ჭდე: ვალტერ მაცარი

Home ვალტერ მაცარი
როგორ ითამაშებს ხალხნაკლული ნაპოლი ლაციოსთან?
ჩანაწერი

როგორ ითამაშებს ხალხნაკლული ნაპოლი ლაციოსთან?

დღეს რომის „სტადიო ოლიმპიკოზე” „ლაციო” „ნაპოლის” მასპინძლობს. ცოტა ხნის წინ ორივე გუნდი საუდის არაბეთში იტალიის სუპერთასის გათამაშებაში მონაწილეობდა. „ლაციოს” არ გაუმართლა, ნახევარფინალში „ინტერს” შეხვდა და 0:3 წააგო. ეს ის შემთხვევა გამოდგა, როდესაც ანგარიში თამაშის შინაარსს ზუსტად გამოხატავს. რაც შეეხება „ნაპოლის”, მან ნახევარფინალში „ფიორენტინას” აჯობა 3:0, ფინალში კი „ინტერთან” 0:1 დამარცხდა. არაბეთში ვალტერ მაცარიმ ექსპერიმენტს მიმართა...

ინტერმა სუპერთასი მოიგო, მაცარი გაცხარდა
ჩანაწერი

ინტერმა სუპერთასი მოიგო, მაცარი გაცხარდა

„ინტერმა” იტალიის სუპერთასი მოიგო, ლაუტარო მარტინესის მიერ 91-ე წუთზე გატანილი გოლით „ნაპოლის” 1:0 მოუგო. ნეაპოლელებისთვის შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გამარჯვების შემთხვევაში გარდა იმისა, რომ დიდების დარბაზს ჯილდოს შეჰმატებდნენ, საკუთარი თავის რწმენასაც დაიბრუნებდნენ, მაგრამ არ გაუმართლათ. მატჩის წინ ფავორიტად „ინტერს” ასახელებდნენ. „ნერაძურიმ” ნახევარფინალში „ლაციოსთან” დიდი ეფექტი მოახდინა, მაგრამ ფინალში იტალიის ჩემპიონთან შედარებით ასეთივე დიდი უპირატესობა ვერ...

რატომ შესწირა მაცარიმ კვარაცხელია მსხვერპლად?
ჩანაწერი

რატომ შესწირა მაცარიმ კვარაცხელია მსხვერპლად?

საუდის არაბეთში გამართულ იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში „ნაპოლის” მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ გუნდის სათამაშო სქემა შეცვალა, 3-4-3 განლაგებაზე გადავიდა, შესაბამისად გადაასხვაფერა ფეხბურთელების ინდივიდუალური დავალებებიც და „ფიორენტინას” 3:0 მოუგო. ძნელია იმის მტკიცება, რომ ეფერქტური ანგარიში მაცარის ტაქტიკური ცვლილების მყისიერი შედეგია, მაგრამ დამთხვევა თვალწინ არის. მიმომხილველებს ენიშნათ, რომ ახალ სქემაში ხვიჩა კვარაცხელიას შეეცვალა თამაშს აქცენტები და იმის გამო, რომ...

კვარამ ერთი რომ შეაგდოს…
ჩანაწერი

კვარამ ერთი რომ შეაგდოს…

დღეს საუდის არაბეთში იტალიის სუპერთასის ნახევარფინალია: „ნაპოლი” – „ფიორენტინა”. ნეაპოლელთა მწვრთნელი ვალტერ მაცარი ამ შეხვედრის წინ Mediaset-ს ელაპარაკა. „იტალიის სუპერთასი ჩვენთვის მნიშვნელოვანი შეჯიბრებაა. ყველა ღონე უნდავვიხმაროთ, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენოთ. ამას ხან ვახერხებთ, ხან კი არ გამოგვდის. ასეთ პრესტიჟულ შეჯიბრებაში მონაწილეობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გვინდა წარმატებას მივაღწიოთ”, — თქვა მაცარიმ. კითხვაზე, არის თუ არა მისი გუნდი...

დელ ჯენიო: მაცარი გარსიაზე უარესია
ჩანაწერი

დელ ჯენიო: მაცარი გარსიაზე უარესია

მიუხედავად იმისა, რომ „სალერნიტანას” ბოლოწამს გატანილი გოლის წყალობით მოუგო, „ნაპოლის” თამაშის ხარისხი არ გაუმჯობესებულა. ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დელ ჯენიომ ამის გამო გუნდის მწვრთნელი ვალტერ მაცარი გააკრიტიკა. „რადიო გოლთან” საუბრისას დელ ჯენიომ თქვა: „ნაპოლი” პროგრესს არ განიცდის. შესაძლოა უარესადაც კი თამაშობს. გუნდი „მონცასთან” და „სალერნიტანასთან” დაახლოებით ერთნაირი იყო. უტოპიურ ოცნებას, რომ მაცარის ხელში „აძური” გასული...

