ჭდე: ზურიკო დავითაშვილი

Home ზურიკო დავითაშვილი
ზურიკოს ფრონტზე ცვლილებები არაა
ჩანაწერი

ზურიკოს ფრონტზე ცვლილებები არაა

„სენტ ეტიენს’’ ხვალ „ბულონთან’’ სტუმრად აქვს საფრანგეთის ლიგა 2-ის მესამე ტურის შეხვედრა. მანამდე კი ფრანგული პრესა „მწვანეების’’ კლუბში შექმნილ ვითარებას შეგვახსენებს, სადაც ყველაზე რთულად კვლავ ზურიკო დავითაშვილისა და ლუკა სტასენის საქმეა. სატრანსფერო ბაზრის გახსნის დღიდან „სენტ ეტიენმა’’ 25 მილიონი ევრო დახარჯა. კლუბის ამოცანა ლიგა 1-ში დაუყოვნებლივი დაბრუნებაა. საყოველთაო აზრით ერიკ ჰორნელანდს საფრანგეთის მეორე ლიგაში ყველაზე...

ზურიკოს პირველი გოლი
ჩანაწერი

ზურიკოს პირველი გოლი

ლიგა 2-ში წარმატებით ითამაშა ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა”, რომელმაც „როდეზს” უმასპინძლა და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბიდან წასვლას ითხოვს და ფრანგული პრესის თანახმად გუნდის ხელმძღვანელებთან რთული ურთიერთობა აქვს, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა 79 წუთი ითამაშა და შეხვედრის მეოთხე გოლიც შეაგდო. მატჩის შემდეგ მწვანეების მწვრთნელმა ერიკ ჰორნელანდმა თქვა: „რაც დღეს ვნახეთ სწორედ ის ფეხბურთია,...

სენტ ეტიენი ამ ორ თავდამსხმელს არ ყიდის და მორჩა!
ჩანაწერი

სენტ ეტიენი ამ ორ თავდამსხმელს არ ყიდის და მორჩა!

არის ფრანგული საიტი, სახელწოდებით peuple-vert, რომელიც „სენტ ეტიენის’’ ამბებს წერს და მან ქართველი თავდამსხმელის ზურიკო დავითაშვილის შესახებ ასე დაწერა: მიუხედავად იმისა, რომ კლუბის დატოვება უნდათ, დავითაშვილს და ლუკა სტასენს ფორეში (ისტორიული რეგიონი საფრანგეთში, რომელშიც შედის ქალაქი სენტ ეტიენი) მოუწევთ დარჩენა. ყოველ შემათხვევაში ასე სურს „მწვანეების’’ ხელმძღვანელობას, რომელმაც ქართველისა და ბელგიელის შენარჩუნება თავის პრიორიტეტად აქცია. „სენტ...

ზურიკოს მდგომარეობა მწვავდება
ჩანაწერი

ზურიკოს მდგომარეობა მწვავდება

„სენტ ეტიენი’’ ლიგა 2-ში შეყოვნებას არ აპირებს. მართალია ის ლიგა 1-დან გავარდა, მაგრამ მაგრამ კლუბის ხელმძღვანელებმა სატრანსფერო ბაზარზე მყისიერი აქტიურობით დაამტკიცეს, რომ წარუმატებლობასთან შეგუებას არ აპირებენ. „მწვანეებს’’ უნდათ ამ ზაფხულს რაც შეიძლება მეტი მოთამაშე იყიდონ და მწვრთნელ ერიკ ჰორნელანს გარს შემოახვიონ ფეხბურთელთა დიდი ჯგუფი, რომელიც ლიგა 1-ში დაბრუნებას შეძლებს. „სტეფანუას’’ შეუერთდნენ ჩიკო ლამბა და მაჰმუდ...

რენი რეალური თანხის გადასახდელად დღესვე მზადაა
ჩანაწერი

რენი რეალური თანხის გადასახდელად დღესვე მზადაა

დაიწყო აგვისტო. ფეხბურთელებს კლუბების გამოსაცვლელად რამდენიმე კვირაღა დარჩათ. „სენტ ეტიენს’’ სხვაგან გადასვლის მსურველი ორი ჰყავს: ლუკა სტასენი და ზურიკო დავითაშვილი, მაგრამ კლუბს ლიგა 1-ში დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი და ამისათვის ქართველიც სჭირდება და ბელგიელიც. დავითაშვილის ყიდვა რამდენიმე კლუბს უნდა. foot01-ის ინფორმაციით ესენია: „ევერტონი’’, „მიონხენგლადბახი’’, „სევილია’’ და „სტრასბურგი’’, მაგრამ არის კიდევ ერთი გუნდი, გასულ სეზონში მე-12 ადგილზე...

