„ნაპოლის” ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი მოედანზე დაბრუნებას 25 ნოემბერს „ატალანტასთან” შეხვედრაში გეგმავს. თუ ასე მოხდება, მისი პირველი თამაში ახალი მწვრთნელის ვალტერ მაცარის ხელმძღვანელობით და თავად მაცარის პირველ შეხვედრა „პარტინოპეელთა” თავკაცის რანგში ერთმანეთს დაემთხვევა. ჯერჯერობით, ცენტრალურმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 6 გოლი გაიტანა და რამდენიმე კონფლიქტი გადაიტანა: იყო გაუგებრობები წინა მწვრთნელთან რუდი გარსიასთან, დაძაბულობა „ნაპოლის” საიტზე დადებულ...
ჭდე: ვალტერ მაცარი
მაცარის ახალი ჰამშეკი შეურჩევია
„ნაპოლის” ახალმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე პირველი სამი დღე დღე იმ სქემაზე ფიქრში გაატარა, რომელიც იტალიის ჩემპიონს გამარჯვების გზებზე დააბრუნებს. მას „აძურის” იმ ფეხბურთელებთან, რომლებიც ნაკრებებში არიან გამოძახებულნი ჯერ არ უმუშავია, მაგრამ მომავალი გუნდის კონტურები უკვე გამოკვეთა: პირველი ვარიანტი რომელიც ტოსკანელმა მწვრთნელმა ვარჯიშებზე მოსინჯა იყო 4-3-3. როგორც ნეაპოლური პრესა წერს, „პარტენოპეელები” საკლუბი შეჯიბრებების...
კვარა-შოუ სხვა ამპლუიდან
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოსა და შოტლანდიის შეხვედრის (2:2) აბსოლუტური გმირი იყო. „ნაპოლის” ფეხბურთელმა მეორე თავდამსხმელის ამპლუაში ბრწყინვალედ ითამაშა, ორი გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრები თამაშობდა 5-4-1 სქემით, რომელიც შეტევის ფაზაში 3-5-2-ად გარდაიქმნებოდა. კვარაცხელია გიორგი მიქაუტაძის დამხმარე ფორვარდის ფუნქციას ასრულებდა. ეს როლი განსხვავებულია იმისგან მას „აძურიში” სთხოვენ. ნაკრებში კვარაცხელიას სტატისტიკა იმაზე მიუთითებს, რომ იგი მეორე თავდამსხმელის ფუნქციას კარგად...
ვალტერ მაცარის ფავორიტები
ვალტერ მაცარის თავგადასავალი „ნაპოლიში” „ატალანტასთან”, „რეალთან”, „იუვენტუსთან” და „ინტერთან” შეხვედრებით იწყება. ბუნებრივია, იმ ფეხბურთელებიდან, ვინც მაცარის განკარგულებაში 2009-13 წლებში იყვნენ, ახლა გუნდში აღარავინაა. „მარადონაზე” (მაშინ სან პაოლო ერქვა) დაბრუნებულ მწვრთნელს თავიანთი ქვეყნების ნაკრებში გაწვეულ ფეხბურთელებთან კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოსთან, პიოტრ ჟელინსკისთან, ვიქტორ ისიმენთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან და სხვებთან საერთო ენის გამონახვა მოუწევს. ვინ გახდება მაცარის ფავორიტი...
მაცარი ძველი ნაცნობები და გრიპიანი ოსიმენი
„ნაპოლიში” ვალტერ მაცარის მეორე პერიოდი ოფიციალურად დაიწყო. იტალიელმა მწვრთნელმა პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან შეთანხმებას მიაღწია და 14 ნოემბერს ნეაპოლში ჩაფრინდა, 15 ნოემბერს კი დე ლაურენტისის თანხლებით კასტელ ვოლტურნოს საწვრთნელ ცენტრში მივიდა. როგორც ნეაპოლური მედია წერს, გარსიას ხელში სულ ბაზაზე ყოფნას დაჩვეული პრეზიდენტი იქაურობას ჯერჯერობით კვლავ ვერ ელევა. მაცარის კი კასტელ ვოლტურნოში დიდი წარდგენა არ სჭირდებოდა,...
