Foreign Press-ის კორესპონდენტებმა დაასახელეს 2022 წლის იტალიის საუკეთესო სპორტსმენი. დაჯილდოების ცერემონიალი უახლოეს დღეებში ჩატარდება. გამოკითხვა ჩატარდა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულთა გამოსავლენად. „კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ დაჯილდოვებულთა შორის იქნება სერია A-ს ორი წარმომადგენელი. გაზეთის ინფორმაციით ნომინაციაში „2022 წლის საუკეთესო უცხოელი სპორტსმენი” გაიმარჯვა „ნაპოლის” ნიგერიელმა თავდამსხმელმა ვიქტორ ჯეიმს ოსიმენმა, რომელიც „აძურის” მიმდინარე წარმატებების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია. Foreign...
ჭდე: ვიქტორ ოსიმენი
მოურინიუ: დღეს მოგებას ვიმსახურებდით
როგორი იყო „რომას” მწვრთნელის ჟოზე მოურინიუს პირველი რეაქცია ნეაპოლში, უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში „ნაპოლისთან” 1:2 დამარცხების შემდეგ? ის გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა და ამის დასტურად, გასახდელში თავის ფეხბურთელებთან გუნდური ფოტო გადაიღო, რომელიც, ცხადია ინტერნეტში დადო. „ჩვენ თავიდანვე კარგად ვითამაშეთ. რთული იყო პირველი გაშვებული გოლის შემდეგ 10-15 წუთი, რადგან ამ გოლის უსამართლობას განვიცდიდით. სხვა მხრივ, ჩინებულად ვმოქმედებდით, ვთამაშობდით...
ოსი, ზაფხული და შემოსევა პრემიერლიგიდან
„სქაი სპორტის” ჟურნალისტმა და საფეხბურთო ბაზრის ექსპერტმა ჯანლუკა დი მარციომ „ნაპოლის” თავდამსხმელის ვიქტორ ოსიმენის შესახებ რამდენიმე ახალი ამბავი გაასაჯაროვა. კერძოდ, ზაფხულში ნიგერიელის შეძენას რამდენიმე ტოპ-კლუბი ცდის. მეტწილად ლაპარაკია ინგლისის პრემიერლიგის წარმომადგენლებზე. იმავე ჟურნალისტის ინფორმაციით „ნაპოლის” ამ ეტაპზე ოსიმენის გაყიდვა არ უნდა, რადგან სხვა მისებრ ღონიერი, მძლავრი და სწრაფი ფორვარდის შოვნა შეუძლებელია. სხვა სიტყვებით 24 წლის...
ნაპოლის საქმე იუვენტუსის საქმესავით მნიშვნელოვანი არ არის
რადიო Gr-Parlamento-მ ინტერვიუ ჩამოართვა „ნაპოლის” ვექილს მატია გრასანის. საუბარი შეეხო „იუვენტუსის” 15 ქულით დასჯასა იმ საშიშროებას, რომელიც „ნაპოლის” ემუქრება. ლაპარაკია ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენის „ლილიდან” „დიეგო მარადონაზე” გადაყვანის ოპერაციის კანონიერებაზე. „ტურინელებისთვის 15 ქულის დაკლებას არავინ ელოდა, — თქვა ადვოკატმა, — სერია A-ში კალჩოპოლის შემდეგ ასეთი მკაცრი სასჯელი არავის ახსოვს. თან, როგორც თქვეს ეს საბოლოო სასჯელი არ...
ტყუპისცალმა გაიტანა
„ნაპოლიმ” სალერნოში 2:0 მოიგო. ამ შეხვედრაში თანაგუნდელებს გრიპის გამო ვერ დაეხმარა ხვიჩა კვარაცხელია, რომლის შესახებაც „ლა გაძეტა დელო სპორტმა” დაწერა, რომ ქართველის შინ დატოვებას ავადმყოფობის გარდა კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა — სპალეტის ჯერჯერობით მაინც არ უნდა მისი ზედმეტად დატვირთვა, მითუფრო რომ ელიფ ელმასის სახით ფრიად მაღალი დონის ალტერნატივა ჰყავს. ამრიგად, მილანური გაზეთის ინფორმაციით მწვრთნელმა გადაწყვიტა...
