ჭდე: ვალენსია

Home ვალენსია
ვალენსიელი ჟურნალისტი მამარდას გაყიდვის შესახებ
ჩანაწერი

ვალენსიელი ჟურნალისტი მამარდას გაყიდვის შესახებ

ჩემთვის ყველაფერი ნათელია: გასაყიდი აქტივების სიაში მამარდაშვილი ბოლო ადგილზე მყავს. კარგად ვიცი კლუბის მეპატრონეთა განზრახვებიც, ქართველის ფასიცა და კლუბის საჭიროებანიც, მაგრამ ოღონდ სპორტული თვალსაზრისით მთავარი ფეხბურთელი (ემოციურად მთავარი გაიაა) შევინარჩუნოთ და მე პირადად სულ ალტერნატივათა ძებნაში ვიქნებოდი. ფაქტია, რომ რუბენ ბარახას მიერ გაწეული შრომა გარდა იმისა, რომ მოედანს ეტყობა, ქმნის სასურველ მემკვიდრეობას, რომელიც მომავალში ფულს...

ვალენსია – გუნდი, რომელსაც პენალტებს ურტყამენ და იგერიებს
ჩანაწერი

ვალენსია – გუნდი, რომელსაც პენალტებს ურტყამენ და იგერიებს

„ვილიარეალთან” შეხვედრაში „ვალენსიას” კარში პენალტი დაინიშნა. ხოსე გაიამ ბერტრანდ ტრაორე წააქცია და ფიგეროა ვასკესმა ალექს ბაენა თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან დააყენა. ამ ორი გუნდის შეხვედრაში ბოლო ოთხი მოგერიებული პენალტი „ღამურების” მეკარეებზე მოდის. ამჯერად, სანტიაგო კანისარესის, ვისენტე ხუაიტას და ჯასპერ სილესენის მსგავსად დარტყმის მიმართულება გიორგი მამარდაშვილმა გამოიცნო. და ქართველმა მის შესახებ კიდევ ერთ კამათს დაუსვა წერტილი — დამტკიცდა,...

მამარდაშვილი ყველაფერს ვერ გააკეთებს
ჩანაწერი

მამარდაშვილი ყველაფერს ვერ გააკეთებს

„ვალენსიამ” „ვილიარეალთან” 0:1 წააგო. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა ეთამაშა დამარცხებული(!) გუნდის მეკარეს, შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად რომ დაესახელებინათ — გიორგი მამარდაშვილზე მოგახსენებთ. AS: ფაქტობრივად ყველა დარტყმა მოიგერია. ქართველთან მხოლოდ კუენკას გაუმართლა. მამარდაშვლიმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საუცხოო პერიოდი უდგას. მე-13 წუთზე მიჯრით სამი დარტყმა უკუაგდო. შემდეგ წარმოდგენა გაგრძელდა, როდესაც ბაენას პენალტი აუღო. მეორე ტაიმში სამი ისეთი დარტყმაც მოიგერია,...

ვინი რეალმაც გადარია
ჩანაწერი

ვინი რეალმაც გადარია

ხომ გახსოვთ 2 მარტს „რეალმა” ვალენსიაში რომ ითამაშა? შეხვედრა 2:2 დასრულდა. მადრიდელთაგან ორივე გოლი ვინისუს ჟუნიორმა გაიტანა, გიორგი მამარდაშვილმა კი ჯუდ ბელინგემს საოცარი ბურთი აუღო. ეს ის თამაშია, რომლის საფინალო სასტვენს სკანდალი მიჰყვა. მოგვიანებით მასაჯი ხესუს ხილ მანსანო დასაჯეს. მან თამაში გაუმართლებელ დროს დაასრულა და „რეალის” მიერ ბოლოწამს გატანილი გოლი არ ჩათვალა. მაგრამ, ამჯერად თქვენი...

ვალენსიას მშრალი თამაშები
ჩანაწერი

ვალენსიას მშრალი თამაშები

შაბათს „ვალენსიამ” „ხეტაფეს” 1:0 მოუგო, ლა ლიგის ცხრილში 40 ქულა დააგროვა და… სეზონის დამთავრებამდე 11 ტურით ადრე შეიძლება ითქვას, რომ გავარდნას გადარჩენილია. საბოლოო შედეგი როგორი ექნება, ეს გამოჩნდება, ამჯერად კი plazadeportiva ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ გუნდმა შინ, „მესტალიაზე”, 14 შეხვედრა ჩაატარა და მათგან რვაში გოლი არ გაუშვა. შესაძლოა გადარჩენის ხსენებამ ვინმეს ყური მოჭრა, მაგრამ მოდი...

