„ძალიან სასიამოვნოა, ლუჩანო სპალეტი ასე რომ მენდობა. მეც, ჩემი მხრივ, ვცდილობ მოედანზე ყოველთვის მაქსიმუმი გავიღო და მწვრთნელს ნდობა გავუმართლო. ის ძალიან მომთხოვნია, ვარჯიშზეც კი მაქსიმუმს გვთხოვს. მოედანზე გასვლის წინ მოტივაციას გვაძლევს. მისი დამოძღვრილები საუკეთესო თვისებებს ვამჟღავნებთ”, — თქვა „ნაპოლის” თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა, რომელზეც იტალიურმა გაზეთმა „ილ მატინომ” იხუმრა, ბოლო შეხვედრაში, ემპოლიში, მეტოქეს ერთნახევარი გოლი გაუტანაო....
ჭდე: ვიქტორ ოსიმენი
სავარაუდოდ გაიყიდება ერთი და ის ოსიმენი იქნება
დღეს „ნაპოლის” მთავარი გმირები ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი არიან. მათ შესახებ იტალიის გარეთაც წერენ. ესპანეთში, მაგალითად, მათი ფასით დაინტერესდნენ. კერძოდ, ზაფხულის სატრანსფერო ბაზარსა და წყვილის ყიდვა-გაყიდვის შესაძლებლობაზე გაზეთი AS ალაპარაკდა. ბოლოდროინდელი ცნობების თანახმად „ნაპოლის” მეპატრონე აურელიო დე ლაურენტისი ვარაუდობს, რომ ქართველის ფასი ზაფხულში შეიძლება 150 მილიონ ევრომდე ავიდეს, ნიგერიელი კი 100 მილიონი ეღირება. მაგრამ,...
რას სთხოვდა ალბერტო ტომბა ხვიჩა კვარაცხელიას
„ნაპოლიმ” კვლავ მოიგო და ამაში ახალი არაფერია, წერს „კორიერე დელო სპორტი”. ამჯერად „აძურიმ” სტუმრად დაამარცხა „სასუოლო” — 2:0. გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ და ვიქტორ ოსიმენმა გაიტანეს. ლუჩანო სპალეტის გუნდი სერია A-ს ცხრილში კვლავ ლიდერობს. რომაულმა გაზეთმა ტრადიციულად მატჩის საუკეთესო და ყველაზე ხელმოცარული მოთამაშეები დაასახელა. საუკეთესონი ხვიჩა კვარაცხელია, მარეგულირებელი: 7.5 პირველი გოლის დროს ისეთი სლალომი გააკეთა, რომ...
ოსიმ გულშემატკივრის ნომერი ჩაიწერა
კარგი კაცია ვიქტორ ოსიმენი. იმ დღეს, როდესაც „ნაპოლიმ” ხვიჩა კვარაცხელიას, მისი და ელიფ ელმასის გოლებით „კრემონეზე” დაამარცხა 3:0, მან გულშემატკივართან უშუალო ურთიერთობით კვლავ გამოიჩინა თავი. ლაგოსში დაბადებული 24 წლის ოსიმენი 17 გოლით ლიდერობს სერია A-ს ბომბარდირთა სიას, მაგრამ ფეხბურთს მიღმა უბრალო ქცევითაც გამოირჩევა. ყველას ახსოვს როგორ მოიქცა ის სპეციაში, მატჩის წინა მოთელვის დროს, როდესაც შემთხვევით...
ასპრილია: ოსიმენი მე მჯობია? კი მაგრამ, ვის წინააღმდეგ თამაშობს?
„პარმას” ოდინდელმა ვარსკვლავმა, კოლუმბიელმა ფაუსტინო ასპრილიამ „ლა გაძეტა დელო სპორტს” ინტერვიუ მისცა, სადაც ერთი ძველი ისტორია გაიხსენა: „ერთხელ, ვარჯიშის დროს, ლუიჯი აპოლონიმ მითხრა: თუ შენ აქედან ჩვენს პრეზიდენტს ბურთს გაარტყამ, სადილზე დაგპატიჟებ. პრეზიდენტი ოცდაათი მეტრის მოშორებით იდგა. მე გამოვიქეცი, ძალიან ძლიერად დავარტყი და… პირდაპირ თავში მოვახვედრე. პრეზიდენტი დაეცა. ის შოკში იყო. მეც დავიზაფრე. მუხლებზე დავეცი...