რატომ არ ჰყავს ზურიკოს და სტასენს ოფიციალური მყიდველი?
ჩანაწერი

რატომ არ ჰყავს ზურიკოს და სტასენს ოფიციალური მყიდველი?

ფრანგული საიტი foot01 წერს, რომ „სენტ ეტიენი’’ ლიგა 2-ის სეზონისთვის მშვიდად ემზადება, მაგრამ ეს სიმშვიდე იმით არის განპირობებული, რომ ბევრისთვის გასაოცრად ზურიკო დავითაშვილი და ლუკა სტასენი ჯერ კიდევ გუნდში არიან. საკითხავია რა მოხდება მათი წასვლის შემდეგ. „მწვანეები’’ ლიგა 2-ში გამარჯვების ერთ-ერთი ყველაზე აშკარა ფავორიტები არიან. მათგან უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას ელიან. ასეთი მოლოდინი კლუბის მეპატრონეებმა შექმნეს....

გულშემატკივრობაც ამას ჰქვია
ჩანაწერი

გულშემატკივრობაც ამას ჰქვია

გასულ სეზონში ჟორჟ მიქაუტაძისა და ზურიკო დავითაშვილის გამო „ლიონისა’’ და „სენტ ეტიენის’’ რონისპირული დერბი ქართველი გულშემატკივრისთვის მნიშვნელოვანი იყო. ეს ორი ქალაქი ერთმანეთისგან საგარეუბნო მატარებლით ერთი საათის სავალშია, ხოლო მათ გულშემატკივართა შორის უკვე ათწლეულებია დიდი დაპირისპირება არსებობს. ამის გამო შავ დღეში ჩავარდა პატარა ქალაქი ტიზი ლე ბურგი, რომელიც ლიონიდან 70, ხოლო სენტ ეტიენიდან 95 კილომეტრშია და...

სადაც ქოჩორა იქაც ზურიკო?
ჩანაწერი

სადაც ქოჩორა იქაც ზურიკო?

ფრანგული მედიის შეფასებით საქართველოს ნაკრების შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა გასული სეზონი ლიგა 1-ში ღირსეულად ჩაატარა და არ არის გასაკვირი, რომ ის ლიგა 2-ში გავარდნილი „სენტ ეტიენის’’ სატრანსფერო ისტორიების გმირია. დიდი შანსია, რომ ქართველმა ამ ზაფხულს „სტაფანუა’’ დატოვოს. მისი და ლუკა სტასენის შეძენით სხვადასხვა კლუბია დაინტერესებული. კვირას პორტუგალიურ მედიაში გავრცელდა ხმა, რომ 24 წლის ფეხბურთელის შეძენა ლისაბონის...

ბრძოლა ზურიკოსთვის
ჩანაწერი

ბრძოლა ზურიკოსთვის

ზურიკო დავითაშვილს კონტრაქტის თანახმად „სენტ ეტიენთან’’ კიდევ სამი წელიწადი აკავშირებს, მაგრამ როგორც foot01 წერს, ის სავარაუდოდ „სტაფანუათა’’ რიგებში აღარ დარჩება. მისი ყიდვა სტამბოლის „ბეშიქთაშს’’ სდომებია და მოლაპარაკებები უკვე დაწყებულა კიდეც. ზურიკო „სენტ ეტიენში’’ ერთი წლის წინ მივიდა. მისი შეძენა კლუბს 6 მილიონი ევრო დაუჯდა, მაგრამ ქართველი „ჟოფრუა გიშარზე’’ მეორე სეზონს ვეღარ გაატარებს. ის გასაყიდთა სიაშია....

ზურიკომ სეზონისთვის მზადება გოლით დაიწყო
ჩანაწერი

ზურიკომ სეზონისთვის მზადება გოლით დაიწყო

ფრანგულ კლუბთა უმეტესობის მსგავსად „სენტ ეტიენმა’’ გასულ უქმეებზე ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. „მწვანეებმა’’ თავიანთი პირველი ამხანაგური მატჩი ითამაშეს და შვეიცარიულ „ეტუალ კარუჟს’’ 3:1 მოუგეს. ერიკ ჰორნელანდის გუნდის უარყოფითი დინამიკა შეიცვალა ― გასაგებია, რომ კლუბი სატრანსფერო ბაზარზე ჯერ კიდევ გაჩარხავს საქმეებს ანუ შემადგენლობა ჯერ საბოლოო არ არის, მაგრამ ახალი ცხოვრება უკვე დაიწყო. ამხანაგურ შეხვედრაში გამარჯვება კი...