როგორ შეცვლის მაცარი ნაპოლის თამაშს?
ჩანაწერი

როგორ შეცვლის მაცარი ნაპოლის თამაშს?

ყველა საფეხბურთო მატჩის შემდეგ სერია A აქვეყნებს ტაქტიკურ ანალიზს, რომელშიც ნაჩვენებია თუ საშუალოდ რა პოზიციაზე თამაშობდა თითოეული ფეხბურთელი ცალკე შეტევის და ცალკე დაცვის დროს. „ნაპოლისა” და „მონცას” შეხვედრაში ყველას გაუკვირდა რატომ ათამაშა ვალტერ მაცარიმ დისკვალიფიცირებული მატეო პოლიტანოს ადგილზე ალესიო ძერბინი და არა იესპერ ლინდსტრომი. როგორც ირკვევა, ამ არჩევნაის მიზეზი იყო ძერბინის უმჯობესი ფიზიკური ფორმა —...

მაცარი: ასე თუ გაგრძელდა ცხადია ქულებს დავკარგავთ
ჩანაწერი

მაცარი: ასე თუ გაგრძელდა ცხადია ქულებს დავკარგავთ

„თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით მოედანზე წარმოუდგენელ ამბებს ვხედავ. დღეს წესის დარღვევა ჩვეულებრივი ამბავი გახდა და ხუთი თამაშის შემდეგ ვიგრძენი, რომ დავიღალე, — თქვა „მონცასთან” შინ 0:0 დასრულებული თამაშის შემდეგ, Dazn-ის მიკროფონების წინ „ნაპოლის” მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ და განაგრძო: „ამ შეხვედრაში ექვსი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ ბურთი კარში ვერ შევაგდეთ. ძველ ამბებს შევეშვათ. დღევანდელ შეხვედრას თუ გადავხედავთ,...

მაცარიმ სქემის შეცვლის უფლება აიღო
ჩანაწერი

მაცარიმ სქემის შეცვლის უფლება აიღო

„ბრაგასა” და „კალიარისთან” გამარჯვების შემდეგ „ნაპოლი” იტალიის თასზე შინ „ფროზინონესთან” დამარცხდა —0:4. ასეთმა ჩავარდნამ გულშემატკივარი გააღიზიანა. დაიძაბა მდგომარეობა კლუბშიც. მედიამ გამოჩხრიკა სურათები, სადაც ვიქტორ ოსიმენი ლეო ოსტიგორს და სხვა თანაგუნდელებს უბრაზდება. პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კი კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე მივიდა. როგორც ნეაპოლური გაზეთი „ილ მატინო” წერს, დე ლაურენტისს ფეხბურთელებისთვის ხმა არ გაუცია. ის მათ ვარჯიშს...

დაძაბული შეხვედრა ნაპოლის ბაზაზე
ჩანაწერი

დაძაბული შეხვედრა ნაპოლის ბაზაზე

იტალიის თასზე „ფროზინონესთან” 0:4 დამარცხების შემდეგ „ნაპოლი” კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე შეიკრიბა. როგორც ადგილობრივი პრესა იტყობინება, კლუბში დაძაბულობაა. ბაზაზე გახლდათ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისიც, რომელმაც ცადა მისი გუნდში ყოფნა საგრძნობი და მნიშვნელოვანი ყოფილიყო. დე ლაურენტისი შეხვდა მწვრთნელ ვალტერ მაცარისა და სპორტულ დირექტორ მაურო მელუსოს. როგორც საქმეში ჩახედული ჟურნალისტი ჯოვანი სკოტო წერს, პრეზიდენტმა მწვრთნელისგან მოითხოვა გარანტია, რომ...

გვარდიოლამ მაცარის შეხვედრა სთხოვა
ჩანაწერი

გვარდიოლამ მაცარის შეხვედრა სთხოვა

„ნაპოლიმ” ახალი სეზონი ჩემპიონის კვალობაზე კარგად ვერ დაიყო, მაგრამ მას მერე რაც აურელიო დე ლაურენტისმა მწვრთნელი შეცვალა და გუნდს სათავეში ვალტერ მაცარი ჩაუყენა, spazionapoli-ს აზრით საქმე უკეთესობისკენ შეიცვალა. პორტალი მიიჩნევს, რომ წარსულზე წუწუნს აზრი აღარ აქვს. მნიშვნელობა დაკარგა იმის გარჩევამ რომელი შეცდომების არიდება შეიძლებოდა რუდი გარსიას ხელში. მეორე მხრივ, წინ დიდი სამუშაოა, უპირველეს ყოვლისა დაცვაში;...