„ნაპოლიმ” ფრანჩესკო კალცონას მიყვანა ხომ არ დაიგვიანაო, შიშობს პორტალი tuttonapoli და დასძენს, რომ ეს შეკითხვა ლოგიკურია, რადგან ერთი მხრივ გუნდს ჩავარდნა აქვს, მეორე მხრივ კი ახალი მწვრთნელი სტატისტიკას აუმჯობებსებს. მიმდინარე სეზონში „ნაპოლის” მესამე თავკაცი, რომელიც „აძურის” სათავეში 19 თებერვალს ჩაუდგა, იმთავითვე ურთულესი ამოცანის წინაშე იყო: ორიენტაციადაკარგული გუნდი გამარჯვების გზებზე უნდა დაებრუნებინა, მისთვის სახე აღედგინა. გარსიას...
ჭდე: ვალტერ მაცარი
დე ლაურენტისი დიდ მკერდს დაუბრუნდა
ნუთუ შეიძლება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის თამაშამდე ორი დღით ადრე მწვრთნელი შეცვალო? ნუთუ შეიძლება სეზონში მესამე მწვრთნელი მიიყვანო? დიახ, შეიძლება, როდესაც მდგომარეობა გამოუვალია. ვალტერ მაცარის ხელში კი მდგომარეობა სწორედ ასეთი იყო. ჩვენ გულის გადაუდებელი რეანიმაციის პირას ვიმყოფებით. გარსიასგან განკურნება აშკარად უფრო მძიმე გამოდგა, ვიდრე თავად დაავადება. მაცარის ხელში, თორმეტ შეხვედრაში, გუნდმა ექვსი ქულით ნაკლები მოიპოვა ვიდრე...
თორმეტი შეხვედრის შემდეგ: გარსია მაცარიზე უკეთესი იყო
სირილ ნგონგეს მიერ „ჯენოას” კარში გატანილმა გოლმა „ნაპოლის” მწვრთნელი ვალტერ მაცარი თორმეტ თამაშში მეექვსე წაგებისგან იხსნა. სადღეისოდ მაცარის შედეგი ასეთია: 12 მატჩში 5 მარცხი, რაც მისი წინამორბედის რუდი გარსიას შედეგზე უარესია. ფრანგმა გარსიამ 12 შეხვედრაში 21 ქულა მოიპოვა, იტალიელმა მაცარიმ — 15. გარსიას „ნაპოლი” მეოთხე ადგილზე ჰყავდა, მაცარის მეცხრეზე ჰყავს. ოცდახუთი ტურის შემდეგ მეოთხეზე „ატალანტაა”,...
სულელი მოსამსახურეების გასაგონად
არ ცხრება დავა-კამათი „ნაპოლის” გარშემო. რადიო „ნაპოლი ჩენტრალეს” გადაცემში „უნ კალჩო ალა რადიო” ჟურნალისტმა უმბერტო კიარელომ თავისი მოსაზრებები წაიკითხა: „ვალტერ მაცარის სულელ მოსამსახურეებს მინდა შევახსენო, რომ მე პირადად მისი საწინააღმდეგო არასდროს არაფერი მქონია. როდესაც ის „ნაპოლის” მწვრთნელად დაინიშნა ჩვენ ის გულთბილად მივიღეთ, როგორც ბიძია, რომელიც ოდესღაც გვიყვარდა და რომელმაც თავის დროზე კეთილი მოგონებები დატოვა. რომელმაც...
თუ არ დაარტყამ, როგორ გაიტან?!
სერია A-ში „ნაპოლიმ” „მილანთან” ვალტერ მაცარის პერიოდის მეხუთე შეხვედრა წააგო — თერთმეტიდან ხუთი. სულ, მაცარის ნეაპოლში დაბრუნების შემდეგ „აძურიმ” 16 მატჩი ჩაატარა და მათგან რვაში დამარცხდა. ცუდი სტატისტიკა მარტო საბოლოო ანგარიშებზე არ ვრცელდება. ყოველი შეხვედრის რიცხობრივი მაჩვენებელიც შემაშფოთებელია. „ნაპოლიმ” სტუმრად ბოლოს 2023 წლის 25 ნოემბერს, „ატალანტას” კარში გაიტანა. მას მერე „პარტენოპეელებმა” ექვსი საგარეო შეხვედრა ჩაატარეს...
