დღეს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” არ ითამაშებს. ქალაქში მომხდარი შემაძრწუნებელი ხანძრის გამო „ღამურების” შეხვედრა „გრანადასთან” გადაიდო.
ორ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილმა ხანძარმა სულ მცირე ათი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თხუთმეტამდე ადამიანს ეძებენ.
„ვალენსია”, რომელიც ლა ლიგის ცხრილში მერვე ადგილზეა „გრანადას” „მესტალიაზე” უნდა შეხვედროდა, მაგრამ კლუბმა განაცხადა, რომ მომხდარმა მათზე იმოქმედა და თამაშის ნაცვლად მეხანძრეებსა და მაშველებს შესთავაზა დახმარება. „ღამურების” კაცთა, ქალთა და აკადემიის გუნდებმა ვარჯიშის წინ წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი დაღუპულთა ხსოვნას. კლუბი თავიანთ ბაზებსა და სხვა ნაგებობებზე დროშებს სანახევროდ დაუშვებს.
ალმოდებულ კორპუსებში მეხანძრეები დასავლეთ ევროპის დროით 17 საათსა 30 წუთზე გამოიძახეს. მათ მოსახლეობის გამოყვანა აივნებიდან უწევდათ. ოცზე მეტი ბრიგადა აქრობდა ხანძარს, რომელიც ძლიერმა ქარმა კიდევ უფო გაავრცელა. თხუთმეტ დაზარალებულს შორის არიან თავად მეხანძრეებიც. საავადმყოფოში გადაიყვანეს ერთი ბავშვი, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ექსპერტების აზრით ტრაგედიის მასშტაბები შენობის ადვილად აალებადი მასალისგან დამზადებულმა მოპირკეთებამ განაპირობა. ვალენსიაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
„ანდორასთან” შეხვედრა გადადო ქალაქის კიდევ ერთმა გუნდმა, ლა ლიგა 2-ის „ლევანტემაც”, რომელშიც გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები27/10/2026 | 09:35ფრანს ფუტბოლის რედაქტორი: პსჟ-მ თავის თავს დააბრალოს
მთავარი ამბავი27/10/2026 | 08:34კეინი!.. რომელსაც დიდი გუნდური ტიტული არ მოუგია
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 13:59ბარსელონა – მბაპეს საყვარელ მსხვერპლთა შორის მეორე
მთავარი ამბავი26/10/2026 | 11:53მბაპეც პალადიუმში იქნება, იამალიც და კეინიც
