ზურიკო დავითაშვილს კონტრაქტის თანახმად „სენტ ეტიენთან’’ კიდევ სამი წელიწადი აკავშირებს, მაგრამ როგორც foot01 წერს, ის სავარაუდოდ „სტაფანუათა’’ რიგებში აღარ დარჩება. მისი ყიდვა სტამბოლის „ბეშიქთაშს’’ სდომებია და მოლაპარაკებები უკვე დაწყებულა კიდეც.
ზურიკო „სენტ ეტიენში’’ ერთი წლის წინ მივიდა. მისი შეძენა კლუბს 6 მილიონი ევრო დაუჯდა, მაგრამ ქართველი „ჟოფრუა გიშარზე’’ მეორე სეზონს ვეღარ გაატარებს. ის გასაყიდთა სიაშია. დავითაშვილის შეძენით უკვე დაინტერესდა რამდენიმე კლუბი, რომელთა შორის ერთ-ერთი ლიგა 1-ში მე-12 ადგილზე გასული „რენიც’’ არის, მაგრამ ორშაბათს მას სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა – „ბეშიქთაში’’. TransferFeed წერს, რომ მას მერე, რაც 7 მილიონ ევროზე უარი მიიღო, თურქული კლუბი 10 მილიონიან წინადადებას ამზადებს. Transfermarkt-ზე ქართველი შემტევის ფასად სწორედ ეს თანხაა დასახელებული. თავის მხრივ „სენტ ეტიენმა’’ ვაჭრობა 12 მილიონის მოთხოვნით დაიწყო.
„ბეშიქთაშის’’ ინტერესს თურქული საზოგადოებრივ-პოლიტიკური გამოცემა Takvin News-იც ადასტურებს. დავითაშვილმა კი ამასობაში ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. ის „სენტ ეტიენთან’’ ერთად ვარჯიშობს და პირველ ამხანაგურ შეხვედრაში გოლიც კი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ „ბეშიქთაშმა’’ იჯარის წესით „რომადან’’ უკვე გადაიბირა ინგლისელი თავდამსხმელი ტამი აბრაჰამი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
მთავარი ამბავი17/06/2026 | 09:12მესი! მესი! მესი!
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