წაგებული გუნდის მწვრთნელიც კი ამაყობდა
ჩანაწერი

წაგებული გუნდის მწვრთნელიც კი ამაყობდა

„ვალენსიამ” „ხეტაფეს” 1:0 მოუგო. რთული შეხვედრის ერთადერთი გოლი უგო დურომ იმდენად ოსტატურად და ლამაზად შეასრულა, რომ მატჩის გმირად ის დაასახელეს, რითაც ცოტა არ იყოს დაეჩაგრათ ფეხბურთელი, რომელმაც თავისი დიდებული თამაშით მეტოქეს რამდენჯერმე არ მისცა ანგარიშის გათანაბრების საშუალება. ეს გახლდათ მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომლის შესახებაც AS-მა ასე დაწერა: „მამარდაშვილი თავისი მოგერიებებით მატჩის გმირი გახდა. მან განსაკუთრებით კარგად...

მას მერე, რაც მამარდა ბურთს შეეხო
ჩანაწერი

მას მერე, რაც მამარდა ბურთს შეეხო

რა არ მოხდა „ვალენსიასა” და „რეალის” შეხვედრაში. მათ შორის იყო ბოლო წამის ეპიზოდი, როდესაც მადრიდელებმა გოლი გაიტანეს, მაგრამ მსაჯმა ხესუს ხილ მონსანომ ის არ ჩათვალა, რადგან ბრაჰიმ დიასის საგოლე ჩაწოდებამდე და შესაბამისად ჯუდ ბელინგემის თავურამდე თამაში დაამთავრა. არბიტრის გადაწყვეტილებას აყალმაყალი მოჰყვა. მონსანომ ბელინგემს წითელი ბარათიც კი აჩვენა. მიზეზი: ინგლისელმა თავის ენაზე თქვა „its a fucking...

დრამატული მატჩი ვალენსიაში
ჩანაწერი

დრამატული მატჩი ვალენსიაში

„ვალენსიასა” და „რეალის” დრამატული შეხვედრის ბოლო წამებში მადრიდელებმა შეუტიეს. მათ კუთხური ჩააწოდეს. გიორგი მამარდაშვილმა ბურთი მუშტებით მოიგერია. მას ვალენსიელ მცველთან ორთაბრძოლის შემდეგ ბრაჰიმ დიასი დაეუფლა, ფრთაზე გავიდა, ჩააწოდა და ჯუდ ბელინგემს თავური გოლი გაატანინა, მაგრამ… მსაჯს თამაში უკვე დამთავრებული ჰქონდა და ამის ნიშნად მოვლენებისკენ სანახევროდ ზურგითაც იყო შეტრიალებული. სტუმრები აღშფოთდნენ, ატყდა გაწევ-გამოწევა, მაგრამ საქმეს რაღა...

ხუთი მიზეზი, თუ რატომ უნდა მოუგოს ვალენსიამ რეალს
ჩანაწერი

ხუთი მიზეზი, თუ რატომ უნდა მოუგოს ვალენსიამ რეალს

დღეს, საქართველოს დროით შუაღამისას ესპანურ ლა ლიგაში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” „რეალს” მასპინძლობს. ვალენსიური პორტალი plazadeportiva წერს, რომ ეს შეხვედრა ხუთი მიზეზით არის მნიშვნელოვანი: 1. ევროპისკენ მიმავალი მატარებელი ხელიდან არ უნდა გავუშვათ ეს არის ფეხბურთის მატჩი და ამიტომ ყველაფერზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. მითუფრო, რომ მეტოქე „რეალია”, რომლის წინააღმდეგ გულშემატკივარი ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს. გარდა ამისა, „ვალენსიას” სამი ქულის...

ვალენსიას თამაში ტრაგედიის გამო გადაიდო
ჩანაწერი

ვალენსიას თამაში ტრაგედიის გამო გადაიდო

დღეს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” არ ითამაშებს. ქალაქში მომხდარი შემაძრწუნებელი ხანძრის გამო „ღამურების” შეხვედრა „გრანადასთან” გადაიდო. ორ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილმა ხანძარმა სულ მცირე ათი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თხუთმეტამდე ადამიანს ეძებენ. „ვალენსია”, რომელიც ლა ლიგის ცხრილში მერვე ადგილზეა „გრანადას” „მესტალიაზე” უნდა შეხვედროდა, მაგრამ კლუბმა განაცხადა, რომ მომხდარმა მათზე იმოქმედა და თამაშის ნაცვლად მეხანძრეებსა და მაშველებს შესთავაზა დახმარება....