეა, დრამატიზმისთვის სჯობს კიდეც, რადგან მაროკოელი ადრე „რეალში” თამაშობდა. „რეალს” გამარჯვებაში ხელი „ინტერის” ჩილელი ნახევარმცველის...
ფეხბურთის ღამე და საფეხბურთო ამქარი
ეგებ ბართლომეს ღამეც კი დამერქმია ამ ოხრადდასარჩენი სვეტისთვის, ან გრძელი დანების ღამე – ან ღამე იმედისა და იდუმალ კრთომისა, როგორც ამას რომელიმე რომანტიკოსი მესვეტე უწოდებდა, მაგრამ განა ჩვენ რომანტიკოსები ვართ? ჩვენ ქალაქელი ხალხი გახლავართ და ფეხუბრთის ყურებაში ჭირი მოგვიჭამია. ჩვენ ძველი დროების ღამისმთევლებს ვგავართ, უცნაურ გუშაგებს – ქალაქის გალავნის კოშკურებზე რომ ფხიზლობდნენ. აბა, ძმობილო, გაიხსენე...
ზლატანი მილანზე მუშაობს
მაგარ ფორმაშია „მილანის“ შემტევი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც 3 ოქტომბერს 39 წლის შეიქმნა. შვედმა თავდასხმელმა იტალიის სერია A-ს ოთხ ტურში ოთხი გოლი გაიტანა, მაგრამ მხოლოდ ორი მატჩი ითამაშა და ორივეში დუბლი შეასრულა. აქედან ერთ დერბი „მადონინაში“, როდესაც მილანელებმა თანაქალაქელი „ინტერი“ დაამარცხეს. შესაბამისად, ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ ახალ კონტრაქტზე დაიწყო მუშაობა. გავრცელებული ცნობით, იბრაჰიმოვიჩს სურვილი აქვს კონტრაქტი...
იბრას 4 წუთი
ყველა ტურნირები რომ მოვითვალოთ, მილანურ დერბიში „მილანს“ 2017 წლის შემდეგ „ინტერისთვის“ ერთხელაც არ მოეგო. და აჰა, წუხელ ნავსი გატყდა და ვინ უნდა ყოფილიყო გამარჯვების შემოქმედი, თუ არა ბებერი იბრა? შვედმა ვეტერანმა „ინტერამდე“ კორონავირუსი დაჯაბნა, მერე კი დუბლის შესასრულებლად 4-წუთიანი ინტერვალი იკმარა. ეს ყველაფერი მე-16 წუთამდე მოხდა. შვედმა ჯერ მისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტის მოგერიება არ შეარგო...
თავისუფლება ლუკას
მადრიდის „რეალის“ სერბ ფორვარდ ლუკა იოვიჩს შეუძლია გუნდი დატოვოს და იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე სხვა გუნდში გააგრძელოს კარიერა. აღნიშნულ ვარიანტზე დასტური თავად ზინედინ ზიდანმა თქვა, წელს იოვიჩი არ მჭირდებაო. სერბის იჯარით აყვანის მსურველთა შორის ფავორიტი „რომაა“, რომელიც ლუკას სათამაშო დროის გარანტიას აძლევს. რიგში დგანან „მილანი“ და „ინტერი“, თუმცა ფეხბურთელი რომაულ ვარიანტს ამჯობინებს. საუბარი „მანჩესტერ იუნაიტედზეც“ იყო,...
ბარსა მარტინესს ბოლოჯერ შეუტევს
ესპანური მედიის ცნობით, „ბარსელონა“ არ კარგავს იმედს, რომ მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე მაინც მოახერხებს მილანის „ინტერის“ თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის გადაბირებას. გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში „ბლაუგრანა“ ბოლოჯერ შეეცდება 23 წლის არგენტინელის ხელში ჩაგდებას. არადა, კლუბები უკვე რამდენიმე თვეა მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ახლა გადამწყვეტი მომენტია. ესპანური მედია იმასაც წერს, რომ „ბარსელონას“ ახლა სურს არგენტინელის გადაბირება, რადგან გუნდი ხუთმა...
არტურო ვიდალ, შენ ბარსას დააკლდები!
არტურო ვიდალი „ბარსელონადან” „ინტერში” გადავიდა და ეს ამბავი სულ მალე ოფიციალურადაც დადასტურდება. ჩელელი იტალიაშია, სამედიცინო შემოწმებას გადის. ვიდალს ამ ნაბიჯის გადადგმა „ბარსას” ახალმა თავკაცმა რონალდ კუმანმა აიძულა. ჰოლანდიელმა თქვა, რომ ვიდალი მის გეგმებში არ შედის. მეგობრის წასვლასთან დაკავშირებით ლეო მესიმ თავის ინსტაგრამზე გამოსამშვიდობებელი სიტყვები დაწერა: „მე შენ ჯერ კიდევ იმ დროიდან გიცნობ, როდესაც ერთმანეთის მეტოქეები...
ვიდალი ბარსელონას დაემშვიდობა
ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი „ბარსელონას“ ფეხბურთელი აღარ არის. 14 სექტემბერს მან გააუქმა კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან. სამშაბათს დილით კი საწვრთნელ ბაზაზე მივიდა, თავისი ნივთები წამოიღო და უკვე ყოფილ თანაგუნდელებს დაემშვიდობა. დღის მეორე ნახევარში კი მილანში გაემგზავრა, რათა „ინტერთან“ ხელშეკრულების ბოლო წვრილმანები შეათანხმოს. ის მილანურ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. „ინტერში“ მისი ხელფასი წელიწადში 6 მილიონი ევრო...
ბარსელონას ნაცვლად რეალში
მოულოდნელი ამბავი: მთელი ზაფხული იწერებოდა, რომ მილანის „ინტერის“ არგენტინელი თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი „ბარსელონაში“ გადავიდოდა და უცებ… მადრიდის „რეალიო“. ევროპული მედიის ცნობით 23 წლის ფორვარდის ტრანსფერი კლუბებმა უკვე შეათანხმეს. იტალიელები ამ ტრანსფერს ასაიდუმლოებდნენ რადგანაც „ბარსელონადან“ არტურო ვიდალის გადაბირება სურდათ, „ბარსელონას“ კი, ჩილელი ფეხბურთელის ჩართვა მარტინესის ტრანსფერში. როგორც ჩანს, იტალიურმა მხარემ მარტინესი უფრო სარფიანად გაასაღა. წერენ იმასაც,...









