AS-მა კარგი ფორმულირება მოძებნა, „ვალენსიამ” და „სევილიამ” „მესტალიაზე” ტაქტიკური ფეხბურთი ითამაშეს, ეს ბურთაობაზე მეტად მწვრთნელების დუელი იყოო. გამოცემის აზრით ამის კარგი დასტური გახლდათ ის, რომ შეხვედრაში, რომელსაც ეწოდებოდა „ვალენსია” „სევილიას” წინააღმდეგ, მსაჯმა მხოლოდ ერთხელ ამოიღო ყვითელი ბარათი. ორივე მხარე შეტევაზე მეტ ყურადღებას დაცვას აქცევდა და ის სახიფათო მომენტები, რომლებიც ამ საღამოს შეიქმნა, უფრო კონტექსტიდან მოგლეჯილი...
ჭდე: ვალენსია
ვალენსიელი გულშემატკივარი ვინისიუსის დასახვედრად ემზადება
დღეს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” „სევილიას” მასპინძლობს და ეს მნიშვნელოვანი თამაშია. შემდეგ ტურში, 24 თებერვალს „ღამურები” „გრანადას” ესტუმრებიან, 2 მარტს კი „მესტალიას” „რეალი” სტუმრობს. „ვალენსიასა” და „რეალის” ურთიერთობის ამბავი გეხსომებათ. განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა 2023 წლის 21 მაისის შეხვედრა, რომელიც „ვალენსიამ” 1:0 მოიგო. ამ დღეს „რეალის” ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ვინისიუსმა მსაჯს კარსუკანა, ჩრდილოეთის ტრიბუნაზე მჯდომი ორი ვალენსიელი გულშემატკივრისკენ...
ვალენსიას და მამარდას უიღბლო ხუთი წუთი კანარის კუნძულებზე
კანარის კუნძულებზე, ლას პალმასში, „ვალენსიას” უიღბლო თამაში ჰქონდა — კონკურენტთან, მასავით ევროთასებზე გასვლის მაძიებელთან 0:2 წააგო და თან ორივე გოლი მაშინ გაუშვა, როდესაც ყველას ეგონა, რომ შეხვედრა 0:0 დამთავრდებოდა: 89-ე და 90+5-ე წუთებზე. არც ვალენსიელთა ქართველ მეკარეს გიორგი მამარდაშვილს გაუღიმა ბედმა. მთელი მატჩის განმავლობაში მის კართან სახიფათო მომენტი არ შექმნილა, ბოლოს კი ყველაფერი ყირაზე დადგა....
ვალენსიას ქართველი რეკორდსმენი
საქართველოს ნაკრებისა და „ვალნსიას“ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი კლუბის რეკორდსმენი გახდა – მამარდა „ღამურების“ ისტორიაში პირველი მეკარე გახდა, ვინც ლა ლიგაში ზედიზედ 61 მატჩი ჩაატარა. 23 წლის მამარდაშვილმა ხოსე მანუელ ოჩოტორენას რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში შეუცვლელად 59 შეხვედრა ჩაატარა – აღნიშნულ რეკორდს სოციალურ ქსელში „ვალენსიას“ ოფიციალური გვერდიც გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ღირსებას...
ვალენსიელ ლოპესს შეიძლება ოპერაცია დასჭირდეს
„ვალენსიასა” და „ალმერიას” შეხვედრის მე-60 წუთზე მომხდარი ეპიზოდის შემდეგ გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელი დიეგო ლოპესი საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც რადიოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარეს. მას „ალმერიას” საჯარიმოში ბრძოლის დროს ალეხანდრო სენტელესმა ყბაში იდაყვი მოარტყა. ლოპესი მოედანზე დაეცა. მსაჯ მუნის რუისს დარღვევა არ შეუმჩნევია, მაგრამ VAR-მა მომენტის მონიტორზე შემოწმებისკენ მოუწოდა, რის შედეგადაც არბიტრმა პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან პეპელუმ ძელს გაარტყა...
