შაბათს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” „სანტიაგო ბერნაბეუზე” „რეალს” ხვდება. მადრიდელებს ამ შეხვედრისთვის მეკარის პრობლემა აქვთ. კეპას კუნთი სტკივა და ხსენებულ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. „ჩელსის” ყოფილი გოლკიპერი „ბრაგასთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის წინა მოთელვაზე დაშავდა. მის ნაცვლად კარში 24 წლის უკრაინელი ანდრეი ლუნინი ჩადგა. მოგეხსენებათ, „ლოს ბლანკოსის” მთავარი დანაკლისი ბელგიელი ტიბო კურტუაა, რომელიც სერიოზულ ტრავმას მკურნალობს. კეპამ...
ჭდე: ვალენსია
გაწევ-გამოწევა მესტალიაზე
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” კვირას „გრანადას” 1:0 მოუგო. „ღამურებმა” გამარჯვების გოლი უგო დუროს მიერ 45+7 წუთზე მოპოვებული საეჭვო პენალტით გაიტანეს. როგორც ირკვევა, ამან მეტოქეებს, კერძოდ კი „გრანადას” მწვრთნელ პაკო ლოპესსა და დუროს შორის დაძაბულობა გამოიწვია. ინციდენტი ტელეკომპანია DAZN-ის კამერებმა დააფიქსირა. როდესაც მსაჯმა გარსია ვერდურამ პირველი ტაიმი ისე დაამთავრა, რომ სტუმრებს თამაში ცენტრიდანაც კი არ გააგრძელებინა, პაკო...
იყო პენალტი გრანადას კარში?
AS: „გიორგი მამარდაშვილმა კვლავ კარგად ითამაშა, კარი მშრალად შეინახა. მეორე ტაიმში პირისპირ შესულ ალბანელ მიტრო უზუნის არ გაატანინა, თუმცა მერე გაირკვა, რომ თამაშგარე მდგომარეობა ყოფილა”. ქართველი მეკარის თამაშზე მეტს ვერაფერს იტყვი. ქვემოთ შეგიძლიათ ეს და შეხვედრის სხვა მომენტები ნახოთ. მისმა „ვალენსიამ” გვარიანად მოსაწყენ მატჩში „გრანადას” შინ 1:0 მოუგო და თუ ამ საღამოს რამე გასარჩევი მოხდა,...
თასის სამოცდამეოთხედფინალში მამარდა დაასვენეს
ესპანეთის თასის სამოცდამეოთხედფინალში „ვალენსიამ” სტუმრად დაამარცხა „ლოგრონიესი” 2:0. „ლოგრონიესი” სეგუნდა ფედერასიონში თამაშობს, რაც ესპანური საკლუბო ფეხბურთის იერარქიაში მეოთხე დონეა ლა ლიგის, სეგუნდა დივიზიონისა და პრიმერა ფედერასიონის შემდეგ. პრიმერა ფედერასიონში ორი თანაბარძალოვანი ჯგუფია, სეგუნდაში — ხუთი. გიორგი მამარდაშვილს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, ამ შეხვედრაში ის ჯაუმე დომენეკმა შეცვალა, რომელიც წელიწადნახევრიანი მკურნალობისა და რეაბილიტაციის შემდეგ დაუბრუნდა...
ტკბილი გემო სიმწარის თანხლებით
AS: „მან ოთხჯერ იხსნა „ვალენსიას” კარი გოლისგან. ის რომ არა, „ბილბაო” მეტს გაიტანდა, მაგრამ ოსკარ დე მარკოსისა და ალექს ბერენგუერის წინააღმდეგ ვერაფერს გახდა. საბოლოოდ დატოვა ტკილი გემო, რომელსაც სიმწარე დასდევდა”. ძნელია ესპანური გაზეთის ამ შეფასებას არ დაეთანხმო. გიორგი მამარდაშვილმა „სან მამესზე”, ბილბაოელთა წინააღმდეგ ბრწყინვალედ ითამაშა, მაგრამ… არ შეიძლება გულდაწყვეტით არ აღინიშნოს, რომ 90+7 წუთზე შეცდა,...
