ესპანეთის „სამეფო თასის” მერვედფინალში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” შინ წააგო „სელტასთან” 1:3. მამარდაშვილს ამ შეხვედრაში, ისევე როგორც სხვა სათასო მატჩებში, მონაწილეობა არ მიუღია. კარს ჯაუმე დომენეკი იცავდა, რომელმაც წაგების შემდეგ თქვა: „შინ 1:3 დამარცხება მტკივნეულია. ძალიან გვინდოდა თასზე კარგად გამოვსულიყავით. გულშემატკივარმა გულმხურვალედ დაგვიჭირა მხარი, „მესტალია” სავსე იყო, ჩვენ კი სათანადოდ ვერ ვითამაშეთ. გადამწყვეტი როლი პირველი ორი...
ჭდე: ვალენსია
მამარდას გუნდის ზედიზედ მესამე გამარჯვება
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” ლა ლიგაში ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო. ამჯერად „ღამურებმა” სტუმრად, „ნუევო მირანდილაზე” „კადისი” დაამარცხეს 4:1. ზედიზედ სამი თამაში „ვალენსიას” 2021 წლის დეკემბრის შემდეგ არ მოუგია. რუბენ ბარახას გუნდმა ჯერ იყო და სტუმრად აჯობა „რაიო ვალეკანოს” (1:0), შემდეგ შინ მოუგო „ვილიარეალს” (3:1) და გუშინ „კადისიც” დაამარცხა (4:1). 2021 წელს, როდესაც „ჩეებმა” ზედიზედ სამ შეხვედრაში...
მამარდამ და ღამურებმა წელი გამარჯვებით დაიწყეს
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” 2024 წელი მოგებით დაიწყო — „ვილიარეალი” დაამარცხა 3:1. ეს გახლდათ „ღამურების” ზედიზედ მეორე გამარჯვება ლა ლიგაში, „ყვითელი წყალქვეშა ნავი” კი კვლავ რთულ დღეშია — მარსელინო ამ სეზონში ფორმალურად მისი მესამე მწვრთნელია, მაგრამ შედეგი არ ჩანს. და რუბენ ბარახამ კოლეგას აჯობა. „ვალენსია” „ვილარეალზე” უკეთესი იყო როგორც ბურთის გორებაში ასევე მაღალ ბურთელბზე თამაშში. როგორც...
AS: ვალენსიამ საშინაო დავალება შეასრულა
AS წერს, რომ გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” შობას შესრულებული საშინაო დავალებით შეხვდა. სეზონის დაწყების წინ კლუბის მეპატრონის პიტერ ლიმის მარჯვენა ხელმა, პრეზიდენტმა ლეი ჰუნმა გუნდის წინაშე ამოცანად სტაბილური თამაში დასახა. ეს სხვა სიტყვებით ცხრილის შუაში უსაფრთხოდ დამკვიდრებას ნიშნავდა. რეალობიდან გამომდინარე ასეთ გეგმას მწვრთნელი რუბენ ბარახაც დაყაბულდა და აი, პირველი წრის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე შეიძლება ითქვას,...
მამარდამ არ გაუშვა, ვალენსიამ მოიგო
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” სტუმრად მოუგო „რაიო ვალეკანოს” 1:0. გიორგიმ ერთ ეპიზოდში გამოიჩინა თავი, როდესაც ისი პალასონმა დაცვის შეცდომით ისარგებლა და მასთან პირისპირ შევიდა, მაგრამ ქართველმა კარი დროულად დატოვა და მეტოქეს გოლი არ გაატანინა. სხვა ეპიზოდებში მამარდაშვილმა ჩაწოდებულ ბურთებზე სწორი გამოსვლებით დაგვამახსოვრა თავი. მატჩის შემდეგ „ღამურების” მწვრთნელმა რუბენ ბარახამ თქვა: „გიორგი ახალგაზრდა მეკარეა. დღეს მან მნიშვნელოვანი...
