სერია A-ში „ნაპოლიმ” „მილანთან” ვალტერ მაცარის პერიოდის მეხუთე შეხვედრა წააგო — თერთმეტიდან ხუთი. სულ, მაცარის ნეაპოლში დაბრუნების შემდეგ „აძურიმ” 16 მატჩი ჩაატარა და მათგან რვაში დამარცხდა. ცუდი სტატისტიკა მარტო საბოლოო ანგარიშებზე არ ვრცელდება. ყოველი შეხვედრის რიცხობრივი მაჩვენებელიც შემაშფოთებელია.
„ნაპოლიმ” სტუმრად ბოლოს 2023 წლის 25 ნოემბერს, „ატალანტას” კარში გაიტანა. მას მერე „პარტენოპეელებმა” ექვსი საგარეო შეხვედრა ჩაატარეს და გოლი ერთშიც ვერ გაიტანეს. ასეთი რამ გუნდს 1979 წლის შემდეგ არ დამართვია.
მეტიც: „ნაპოლის” მხოლოდ გოლის გატანა კი არა, კარში დარტყმაც უჭირს. სტუმრად ჩატარებულ ბოლო 5 შეხვედრაში გუნდმა კარში სულ რვაჯერ დაარტყა — ყოველ 57 წუთში ერთხელ: „იუვენტუსთან” – 1, „რომასთან” – 2, „ტორინოსთან” – 3, „ლაციოსთან” – 0 და „მილანთან” – 2. თუ გავითვილისწინებთ, რომ „აძურის” უმაღლესი დონის თავდამსხმელები ჰყავს, ასეთი „გვალვა” სავარაუდოდ მაცარის ტაქტიკის ბრალია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი26/07/2026 | 10:00მამარდას პირველი ამხანაგური
სიახლეები26/07/2026 | 08:42ჯიჯიმ ცოლი მოიყვანა
სიახლეები25/07/2026 | 09:53პირლო დუბაის დაეთხოვება და სკუადრა აძურას ჩაიბარებს
მთავარი ამბავი25/07/2026 | 07:31ფაბიან რუისი და გავი პომიროს ჭამენ
