ჭდე: ვალენსია

Home ვალენსია
ვალენსიას მამარდაშვილის შემცვლელის შემცვლელმა უკაპიტნა
ჩანაწერი

ვალენსიას მამარდაშვილის შემცვლელის შემცვლელმა უკაპიტნა

„ვალენსიას” მეკარეების საქმეში არ უმართლებს. წინა ტურში, ბარსელონაში „ღამურებს” პირველი ტაიმის ბოლო წუთებში მოედნიდან გიორგი მამარდაშვილი გაუგდეს და გუნდი იძულებული გახდა კარში პრაქტიკანაკლული ჯაუმე დომენეკი ჩაეყენებინა. ჯაუმე იდგა „ვალენსიას” კარში გუშინ, „ალავესთან” შეხვედრაშიც — რომელშიც მამარდაშვილი გუნდს ვერ დაუბრუნდა, რადგან ზემოთ ნახსენები დისკვალიფიკაციის გამო თამაშის უფლება არ ჰქონდა — მაგრამ 34 წუთის შემდეგ მან ტრავმის...

შეუცვლელი მამარდა
ჩანაწერი

შეუცვლელი მამარდა

ორშაბათს, „ბარსელონასა” და „ვალენსიას” შეხვედრაში საჯარიმო მოედნის გარეთ ხელით თამაშისთვის მოედნიდან გააძევეს სტუმართა ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი. ეს პირველი ტაიმის ბოლოს მოხდა, როდესაც „ვალენსია” 2:1-ს იგებდა. საბოლოოდ თამაში მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა – 4:2, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენი ყურადღება თამაშზე კი არა, იმ ფაქტზე გვინდა გავამახვილოთ, რომ მოედნის დატოვების შემდეგ გიორგიმ 2022 წლის 21 მაისის შემდეგ...

მამარდას გაგდებამ თამაში შეცვალა
ჩანაწერი

მამარდას გაგდებამ თამაში შეცვალა

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ბარსელონაში 2:4 წააგო, არადა პირველი ტაიმის შემდეგ 2:1-ს იგებდა. შეხვედრის გარდამტეხი მომენტი ქართველი მეკარის გაძევება გამოდგა. ეს პირველი ნახევრის ბოლოს, მსაჯის წამატებულ წუთებში მოხდა, როდესაც გიორგის მცველმა ბურთი უკან მიუგორა, მან კი ფეხით მოხერხებულად ვერ გააჩერა, ის წინ გადაუვარდა რითაც ლამინე იამალმა სცადა ესარგებლა ― ბარსელონელი გოლის გასატანად გაიწია, მამარდაშვილს კი საჯარიმოს...

ვინ შეცვლის გიორგი მამარდაშვილს?
ჩანაწერი

ვინ შეცვლის გიორგი მამარდაშვილს?

როგორც გავლენიანი ესპანური გაზეთი AS წერს, „ვალენსიას” მისი მთავარი მეკარის გიორგი მამარდაშვილის შენარჩუნება სურს, მაგრამ ითვალისწინებს, რომ ქართველი ზაფხულში შესაძლოა ისეთ კლუბში გადავიდეს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში გამოვა და მისი შემცვლელის ძებნას იწყებს. ასახელებენ რამდენიმე ვარიანტს, რომელთა შორის არის „მალიორკას” 27 წლის კარის მცველი, სლოვაკი დომინიკ გრეიფი. გრეიფი „მალიორკაში” 28 წლის სერბი პრედრაგ რაიკოვიჩის თადარიგშია, თუმცა...

ვალენსიამ ცუდად ითამაშა, მაგრამ ბარახას გული არ გაუტეხავს
ჩანაწერი

ვალენსიამ ცუდად ითამაშა, მაგრამ ბარახას გული არ გაუტეხავს

„ვალენსიამ” ევროთასებზე გამსვლელი ადგილის მოპოვებაში კონკურენტ „ბეტისთან” ქულები დაკარგა — შინ 1:2 წააგო. მეტოქემ „ღამურებს” აჯობა. ამ შეხვედრაში მასპინძლების ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა კარის დაცვა ვერ შეძლო. მართალია გაშვებული გოლები მისი ბრალი არ ყოფილა, მაგრამ შედეგი სამწუხარო გამოვიდა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გიორგის 12 მატჩში აქვს კარი „მშრალად” შენახული და წინ კიდევ 6 ტურია. მატჩის...

