იტალიის თასზე „ფროზინონესთან” 0:4 დამარცხების შემდეგ „ნაპოლი” კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე შეიკრიბა. როგორც ადგილობრივი პრესა იტყობინება, კლუბში დაძაბულობაა. ბაზაზე გახლდათ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისიც, რომელმაც ცადა მისი გუნდში ყოფნა საგრძნობი და მნიშვნელოვანი ყოფილიყო. დე ლაურენტისი შეხვდა მწვრთნელ ვალტერ მაცარისა და სპორტულ დირექტორ მაურო მელუსოს.
როგორც საქმეში ჩახედული ჟურნალისტი ჯოვანი სკოტო წერს, პრეზიდენტმა მწვრთნელისგან მოითხოვა გარანტია, რომ გუნდი სეზონს ოთხეულში დაამთავრებს. ამბობენ, რომ მაცარიმ ბიზნესმენს ასეთი პირობა მისცა, ოღონს ახალი წლის სატრანსფერო ბაზარზე შემადგენლობის გაძლიერება სთხოვა. როგორც სკოტო იტყოვინება, არ არის გამორიცხული გუნდი სამმცველიან დაცვაზე გადაეწყოს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