მამარდას ვალენსია ევროპაზე იწყებს ფიქრს
„ალმერიასთან” შინ 2:1 გამარჯვების შემდეგ გიორგი მამარდაშვილის კლუბის „ვალენსიას” მწვრთნელმა რუბენ ბარახამ თქვა, რომ მართალია ბოლო წამამდე რთული ბრძოლის გადატანა მოუხდათ, მაგრა მთავარია, რომ გაიმარჯვეს. „ბრძოლით სავსე მატჩი იყო, პერიოდულად რთული. კარგად დავიწყეთ, ორი გოლი გავიტანეთ და შესვენების შემდეგ მესამეზეც ვფიქრობდით, მაგრამ საქმე აგვერია. კიდევ კარგი ბოლო მონაკვეთში ბიჭები დამშვიდნენ. როდესაც იგებ, უპირატესობას გავეშებით სჭირდება...
პაულისტას გაყიდვა იქნებოდა?
საოცარი პატრონები ჰყავს გიორგი მამარდაშვილის კლუბს „ვალენსიას” — თუკი გუნდში ვინმე კარგი ფეხბურთელი ეგულებათ, ყიდიან, გუნდის გაძლიერებაზე კი არ ფიქრობენ. ბოლო დღეებში მათ კიდევ შეამსუბუქეს შემადგენლობა. გაასხვისეს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშე, 33 წლის ბრაზილიელი ცენტრალური მცველი გაბრიელ პაულისტა. ფეხბურთელი, რომელიც შვიდი სეზონის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა „ღამურებს”, „ატლეტიკოში” გადავიდა. მადრიდელები ახალ მოთამაშეს სავარაუდოდ პირდაპირ ძირითად შემადგენლობაში...
მამარდაშვილი რომ არა…
ვალენსიურმა საიტმა plazadeportiva-მ სტატიას, რომელშიც „ატლეტიკოსთან” 0:2 წაგებული შეხვედრის მონაწილე ფეხბურთელებს აფასებს, ასე დაარქვა: მამარდაშვილი რომ არა უარესი შედეგი იქნებოდა. შემდეგ კი მოდის შეფასებები. „ღამურების” ქართველ გოლკიპერზე კერძოდ წერია: „მარცხის მიუხედავად ის გუნდში საუკეთესო იყო. მან რთული დარტყმები მოიგერია და კარი რამდენიმე გოლისგან იხსნა”. რაც შეეხება ქულებს, პორტალმა გიორგის 7 დაუწერა. დანარჩენთაგან მასთან ყველაზე მიახლოებული...
მამარდაშვილი კარს კეტავს და იზრდება
მამარდაშვილი მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი გვარია. ის ძელებს შორის საკუთარ თავში დარწმუნებული დგას, სულ უფრო მეტად ავლენს ლიდერის ფუნქციებს და გამორჩეული რეაქციების მეშვეობით დიდ ოსტატობას ამჟღავნებს. ბოლოს გიორგიმ „ბილბაოსთან” შეხვედრაში იხსნა კარი უნაი გომესის დარტყმისგან. მან მარცხენა ხელით ისე ითამაშა, რომ „მესტალიაზე” შეკრებილი ხალხი ფეხზე წამოხტა, ხოლო როდესაც ასხლეტილ ბურთსაც თავად დაეუფლა ყველამ დაინახა, თუ...
რეზინის მამარდა
„მამარდაშვილი კარში დიდებულად იდგა. ბერენგერის დარტყმა დიდებულად მოიგერია და გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. ყველაფერთან ერთად, ის საკუთარ თავში სრულიად დარწმუნებული იყო”, — დაწერა AS-მა „ვალენსიასა” და „ბილბაოს” შეხვედრის შემდეგ, რომელიც მასპინძლებმა უგო დუროს გოლით 1:0 მოიგეს. ამ გამარჯვების წყალობით, „ღამურები” ევროთასებზე გამსვლელ ზონას მიუახლოვდნენ — „რეალ სოსიედადთან” სამქულიანი ჩამორჩენაღა აქვთ. „…გიორგი მამარდაშვილმა კიდევ ერთხელ მოიგერია...