ერერინი: გეგონება მე აღმოვაჩინე კეპა, უნაი და გიორგი
დღეს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” ბილბაოს სტუმრობს. 35 წლის მეკარე იაგო ერერინი, რომელიც კვიპროსზე AEK-ში თამაშობს ბოლო ფეხბურთელია რომელიც ორივე გუნდში გამოდიოდა, თუმცა „ღამურათა” შორის მისი ყოფნა პირობითი გახლდათ — მოედანზე მხოლოდ 13 წუთი დაჰყო. ამის მიუხედავად დღევანდელი მატჩის წინ მისი მოსაზრება AS-მა საინტერესოდ მიიჩნია. გთავაზობთ ინტერვიუს იმ ნაწილს სადაც ერერინი მამარდაშვილზე ლაპარაკობს. — „ლა ნუსიას”...
გიორგიმ ბოლო წუთებში გუნდი სამი გოლისგან იხსნა
„მას შეხვედრის ბოლო წუთებამდე საქმე არ ჰქონია, ბოლოს კი დიდებული თამაშით გუნდი სამი გოლისგან იხსნა”, — წერს გიორგი მამარდაშვილის შესახებ AS და კაცმა რომ თქვას, „ვალენსიასა” და „კადისის” შეხვედრის მიმოხილვის (2:0) ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო ნაწილი სულ ესაა. მატჩში, რომელიც კოკისპირული წვიმის თანხლებით დაიწყო, „ღამურებს” ყველაფერი კარგად გამოსდიოდათ, ლამაზი გოლები გაიტანეს და 22-ე წუთზე მეტოქის ნახევარმცველის...
ბაიერნს მამარდასთვის თვალი არ მოუცილებია
გასულ ზაფხულს სატრანსფერო ბაზარი მრავალი ჭორითა მოლოდინით იყო სავსე. ერთ-ერთი გვარ-სახელი, რომელიც ესპანური fichajes.net-ის თანახმად მედიაში ყველაზე ხშირად ტრიალებდა გიორგი მამარდაშვილი გახლდათ. მართალია ქართველი მეკარე საბოლოოდ ესპანეთში დარჩა, მაგრამ მისი პროფილი კვლავაც საერთაშორისო რეზონანსს იწვევს, ხოლო მიუნხენის „ბაიერნი” ისევ რჩება კლუბად, რომელიც მისი შეძენით არის დაინტერესებული. მამარდაშვილმა 23 წლის ასაკში დაამტკიცა, რომ თაობის ერთ-ერთი ყველაზე...
მამარდამ ვალენსია კვლავ გადაარჩინა
„მალიორკასა” და „ვალენსიას” შეხვედრის სტატისტიკა გვეუბნება, რომ მასპინძლებმა გიორგი მამარდაშვილის კარის მიმართულებით ცხრაჯერ დაარტყეს. ამ დარტყმებიდან ჩარჩოში წავიდა 5, რომელთაგან ქართველმა გოლკიპერმა 4 მოიგერია. ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ მამარდაშვილის მიერ მოგერიებული დარტყმებიდან სულ მცირე ორი გამორჩეული და რთული მოსაგერიებელი იყო. შეხვედრა დასრულდა 1:1. „მას მერე, რაც პირველ წუთებში გოლი გავუშვით, საქმე გაგვირთულდა, მაგრამ მაინც არ...
ვალენსიელები ვინისიუსს მატყუარას უწოდებენ
განხილვის ორჯერ გადადების შემდეგ ვინისიუს ჟუნიორმა ხუთშაბათს ბოლოს და ბოლოს მისცა ჩვენება გასულ სეზონში „მესტალიაზე” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. მაისში, „ვალენსიას” და „რეალის” შეხვედრის დროს ვინისიუსმა ადგილობრივ გულშემატკივარს რასიზმში დასდო ბრალი. როგორც ვალენსიური superdeporte წერს, პირველად ბრაზილიელ თავდამსხმელს სასამართლოში თავდაპირველად ივნისში უხმეს, მაგრამ მან შვებულება მოიმიზეზა და ჩვენების მიცემაზე უარი თქვა. მაშინ სასამართლომ ფეხბურთელს ვიდეოჩართვა სთხოვა,...