ხვიჩას ტური…
ფეხბურთის ანალიტიკისა და სტატისტიკის საერთაშორისო პორტალმა Whoscored.com-მა სერია A-ს XVIII ტურის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა – ვებ გვერდმა ქართველ თავდამსხმელს ყველაზე მაღალი შეფასება (9,8) დაუწერა და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანა. „იუვენტუსთან” 5:1 გამარჯვებაში „ნაპოლის” ქართველმა შემტევმა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა – გოლისა და 2 საგოლე პასის გარდა, 21 წლის კვარაცხელიამ პირველ გოლშიც ლომის წილი...
ჩამქრალი ოსიმენი და კვარაცხელია
რომაული გაზეთი „კორიერე დელო სპორტი” ტრადიციულად მატჩის საუკეთესო მოთამაშეს და იმედგაცრუებას ასახელებს. ცხადია, გამოცემამ „ინტერისა” და „ნაპოლის” შეხვედრაც შეაფასა. „ინტერმა” ედინ ჯეკოს გოლით 1:0 მოიგო და „ნაპოლისთან” სხვაობა 8 ქულამდე შეამცირა. გაზეთი წერს, რომ 2023 წლის პირველი შეხვედრა „აძურისთვის” იმ ვარსკვლავური შემადგენლობის კვალობაზე, რომელიც მოედანზე ჰყავდა, მოსაწყენი გამოვიდა. „კორიერე დელო სპორტის” აზრით მატჩის გმირი იყო...
მარიო გომესი, ვიქტორ ოსიმენის მფარველი ანგელოზი
„ნაპოლის” თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენს „ილ მატინომ” ინტერვიუ ჩამოართვა. ოსიმენი მოგეხსენებათ მიმდინარე სეზონში საუცხოოდ თამაშობს. საუბარში ნიგერიელმა გაიხსენა ის ხალხი, ვინც მის კარიერას სიკეთის დაღი დაასვა და განსაკუთრებული მადლიერებით ახსენა გერმანელი მარიო გომესი რომელიც ოსიმნეთან ერთად 2017-18 წლებში ბუნდესლიგის „ვოლფსბურგში” თამაშობდა. „გომესი ხშირად მახსენდება, — თქვა ოსიმენმა, — „ვოლფსბურგში” ჩემი ცხოვრება იოლი არ იყო. ეს მარტო...
ტოტი: აუცილებლად უნდა შევხვდე სპალეტის და ვკითხო, რა მოხდა მაშინ
„მარადონა თავად ფეხბურთია. მესი უძლიერესია, მაგრამ ის მარადონაზე ქვემოთ დგას,” — ამბობს „რომას” ყოფილი კაპიტანი და მსოფლიოს 2006 წლის იტალიელი ჩემპიონი ფრანჩესკო ტოტი, რომელიც დოჰაშია და ყატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატს იქიდან ადევნებს თვალს. ის ამბობს: „მშვენიერი ჩემპიონატია. ცოცხლად ყურება მას აშკარად ჰმატებს თავის ეფექტს. ფეხბურთელისთვის კი მუნდიალი ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრებაა. მსოფლიოს ჩემპიონობა დიდი რამ არის....
ოსიმენი ღლაბუცობს
ვიქტორ ოსიმენმა თავის ინსტაგრამზე მარიო რუის სასაცილო ფოტო დაპოსტა. მოგეხსენებათ, „ნაპოლიმ” საშობაოდ საგანგებო მაისურები შეკერა, რომელთაც მკერდზე ჩრდილოეთის ირემი ახატია. „აძურიმ” „ანთალიასფორთან” ამხანაგური შეხვედრა სწორედ ამ მაისურებით ითამაშა და 3:2 მოიგო. ოსიმენმა ფოტოშოპით მარიო რუის და ირმის თავებს ადგილები გაუცვალა და მიაწერა: ეს ვინ გაუკეთა ჩემს ძმას?









