„სქაი სპორტის” ჟურნალისტმა და საფეხბურთო ბაზრის ექსპერტმა ჯანლუკა დი მარციომ „ნაპოლის” თავდამსხმელის ვიქტორ ოსიმენის შესახებ რამდენიმე ახალი ამბავი გაასაჯაროვა. კერძოდ, ზაფხულში ნიგერიელის შეძენას რამდენიმე ტოპ-კლუბი ცდის. მეტწილად ლაპარაკია ინგლისის პრემიერლიგის წარმომადგენლებზე.
იმავე ჟურნალისტის ინფორმაციით „ნაპოლის” ამ ეტაპზე ოსიმენის გაყიდვა არ უნდა, რადგან სხვა მისებრ ღონიერი, მძლავრი და სწრაფი ფორვარდის შოვნა შეუძლებელია. სხვა სიტყვებით 24 წლის ცენტრალური თავდამსხმელის სრულყოფილი ჩანაცვლება გაძნელდება. იმავდროულად, ასევე ძნელი იქნება გულუხვ შემოთავაზებებზე უარის თქმა.
გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ყველაზე მეტად „მანჩესტერ იუნაიტედი” მოინდომებს, თუმცა, მოსალოდნელია, რომ მანკუნიანელებს არც სხვა კლუბები ჩამორჩებიან. როგორც ჩანს, ოსიმენი „აუქციონს” ვერ ასცდება.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური11/06/2026 | 09:03დროშებს და ჰიმნებს მიღმა
სიახლეები10/06/2026 | 15:02მოუ მენდეშთან შეკრულია?
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 11:13იამალმა, შარშან ბავშვი ვიყავიო
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 09:37აფრიკის საუკეთესო მსაჯი მაიამის აეროპორტიდან გამოაბრუნეს