კვარა — ძვირფასი ქვაა, მარიო რუი — კვარას შურდული
„გაძეტა დელო სპორტის” აზრით რუდი გარსიას გაშვება და მის ნაცვლად ვალტერ მაცარის დანიშვნა „ნაპოლიში” ბევრ ცვლილებას გამოიწვევს. მილანური გაზეთი წერს, რომ ახალი მწვრთნელის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იმ ფეხბურთელების „გადატვირთვაა”, რომლებსაც ფრანგის ხელში საკუთარი თავის პოვნა გაუჭირდათ. ერთ-ერთი ასეთ ფეხბურთელთაგანია იესპერ ლინდსტრომი, „ფრანკფურტის” ყოფილი მოთამაშე, რომელიც მართალია „პარტენოპეელთა” ყველაზე ძვირი შენაძენი იყო, მაგრამ გარსიამ არა და...
კაცი საშუალო იტალიური ფეხბურთიდან
აურელიო დე ლაურენტისს ეტყობა ტოსკანელი მწვრთნელები უყვარს — ბევრი ეძება რუდი გარსიას შემცვლელი თუ ცოტა, საბოლოოდ ძველ უბის წიგნაკში ჩაიხედა და ვალტერ მაცარის მიაგნო. მაცარი ისევე როგორც ლუჩანო სპალეტი და მაურიციო სარი, ტოსკანადან არის. გუშინ ის „ნაპოლიში” დაბრუნდა. იტალიურ პრესაში გამოჩნდა მოსაზრება, რომ „ნაპოლის” ძალიან ძლიერმა შემადგენლობამ გარსია პირველივე დღიდან ვერ მიიღო და არა უცხო...
ნაპოლის მწვრთნელად ვალტერ მაცარი დაინიშნა
„კეთილი იყოს შენი დაბრუნება ვალტერ“ — ასეთი გახლდათ „ნაპოლის” პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის მოკლე პოსტი. ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში გამართული ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, დე ლაურენტისმა გადაწყვეტილება მიიღო: რუდი გარსია ოფიციალურად გაათავისუფლა თანამდებობიდან და მის ადგილას მაცარი დანიშნა. „ნაპოლიში” მაცარისთან ერთად იმუშავებს მისი მარჯვენა ხელი ჯუზეპე სანტორო, რომელიც შეფს „ინტერშიც” ახლდა. საყმაწვილო სექტორს ჩაიბარებს თავის საქმეში...
ტუდორის ხელფასიც ცნობილია
იტალიური პრესა კატეგორიულად აცხადებს, რომ „ნაპოლის” ახალი მწვრთნელი იგორ ტუდორი იქნება და იმავდროულად ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარცოზე დაყრდნობით აქვეყნებს ცნობას, რომ დღეს კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ვალტერ მაცარისაც შეხვდება. მაცარის „ნაპოლიში” 2009-13 წლებში უმუშავია. „აძურის” გარდა მას გაუწვრთნია „სამპდორია”, „ინტერი”, „ტორინო” და სხვა გუნდები. ცოტა უცნაურია რატომ ხვდება დე ლაურენტისი მაცარის თუკი ტუდორთან უკვე...
დი მარციო: გარსიას ორშაბათს მოხსნიან
რუდი გარსიას მოხსნიან, მაგრამ ამას ორშაბათს გამოაცხადებენ. როგორც ჩანს აურელიო დე ლაურენტისმა გადაწყვეტილება მიიღო, რის შესახებაც „სქაი სპორტის” ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ თავის ინტერნეტ-გვერდზე დაწერა. „ჯერჯერობით ოფიციალურად არაფერი გამოუცხადებიათ, მაგრამ გარსიას მოხსნა გარდაუვალია. ორშაბათს, 13 ნოემბერს გაიმართება კრება, რომელსაც დაესწრებიან კლუბის მენეჯერები და პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებას იქ გამოაცხადებს. „ნაპოლის” მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი არის ვალტერ მაძარი,...