ბარსელონამ ვერ მოიგო, რადგან ვალენსიას კარში მამარდა იდგა
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” „ბარსელონას” უმასპინძლა. შეხვედრა 1:1 დასრულდა. ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ანგარიში 55-ე წუთზე სტუმარმა ჟოაო ფელიქსმა გახსნა, 70-ზე კი უგო გილამონმა ეგრეთწოდებულ ცხრიანში დამიზნებული საუცხოო დარტყმით გაქვითა. ტრადიციისამებრ ბრწყინვალე უყი მამარდაშვილი. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე „ღამურების” მწვრთნელმა რუბენ ბარახამ თქვა: „ბარსამ დიდებულად ითამაშა, მაგრამ რამდენჯერმე მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. დღეს მეტოქემ წარმატებას ვერ მიაღწია, მაგრამ...
მამარდაშვილი კვლავ საუკეთესო იყო
„ძალიან რთული თამაში იყო. საწყენია, რომ ორი წარმოუდგენელი წითელი ბარათი მივიღეთ. ახლა ძალები უნდა აღვიდგინოთ. შემდეგ ტურში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის („ბარსელონასთან”) და მისთვის ძალების აღდგენა დაგვჭირდება. პირველი წითელი ბარათი გაბრიელს ლაპარაკისთვის მისცეს, თუმცა ვფიქრობ მას მსაჯისთვის არაფერი უთქვამს. რას იზამ, ეს ფეხბურთია და ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ. რაც შეეხება ხავი გერას, ისიც შელაპარაკების გამო...
ბარახას პირველად მოუტრიალეს
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” „ჟირონასთან” 1:2 წააგო. ქართველ მეკარეს ვერავინ დაემდურება, მან თავისი წილი კარგად ითამაშა, რამდენიმე ძნელად მოსაგერიებელ დარტყმას გაართვა თავი, მთლიანობაში კი გუნდს ხარისხიან ფეხბურთამდე ბევრი აკლია. როგორც გაირკვა ეს იყო 2023 წლის თებერვლის ანუ მწვრთნელის თანამდებობაზე რუბენ ბარახას დანიშვნის შემდეგ პირველი თამაში, როდესაც „ღამურებმა” ანგარიში გახსნეს, მაგრამ მაინც წააგეს. აქამდე მეტოქემ დაწინაურებულ „ვალენსიას”...
მამარდა რომ ბურთს იგერიებდა, მე ტანში მზარავდა
არ იღელვოთ. გადატვირთულ კალენდარზე ლაპარაკს არ ვაპირებ. არც იმაზე, უნდა დაესვენებინა თუ არა ლუის დე ფუენტეს გავი, რათა მას ტრავმა არ მიეღო. მედიაში გაუთავებლად ამ თემებზე მსჯელობენ. მიზეზი: სანაკრებო კვირაში „რეალის” და „ბარსელონას” ფეხბურთელები დაშავდნენ. „კადისის” ან „ოსასუნას” ფეხბურთელები რომ დაშავებულიყვნენ, ხოლო ვინის და გავის გოლები გაეტანათ, მსჯელობის საგანი სხვა იქნებოდა: რა ძლიერები არიან ეს...
მამარდას ყველაზე ცუდი თამაში
ეს იყო გიორგი მამარდაშვილის ყველაზე ცუდი თამაში, მას მერე რაც ესპანეთში გადავიდა. აქამდე ქართველი მეკარისთვის ყველაზე უიღბლო დღე გახლდათ 2021 წლის 22 სექტემბერი, როდესაც ის ჯერ ძალიან გამოუცდელი იყო. მაშინ „სევილია” „ვალენსიას” შინ, 22-ე წუთზე უკვე 3:0-ს უგებდა. ის შეხვედრა 3:1 დასრულდა. წუხელ კი „რეალმა” ღამურებს „სანტიაგო ბერნაბეუზე” ჯოჯოხეთი მოუწყო და გიორგიმ თავისი გუნდი ამ...