მაცარიმ სიტყვა გატეხა
„სან სიროზე” „მილანთან” 0:1 დამარცხებამ „ნაპოლის” მდგომარეობა გაართულა. „პარტენოპეელებმა” სტუმრად ბოლო ხუთ შეხვედრაში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვეს, გოლი კი არ გაუტანიათ. სათამაშო სქემის შეცვლა ვალტერ მაცარის გუნდისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ნეაპოლელთა მწვრთნელმა ხვიჩა კვარაცხელიას ცენტრში შეწევით „მილანის” გაკვირვება და შეტევის გამრავალფეროვნება სცადა, მაგრამ დამარცხდა. spazionapoli-ს თქმით „ნაპოლის” მეორე ტაიმი მაინც უკეთესი გამოუვიდა. ფეხბურთელებს უგულოდ თამაშში...
მაცარი: ეს ხვიჩას თანაგუნდელებზეა დამოკიდებული
„ნაპოლი” „სან სიროზე” „მილანთან” დამარცხდა, 0:1. მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდა ნეაპოლელთა მწვრთნელი ვალტერ მაცარი. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს: კვარაცხელიას შესახებ: დღეს მასზე ნადირობდნენ. რამდენჯერმე გვარიანად იუხეშეს მის წინააღმდეგ. ვფიქრობ ასეთი უხეშობა მეტად უნდა ისჯებოდეს. რაც შეეხება მის სათამაშო პოზიციას, ეს თავად ხვიჩაზეა დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია მის ფიზიკურ მდგომარეობასა და მისი თანაგუნდელების გადაადგილებებზე. სწორედ ამ უკანასკნელებმა უნდა...
რა უნდა ქნას კვარამ კვლავ გამარჯვების მომტანი ფიგურა რომ გახდეს?
ნიკოლა ძანინიმ, რომელსაც კარიერაში ბევრ გუნდში, მათ რიცხვში „ნაპოლიშიც” უთამაშია, ინტერვიუ მისცა 1 Station Radio-ს, რომელშიც „პარტენოპეელთა” შესახებ ილაპარაკა. პირველი კითხვა, რომელიც მას დაუსვეს დიეგო დემეს შესახებ იყო. ვალტერ მაცარიმ გერმანელი ბოლო შეხვედრაში „ლაციოს” წინააღმდეგ ათამაშა, მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე აქო და ადიდა, შემდეგ კი ჩემპიონატის მეორე ნახევრის ოცდახუთკაციან განაცხადშიც არ შეიყვანა. „მწამს, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე კლუბში...
ოსიმენის გარეშე გოლი არ გადის
„სტადიო ოლიმპიკოზე” ადამიანს ჩამოეძინებოდა, არც სანახაობა იყო და არც ინტენსივობა. 0:0 კარგად ასახავს იმ შეხვედრის შინაარსს, რომელშიც გუნდებმა მოსაგებად ფაქტობრივად არაფერი გააკეთეს. ორიოდ ცოცხალი ეპიზოდი ისევ „ბიანკოჩელესტიმ” შექმნა, მაგალითად კასტელანოსმა მაკრატელა დარტყმით ულამაზესი გოლი შეაგდო, მაგრამ ის არ ჩაითვალა, რადგან თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა. „ნაპოლის” კი სართოდ კარში არ დაურტყამს. ეს მეტად დამთრგუნველი ფაქტია, რაც იმას...
მაცარი: მე მათ თვალებში ვუყურებ!
„ნაპოლიმ” ხვიჩა კვარაცხელიას, ვიქტორი ოსიმენის, ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას და სხვა წამყვანი ფეხბურთელების გარეშე რომში „ლაციოსთან” 0:0 ითამაშა. მატჩის შემდეგ ნეაპოლელთა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა: ხართ თუ არა კმაყოფილი? კმაყოფილი ვარ, რადგან დღეს ნამდვილი გუნდი ვნახე. „ნაპოლი” იყო დაბალანსებული და ბურთს ფლობდა. როდესაც ბურთის ფლობით მაურიციო სარის გუნდს სჯობიხარ, ეს დიდი შედეგია. ჩვენ სათამაშო...









