„პარიზიენმა’’ გაავრცელა ცნობა, რომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლეგენდარულ ზინედინ ზიდანთან მიაღწია შეთანხმებას და ის საფრანგეთის ნაკრების მიმავალი მწვრთნელი გახდება. მისი სახელი ბოლო თვეების განმავლობაში უკვე ბევრჯერ ახსენეს. „ლურჯების’’ ახლანდელი თავკაცი, ფეხბურთელობის წლებში ზიდანის თანაგუნდელი დიდიე დეშამი 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ თანამდებობიდან წავა. ზიდანთან მიღწეული შეთანხმების შესახებ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ფილიპ დიალომ ილაპარაკა, თუმცა...
ჭდე: ზინედინ ზიდანი
ბეილმა ზიდანი და ანჩელოტი შეადარა
უელსელმა ვეტერანმა ვარსკვლავმა გარეთ ბეილმა პოდკასტში სახელწოდებით Stick გაიხსენა ის წლები, როდესაც „რეალში’’ თამაშობდა. მან ერთმანეთს შეადარა მწვრთნელები, რომელთა ხელშიც „სანტიაგო ბერნაბეუზე’’ ბურთს აგორებდა – ზინედინ ზიდანი და კარლო ანჩელოტი. ბეილისთვის ზიდანი უპირველეს ყოვლისა მისი დიდი აურაა. „ის ტაქტიკაზე ყურადღებას დიდად არ ამახვილებდა. ჩვენ ვარჯიშებზე აბსოლუტურ მინიმუმს ვაკეთებდით: ვხვეწდით ბურთის ფლობასა და კარში დარტყმებს. თხუთმეტი...
ოღონდ დღეს არა!…
ფრანგული გაზეთის „ეკიპის’’ 80-წლისთავისადმი მიძღვნილ ინტერვიუში მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა უდიდესმა ვარსკვლავმა ზინედინ ზიდანმა წარსული გაიხსენა. მან მოყვა უდიდეს სპორტსმენებთან შეხვედრის ამბები, ილაპარაკა იმ ორ კვირაზე, რომელიც 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის დღეებში საფრანგეთის დედაქალაქში გაატარა, გატაცებით ილაპარაკა თავის საყვარელ სახეობებზე, ფორმულა 1-სა და კრივზე, მუჰამედ ალისა და მაიკ ტაისონზე, რომლის ბრძოლების სანახავად ის და მისი...
როგორ გაუცვალა რეიმსის მეკარემ მაისური ზიდანს
ჯერ კიდევ მოქმედმა ფრანგმა მეკარემ, 42 წლის ლუდოვიკ ბუტელმა კარიერა „მეცში’’ დაიწყო, სადაც ამ ზაფხულს გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი გადავიდნენ. ბუტელი „მეციდან’’ „ვალენსიაში’’ გადავიდა, სადაც ფეხი ვერ მოიკიდა, მაგრამ იმ 9 შეხვედრიდან, რომელიც მან „ღამურების’’ შემადგენლობაში ჩაატარა, ერთი „რეალთან’’ იყო, „რეალი’’ კი მაშინ დიდი ვარსკვლავების გუნდი გახლდათ, მას „გალაქტიკოს’’ ეძახდნენ. იქ თამაშობდნენ ზინედინ ზიდანი,...
ზიდანი და დელიკატურობა
რა ხანია შეთანხმებულია, რომ დიდიე დეშამი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მერე საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგება. ვინ შეცვლის მას? შესაძლო კანდიდატებს შორის ყველაზე ხშირად ზინედინ ზიდანს ახსენებენ. „საფრანგეთის ნაკრებში თავს ლეგიტიმურ ადამიანად ვგრძნობ. იქ, როგორც ფეხბურთელმა, კარიერის 12,13,14 წელი გავატარე. რასაკვირველია მის სათავეში ჩადგომა ოცნებაა და შეთავაზებასაც მოუთმენლად ველი, მაგრამ მანამდე ამ გუნდს ჰყავს მწვრთნელი...