ოსიმენი ჰოლანდს სჯობს, ფასი კი კვარასაც აქვსო
ვინ არის მსოფლიოში საუკეთესო ცხრა ნომერი? ვიქტორ ოსიმენი და არა ერლინგ ჰოლანდი. საინტერესოა, რომ ეს ინგლისში დაწერეს, სადაც ნორვეგიელი დაფრინავს და „მანჩესტერ სიტის” მაისურით რეკორდს რეკორდზე ხსნის. ასეთი მოსაზრება „დეილი მეილში” გამოქვეყნდა. ის ტომ კოლომოსეს ეკუთვნის. ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ „ნაპოლის” ცენტრალური თავდამსხმელი ცენტრფორვარდის ამპლუაში უფრო ძლიერია და თავის მოსაზრებას განმარტავს: „ამბობენ, რომ ოსიმენს ჰოლანდზე ნაკლები...
რით მოხიბლავენ დე ლაურენტისს?
„ჩელსი” გაჩერებას არ აპირებს. დასავლეთ ლონდონელებს ზაფხულში სატრანსფერო ბაზარზე დიდი აქტიურობა აქვთ გადაწყვეტილი. „კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ ინგლისელებმა იტალიაში დასახარჯად დიდძალი თანხა გადადეს. რომაული გაზეთი LondonWorld-ზე დაყრდნობით ამბობს, რომ „ლურჯების” მთავარი მიზანი „ნაპოლის” ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენია. ისინი „აძურის” მეპატრონეს აურელიო დე ლაურენტისს 120 მილიონი გირვანქით უპირებენ მოხიბვლას, რაც ამჟამინდელი კურსით 135,341 მილიონი ევროა....
ოსიმენი გულწრფელად შეწუხდა, სიძემ კი ვერ იხეირა
„სპეციასთან” სტუმრად გამარჯვების (3:0) წინ, ეგრეთწოდებული მოთელვის დროს, „ნაპოლის” ვარსკვლავმა ვიქტორ ოსიმენმა შემთხვევით ტრიბუნაზე ბურთი გაარტყა მასპინძელი გუნდის გულშემატკივარს. ნიგერიელი დაუყოვნებლივ გაიქცა ტრიბუნისკენ, შეამოწმა ქომაგი ხომ არ დაშავდა და ბოდიში მოუხადა მას. ორი დღის მერე Radio Kis Kis-მა ინციდენტის მონაწილე ლიგურიელი მოძებნა და ამბის გახსენება სთხოვა. „ყველაფერი უცებ მოხდა, — თქვა „სპეციას” ქომაგმა, — სახესთან...
ოსიმენში 120 მილიონი
„ნაპოლის” თავდამსხმელი, ვიქტორ ოსიმენი, შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედს“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარისას შეუერთდეს. ინგლისური კლუბი მზად არის, ნიგერიელი შემტევის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გადაიხადოს. საინტერესოა, რომ ოსიმენის გადასაბარებლად ანალოგიური თანხის გადასახდელად მზად არის ლონდონის „ჩელსიც“. 24 წლის ოსიმენი „ნაპოლის“ 2020 წელს ფრანგული „ლილიდან“ 75 მილიონ ევროდ შეუერთდა. სერია A-ს მიმდინარე სეზონში ვიქტორმა 21 მატჩში 16 ბურთი გაიტანა...
სპალეტიმ კარგად იცის ვინ მოიგო სპეციასთან
„ნაპოლიმ” სტუმრად მოუგო „სპეციას” 3:0, „კორიერე დელა სერამ” კი სხვადასხვა წყაროდან „აძურის” მწვრთნელის ლუჩანო სპალეტის კომენტარები მოკრიბა. ქვემოთ ამ კომენტარებს გთავაზობთ. თავიდან გაზეთი წერს, რომ გუნდი დაჟინებით მიიწევს სკუდეტოსკენ, მაგრამ მას კიდევ ერთი დიდი მიზანი აქვს — ჩემპიონთა ლიგა. „სპეციასთან” შეხვედრის შემდეგ სპალეტიმ სწორედ ეს იგულისხმა, როდესაც თქვა: „ჩვენ ფანების სიყვარულით მიზნისთვის თავი უნდა დავდოთ....









