ესპანეთის თასის სამოცდამეოთხედფინალში „ვალენსიამ” სტუმრად დაამარცხა „ლოგრონიესი” 2:0. „ლოგრონიესი” სეგუნდა ფედერასიონში თამაშობს, რაც ესპანური საკლუბო ფეხბურთის იერარქიაში მეოთხე დონეა ლა ლიგის, სეგუნდა დივიზიონისა და პრიმერა ფედერასიონის შემდეგ. პრიმერა ფედერასიონში ორი თანაბარძალოვანი ჯგუფია, სეგუნდაში — ხუთი.
გიორგი მამარდაშვილს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, ამ შეხვედრაში ის ჯაუმე დომენეკმა შეცვალა, რომელიც წელიწადნახევრიანი მკურნალობისა და რეაბილიტაციის შემდეგ დაუბრუნდა მოედანს.
„ლოგრონიესმა” უმაღლესლიგელს დიდი ბრძოლა გაუმართა — „ღამურებმა” გაჭირვებით მოიგეს. შეხვედრის გმირი გახლდათ ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელი პაბლო გოსალბესი, რომელმაც პირველი ტაიმის მიწურულს, მსაჯის წამატებულ წუთზე ანგარიში გახსნა, მეორე ტაიმის ბოლოს, 88-ე წუთზე კი დიეგო ლოპესს საგოლე პასი ჩააწოდა. გოსალბესი ამპლუით ნახევარმცველ-გამთამაშებელია. ბარახამ სასტარტო შემადგენლობაში ახალგაზრდული გუნდის ოთხი მოთამაშე დააყენა. ზოგადად ცნობილია, რომ „ვალენსიას” მწვრთნელი იმ კანონის წინააღმდეგია, რომლის თანახმადაც კლუვ=ბები ვალდებულნი არიან სათასო შეხვედრებში მთავარი გუნდის 7 ფეხბურთელი ათამაშონ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 07:34ჩეფერინი შეეცდება ალ-ხელაიფი ფიფას პრეზიდენტობაზე დაიყოლიოს
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
მთავარი ამბავი03/08/2026 | 08:01მამარდას ბოლო ამერიკული თამაში