რატომ გადაწყვიტა ბუდიმირმა ბოლოწამს კუთხის შეცვლა?
ჩანაწერი

რატომ გადაწყვიტა ბუდიმირმა ბოლოწამს კუთხის შეცვლა?

ჩვენთვის, ქართველი გულშემატკივრისთვის „ოსასუნასა” და „ვალენსიას” შესხვედრა უპირველეს ყოვლისა იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ „ღამურებს” ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა უკაპიტნა. ესპანეთში ტრადიციაა: კაპიტნის სამკლაურს ის ფეხბურთელი იკეთებს, რომელსაც ამ კონკრეტულ გუნდში ყველაზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული. წარმოიდგინეთ, რა სტაბილური და მაღალი დონის მოთამაშე უნდა იყოს 23 წლის ბიჭი, რომ თამაშზე გაუძღვეს ისეთ გუნდს, როგორიც „ვალენსიაა”. პამპლონაში...

მშრალ თამაშებს ვალენსია ევროპისკენ მიჰყავს
ჩანაწერი

მშრალ თამაშებს ვალენსია ევროპისკენ მიჰყავს

თერთმეტი მშრალი თამაში. თერთმეტი მატჩი, რომლებშიც გიორგი მამარდაშვილს კარიდან ბურთი არ გამოუტანია. თერთმეტი შეხვედრა, რომელთაგან რვა გამარჯვებით დამთავრდა და რუბენ ბარახას გუნდს შესაძლებლობას აძლევს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ოცნებას მისდიოს — იბრძოლოს მეშვიდე ადგილისთვის, რაც მომავალ სეზონში ევროპულ თასზე მონაწილეობის უფლებას იძლევა. თერთმეტი მშრალი შეხვედრ იდან ცხრა — „ლას პალმასთან”, „ატლეტიკოსთან”, „კადისთან”, „გრანადასთან”, „სელტასთან”, „ბილბაოსთან”, „სევილიასთან”,...

ბილბაო, გაიყვანე მამარდა ევროთასზე!
ჩანაწერი

ბილბაო, გაიყვანე მამარდა ევროთასზე!

ესეც მეთერთმე თამაში გაშვებული გოლის გარეშე! გიორგი მამარდაშვილი თანდათანობით „ვალენსიას” ისტორიაში საუკეთესო მეკარეების მარაქაში ერევა, „ღამურები” კი, დიდწილად სწორედ მისი წყალობით, ევროთასზე გასვლასთან არიან ახლოს. გულწრფელად რომ ვთქვათ, „ვალენსიამ” გრანადაში მოსაწონი ფეხბურთი ვერ ითამაშა, მაგრამ მეტოქის სისუსტში, იღბალსა და კარგ მეკარეში გაუმართლა: სტატისტიკა მეტყველებს, რომ სტუმრებმა მთელი შეხვედრის განმავლობაში კარში სულ ორჯერ დაარტყეს და ერთი...

გიორგი დიდ სიმაღლეებს უტევს
ჩანაწერი

გიორგი დიდ სიმაღლეებს უტევს

გიორგი მამარდაშვილი ესპანეთში პოპულარული მეკარეა, რომელიც თანდათანობით ევროპაშიც ითქვამს სახელს. თამაშის მიხედვით კი ის დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესეოა. ამას რომ ვამბობთ, ვითვალისწინებთ მის ასაკს და აქედან გამომდინარე ფაქტს, რომ ჯერ კიდევ იზრდება. და ამ ყველაფრის გამო ის მიიჩნევა გოლიკერად, რომელიც უახლოეს მომავალში ევროპული ფეხბურთის მწვრვალზე უნდა ავიდეს. მისი თამაში ეფექტს ახდენს: ცოტა ხნის წინ Transfermarkt-მა...

მამარდას მორიგი უგოლო თამაში
ჩანაწერი

მამარდას მორიგი უგოლო თამაში

სანაკრებო კვირეულის შემდეგ „ვალენსიამ” შინ „მალიორკას” ვერ მოუგო — 0:0. მასპინძლებს შეეძლოთ გოლის გატანა. ამისათვის მათ რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდათ, რომელთაგან ერთი გამორჩეული იყო: პეპელუს მიერ ჯარიმიდან დარტყმული ბურთი ძელმა კარის წინ ჩამოაგდო, სადაც პეტერ ფედერიკო მარტო იდგა, მაგრამ 21 წლის ვალენსიელმა მას ხაზი ვერ გადააკვეთინა. „ღამურების” მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა არც ამ შეხვედრაში გაუშვა გოლი....