დეშამი: ჩვენ მეგობრები არ ვართ, მაგრამ…
„ფიგაროში” გამოქვეყნდა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის დიდიე დეშამის ინტერვიუ, სადაც მან უარყო ხმები იმის შესახებ, რომ მასა და „ლურჯების” მწვრთნელის თანამდებობაზე მის შესაძლო შემცვლელს ზინედინ ზიდანს შორის ცივი ურთიერთობებია. „ეს მორიგი ჭორია, – თქვა დეშამმა, – ჩვენ ერთად ბევრი წელიწადი გავატარეთ და დღესაც ძლიერ ვცემთ ერთმანეთს პატივს. ბოლოს როდესაც ერთმანეთს შევხვდით შესანიშნავი საუბარი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა...
თეო ერნანდესი ანჩელოტისა და ზიდანთან არ იმუშავებს
ვინ იქნება „რეალის’’ მომავალი მწვრთნელი? ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ არსებობს, რაც იმ ფეხბურთელებში, რომელთა შეძენაც „თეთრებს’’ უნდათ, დაბნეულობას იწვევს. ერთ-ერთი მათგანია თეო ერნანდესი, რომელიც „რეალში’’ 2017-18 წლებში თამაშობდა. დღეს „მილანისა’’ და საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავს მადრიდელები დაცვის მარცხენა ფრთის გასამაგრებლად უხმობენ. ამ პოზიციაზე ფერლან მენდის თამაში დამაკმაყოფილებელი არ არის, ხოლო ფრან გარსია დიდი ალბათობით გუნდიდან...
ოსიმენი რეალის გეგმებშია
იტალიური „კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ „რეალი” მომავალზე ფიქრობს და ორიოდ წელიწადში მეტოქეების კარის დალაშქვრას ენდრიკის, ოსიმენისა და ვინისიუსის ტრიოთი აპირებს. ჯერჯერობით, ხსენებული სამეულიდან „რეალში” მხოლოდ ვინისიუსი თამაშობს. 16 წლის ენდრიკ ფელიპე ბრაზილიაშია, „პალმეირასის” თავდამსხმელია, თუმცა მადრიდელებმა მის წარმომადგენლებთან უკვე გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ორი წლის შემდეგ, როდესაც ბიჭი სრულწლოვანი გახდება, „სანტიაგო” ბერნაბეუზე გადაბარგდება. რაც...
პაემანი შინ
პარიზის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ნოელ ლე გრეს წინააღმდეგ, სექსუალური შევიწროების ბრალდებით. წყაროს ცნობით, 81 წლის ლე გრეს საფრანგეთის ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელის აგენტი სონია სუიდი ფსიქოლოგიურ და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ქალის თქმით, 2014 წელს ფედერაციის ხელმძღვანელმა ის შინ მიიწვია, საქმეზე მოსალაპარაკებლად. თუმცა ოთახში შესულს მაგიდაზე შამპანურის ბოთლი და ორი...
მბაპემ ფედერაციის პრეზიდენტს უპასუხა
„ზიდანი საფრანგეთია. ჩვენ კი ამხელა ლეგენდას პატივს არ ვცემთ”, — დაწერა კილიან მბაპემ ტვიტერზე. 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონისა და 2022 წლის ვიცე-ჩემპიონის ამ ტვიტმა გულშემატკივრებში ვნებათაღელვა გამოიწვია, რადგან ცოტა ხნით ადრე საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ ნაკრების მწვრთნელად დიდიე დეშამს ტოვებს. მოგეხსენებათ, პარიზში „ლურჯების” თავკაცის თანამდებობაზე დეშამის ნაცვლად ზიდანის დანიშვნის ვარიანტს კარგა ხანს განიხილავდნენ. გარდა...









