პარიზში, “შატლის” თეატრში, “ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვით, საუკეთესო ფეხბურთელისთვის “ოქროს ბურთის” გადაცემის ცერემონია გაიმართა. წლეულს ამ პრესტიჟული ჯილდოს გამარჯვებული გასული სეზონის კონკრეტული პერიოდის (2021 წლის 31 აგვისტოდან, 2022 წლის 31 ივლისამდე) შედეგების მიხედვით გამოვლინდა. გალა-წარმოდგენაზე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დაასახელეს: საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ბარსელონელი გავი გახდა, მას პრიზი ბრაზილელმა რონალდომ და ამ ნომინაციაში შარშანდელმა გამარჯვებულმა პედრიმ გადასცეს....
ჭდე: ზინედინ ზიდანი
ზიდანი, ნაკრები, პსჟ
თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, თუმც მოულოდნელად გაირკვა, რომ ზინედინ ზიდანმა უარი თქვა „პარი სენ-ჟერმენის“ გაწვრთნაზე. ბოლო პერიოდში ზიდანი საერთაშორისო სპორტულ მედიაში აქტიურად განიხილებოდა, როგორც მაურისიო პოჩეტინოს ყველაზე რეალური ალტერნატივა, მაგრამ… ზიდანი, თურმე, მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებას ელის და ეიმედება, რომ საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს შესთავაზებენ. ფრანგების თავკაც დიდიე დეშამს 2022 წლის 31 დეკემბერს უმთავრდება კონტრაქტი,...
პსჟ: აი, მეხუთე ხმაც მოვედი
პსჟ-ს მწვრთნელობის კიდევ ერთი კანდიდატი პორტუგალიელი სერჟიო კონსეისაოა. ცნობილი გახდა, რომ მას პარიზელთა სპორტული დირექტორი ლეონარდო შეხვდა… „პორტუს“ მწვრთნელი შედეგიანად მუშაობს. გუნდი წლეულს 30-ედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და ქულების მხრივ პორტუგალიის ჩემპიონატის ყველა დროის რეკორდი დაამყარა: 91 ქულამდე ავიდა… გარდა ამისა, გავიხსენოთ, პორტუელებმა ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგაშიც ჩაატარეს მაგარი მატჩები, მაგალითად, შარშან „იუვენტუსი“ გამოთიშეს. რამდენადაა...
ტუხელმა რეკორდი გაიმეორა
რას აღარ ითვლიან. აგერ, წუხელ „ჩელსიმ“ „ლილს“ 2:1 მოუგო და გაირკვა, რომ ლონდონელთა გერმანელ თავკაც თომას ტუხელს რეკორდი გაუმეორებია — ჩემპიონთა ლიგაში მწვრთნელის რანგში ჩატარებული პირველ 50 შეხვედრაში მან თურმე ოცდამეთორმეტედ გაიმარჯვა, რითაც თანამემამულეს იუპ ჰაინკესს გაუტოლდა. და მაინც, უპირატესობა ჰაინკესს დარჩენია, რადგან მას თავისი 32 გამარჯვება 47 შეხვედრაში მოუპოვებია. შეგახსენებთ, რომ ჰაინკესმა ჩემპიონთა ლიგა...
ფიფას სამეული: სამივე ფავორიტია და სამივე აუტსაიდერი
ფიფამ სამი მწვრთნელი შეარჩია: რობერტო მანჩინი, ხოსეპ გვარდიოლა და თომას ტუხელი… ამ სამიდან ერთ-ერთი გახდება 2021 წლის საუკეთესო მწვრთნელი. დაჯილდოვება 17 იანვარს გაიმართება ციურიხში. რთულია თქმა, თუ რომელია ფავორიტი (ან რომელი აუტსაიდერი). მანჩინიმ ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ტუხელმა ჩემპიონთა ლიგა, ხოლო გვარდიოლას „სიტი“ თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, ყველა მატჩს იგებს (ეგაა, ის თითო-ოროლა სწორედ რომ გადამწყვეტი თამაშია...
