ჭდე: ვალენსია

Home ვალენსია
ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია?
ჩანაწერი

ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია?

დასრულდა ლა ლიგის სეზონი. მართალია, „ვალენსიამ” ბოლო ექვს ტურში ერთი თამაშიც ვერ მოიგო, მაგრამ ამ კლუბისთვის ის ცუდი არ ყოფილა. ახლა კი სატრანსფერო პერიოდი იწყება და თუკი „ღამურათაგან” ვინმე გაიყიდება, უპირველეს ყოვლისა ეს ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი იქნება. გიორგი „ვალენსიას” 2023-24 წლების ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია. მან 37 შეხვედრაში 3285 წუთი ითამაშა, გაუშვა 41 გოლი, 13-ჯერ...

დიდებული სეზონის ბოლო წერტილი
ჩანაწერი

დიდებული სეზონის ბოლო წერტილი

გიორგი მამარდაშვილმა დიდებული სეზონი დაასრულა, მაგრამ დაასრულა თუ არა მან კარიერის ვალენსიური პერიოდი, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება. „ღამურებმა” ვიგოში „სელტასთან” 2:2 ითამაშეს და ლა ლიგის საბოლოო ცხრილში წინა სეზონზე შვიდი ადგილით მაღალი მე-9 პოზიცია დაიკავეს. შარშან ამ დროს „ვალენსია” ბოლო ტურში გადაურჩა გავარდნას, ასე რომ ერთი წლის წინანდელთან შედარებით რუბენ ბარახას გუნდს პროგრესი აქვს, თუმცა...

მამარდას წასვლა ეჭვგარეშეა
ჩანაწერი

მამარდას წასვლა ეჭვგარეშეა

როგორც ჩანს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიადან” წასვლა გადაწყვეტილი ამბავია. ასე ფიქრის საბას ის გვაძლევს, რომ „ღამურებმა” „რაიო ვალეკანოს” ჩრდილო მაკედონიელ მეკარესთან სტოლე დიმიტრიევსკისთან უკვე გააფორმეს წინასწარი კონტრაქტი. ამ ინფორმაციას „ტრიბუნა დეპორტივა” ავრცელებს. სეზონის ბოლოს დიმიტრიევსკის მადრიდულ კლუბთან კონტრაქტის ვადა ეწურება და ის თავისუფალი აგენტის სტატუსით შეძლებს „ვალენსიაში” გადასვლას. უფასოდ კარგი მეკარის ხელში ჩაგდება სწორედ ის არის,...

ნიუკასლმა ჯიბეში ხელი ჩაიყო
ჩანაწერი

ნიუკასლმა ჯიბეში ხელი ჩაიყო

ჭორები, თითქოს საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას” მეკარის გიორგი მამარდაშვილის შეძენით „ნიუკასლ იუნაიტედია” დაინტერესებული, რამდენიმე დღეა ინგლისურ პრესაშიც ტრიალებს. „თაიმსმა” დაწერა, რომ პრემიერლიგის კლუბი გიორგის სანაცვლოდ დაახლოებით 40 მილიონი ევროს გადახდას აპირებს. ინგლისური გაზეთის ინფორმაციით „კაჭკაჭებს” ზაფხულში 32 წლის ნიკ პოუპის შეცვლა სურთ. პოუპის კონტრაქტს ვადა შემდეგ სეზონში ეწურება, თუმცა მამარდაშვილი ნიუკასლელ დირექტორთა სიაში მარტო არ...

ვალენსიას გულშემატკივრებმა კი ერთმანეთში იჩხუბეს
ჩანაწერი

ვალენსიას გულშემატკივრებმა კი ერთმანეთში იჩხუბეს

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” „ჟირონასთან” შინ 1:3 წააგო. მასპინძელთა დაცვა მთელი შეხვედრის განმავლობაში უხეშად ცდებოდა. გიორგიმ რამდენიმე ეპიზოდში იხსნა კარი. ზოგადად „ვალენსიელებს” ეტყობოდათ, რომ მას მერე, რაც ევროთასებზე გასვლის შანსი დაკარგეს, ნირი წაუხდათ. ეს ეტყობოდა გულშემატკივარსაც — კარსუკანა ტრიბუნა, სადაც ულტრასები იკრიბებიან ცარიელი იყო. მათ სტადიონის გარეთ კლუბის მეპატრონის პიტერ ლიმის წინააღმდეგ აქცია მოაწყვეს. შეხვედრის დამთავრების...

