დღეს საუდის არაბეთში იტალიის სუპერთასის ნახევარფინალია: „ნაპოლი” – „ფიორენტინა”. ნეაპოლელთა მწვრთნელი ვალტერ მაცარი ამ შეხვედრის წინ Mediaset-ს ელაპარაკა.
„იტალიის სუპერთასი ჩვენთვის მნიშვნელოვანი შეჯიბრებაა. ყველა ღონე უნდავვიხმაროთ, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენოთ. ამას ხან ვახერხებთ, ხან კი არ გამოგვდის. ასეთ პრესტიჟულ შეჯიბრებაში მონაწილეობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გვინდა წარმატებას მივაღწიოთ”, — თქვა მაცარიმ.
კითხვაზე, არის თუ არა მისი გუნდი ფიზიკურად და მენტალურად ადრინდელზე უკეთეს მდგომარეობაში, მწვრთნელმა უპასუხა: „ბოლო მატჩით კმაყოფილი ვარ. მარტო ბოლოწამს გატანილ გოლს არ ვგულისხმობ, ზოგადადაც კარგად ვითამაშეთ. ჩვენ გამარჯვება გვჭირდებოდა და ვფიქრობ რომ შედეგი საკუთარი თავის რწმენისთვის მნიშვნელოვანი იყო. მართალი გითხრათ, ახლა ნავსიან პერიოდში ვართ, ფეხბურთელებიც კი გვაკლია, მაგრამ თავის შეცოდების დრო არ არის. მდგომარეობა უნდა შევცვალოთ”.
ბოლო კითხვა ხვიჩა კვარაცხელიას ეხებოდა, რომელსაც ბოლო ხანს გოლის გატანა უჭირს. მაცარი:
„მან ადრინდელი ბრწყინვალება უნდა დაიბრუნოს. ასეთ შემთხვევაში ყველაფერი თავისთავად დალაგდებდა. ის უკვე ბევრჯერ შევიდა მეკარესთან პირისპირ. ერთხელ უნდა გაიტანოს და მერე ყველაფერი კარგად იქნება…”
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი04/08/2026 | 17:28ოფიციალურად: საზონოვი ხეტაფეს ფეხბურთელია!
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 07:34ჩეფერინი შეეცდება ალ-ხელაიფი ფიფას პრეზიდენტობაზე დაიყოლიოს
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