ვინისიუსი თამაშებს იგებს
ვინისიუს ჟუნიორი თამაშებს იგებს. ის „რეალში“ გამარჯვების მომტან ვარსკვლავად ჩამოყალიბდა და ეს „სევილიასთან“ შეხვედრაშიც დაამტკიცა. ხულენ ლოპეტეგის გუნდმა ბრაზილიელის შეჩერება სცადა, მაგრამ ვინიმ მაინც გაიტანა თავისი — თამაშის მიწურულს ჩინებული დარტყმით „თეთრებს“ სამი ქულა შეჰმატა. მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართა. „რეალმა“ მოიგო 2:1. ვინისიუსი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ თამაშობს. ამ ფაქტს მადრიდში კილიან მბაპეს ჩაყვანის პერსპექტივასაც თუ...
ზიდანს პარიზში ურჩევნია
BBC-ს თანახმად, ზინედინ ზიდანს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელის თანამდებობა არ აინტერესებს. ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს ცნობას, რომ ოლე გუნარ სულშერის თანამდებობიდან გაშვების შემდეგ ფრანგს „ოლდ ტრეფორდიდან“ დაურეკეს და პასუხად უარი მიიღეს. მანჩესტერელებს იმედი ჰქონდათ, რომ „რეალის“ ყოფილი თავკაცი მათთან გადაბარგებას თავისი ყოფილი ფეხბურთელების, კრიშტიანუ რონალდუსა და რაფაელ ვარანის ხათრით მაინც დათანხმდებოდა — ფორვარდიცა და ცენტრალური მცველიც...
დროებითი ლორან ბლანი
„მანჩესტერ იუნაიტედში“ ოლე გუნარ სულშერის ბედი უკვე გადაწყვეტილია და სრული სვლით მიდის მუშაობა მისი შემცვლელის მოსაძებნად. აქამდე უკვე ნახსენები იყვნენ მაურისიო პოჩეტინო (პსჟ), ბრენდან როჯერსი (ლესტერი) და ზინედინ ზიდანი. ამ ჩამონათვალს „სევილიას“ თავკაცი ხულენ ლოპეტეგიც დაემატა. შუა სეზონში სხვა გუნდიდან მწვრთნელის წამოყვანა სერიოზული პრობლემა იქნება და „მანჩესტერში“ სათადარიგო ვარიანტსაც განიხილავენ: ლორან ბლანს პსჟ-ში მწვრთნელობის გამოცდილება...
ოფიციალურად ჯერ არ უთქვამთ, მაგრამ მოხსნეს
„დეილი მეილი“ წერს, რომ წუხელ, „უოტფორდთან“ სამარცხვინო (1:4) წაგების შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ დირექტორატმა საგანგებო თათბირზე ოლე გუნარ სულშერის მოხსნა გადაწყვიტა. თამაშის დასრულების შემდეგ, „ვიკარიჯ როუდზე“ ნორვეგიელი ბოდიშებს იხდიდა, ფანობა კი ტრიბუნიდან „ბუუს“ დასძახოდა. ეს იყო ოდესღაც ძლევამოსილი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მორიგი პარტახი, რასაც მწვრთნელის შეცვლა მოჰყვება. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ შემდგომ ორ შეხვედრას გუნდის ყოფილი...
თან ვარანი და რონალდუც იუნაიტედში არიან
ინგლისურ პრესაში დაიწერა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ოლე გუნარ სულშერის ზინედინ ზიდანით შეცვლის მიზნით ნაბიჯებს ააქტიურებს. სულშერი განსაკუთრებული რისხვის ობიექტი მას მერე გახდა, რაც „იუნაიტედმა“ შინ „ლივერპულთან“ და „მანჩესტერ სიტისთან“ 0:5 და 0:2 წააგო. იმასაც ამბობენ, რომ სულშერს კლუბის ხელმძღვანელებმა თითქოსდა სამი თამაში უბოძეს, მაგრამ, როგორც ჩანს ეს საერთო სურათს ვერ შეცვლის. თან, „სანდი ტაიმსი“ დაჟინებით...