სანამ ვალენსიელები ფერარიზე ფიქრობენ, მამარდას ახალი გუნდი სჭირდება
ჩანაწერი

სანამ ვალენსიელები ფერარიზე ფიქრობენ, მამარდას ახალი გუნდი სჭირდება

„ვალენსიამ” სან სებასტიანში „რეალ სოსიედადთან” 0:1 წააგო და მომავალ სეზონში ევროთასებზე გამოსვლის შანსი დაკარგა. მარცხის მთავარი მიზეზი კვლავ სუსტი დაცვა გახლდათ, რომელმაც შეხვედრის მესამე წუთზე უხეში შეცდომა დაუშვა. „ღამურების” მეკარე გიორგი მამარდაშვილი ამ ეპიზოდში ვერაფერს გააწყობდა. გიორგიმ ბასკების წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა. მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დღეს „ვალენსიაში” მისი დონის ფეხბურთელი სხვა არ არის. ბევრ...

ლაპარაკია მეკარეზე, რომელსაც ქულები მოაქვს
ჩანაწერი

ლაპარაკია მეკარეზე, რომელსაც ქულები მოაქვს

გიორგი მამარდაშვილის დიდებული თამაში „ვალენსიას” საქმეს გაუჩენს — კლუბში მრავალი შემოთავაზების განხილვა მოუწევთო, წერს AS. ქართველ მეკარეს „ღამურებთან” 2027 წლამდე აქვს კონტრაქტი, რომელშიც გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევრო უწერია. ვალენსიაში დიდი ყურადღება მიაქციეს „რაიო ვალეკანოსთან” შეხვედრის შემდეგ გიორგის მიერ ნათქვამ სიტყვებს, რომ დარჩენა მასზე არ არის დამოკიდებული. ეს გაიგეს როგორც მინიშნება, რომ კლუბის სინგაპურელი მეპატრონეები...

მსოფლიოს საუკეთესო მეკარის გზაჯვარედინი
ჩანაწერი

მსოფლიოს საუკეთესო მეკარის გზაჯვარედინი

„ჩემი ოცნება „ვალენსიაში” დარჩენაა, მაგრამ ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული”, — თქვა გიორგი მამარდაშვილმა კვირას „მესტალიაზე” „რაიო ვალეკანოსთან” 0:0-ის შემდეგ. მეკარეს კარგად ესმის, რომ მისი სურვილისგან დამოუკიდებლად ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე შეიძლება „ვალენსიას” მთავარ კოზირად იქცეს, მითუფრო თუ გუნდი ევროთასებზე ვერ გავა. არადა, ყველაფერი სწორედ ამისკენ მიუთითებს. „ჯერაც არ ვიცი რა მოხდება. დავიცადოთ და ვნახოთ”, —...

მესტალია ყვიროდა: Giorgi, quédate!
ჩანაწერი

მესტალია ყვიროდა: Giorgi, quédate!

„ვალენსიას” მიერ მოპოვებულ ქულას გიორგი მამარდაშვილის სახელი ჰქვია”, — წერს გავლენიანი ესპანური გაზეთი AS და დასძენს, რომ მართალია გუნდებმა ერთმანეთს კარში დაახლოებით ერთი და იმავე რაოდენობით დაურტყეს, ის, რომ მასპინძლები ხახამშრალნი არ დარჩნენ მამარდაშვილის დამსახურებაა. შემდეგ AS შეხვედრის მომენტებს აღწერს: ქართველმა მეკარემ პირველ ტაიმში სერხიო კამელოს აუღო ურთულესი დარტყმა, მეორეში კი სამჯერ საბედისწერო მომენტში იხსნა...

მამარდას შემცვლელი სერიოზულად დაშავდა
ჩანაწერი

მამარდას შემცვლელი სერიოზულად დაშავდა

„ალავესთან” 0:1 წაგებულ შეხვედრაში „ვალენსიას” კარს დისკვალიფიცირებული გიორგი მამარდაშვილის ნაცვლად ჯაუმე დომენეკი იცავდა, მაგრამ მან პირველ ტაიმში მოედანი დატოვა. ის საკაცით გაიყვანეს. მოგვიანებით ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ ჯაუმემ კუნთი სერიოზულად დაიზიანა და მიმდინარე სეზონში მოედანს კი არა, სათადარიგოთა სკამსაც კი ვერ დაუბრუნდება. მას სავარაუდოდ ოპერაცია დასჭირდება და მხოლოდ სამი თვის შემდეგ შეძლებს თამაშს.