რამდენიმე დღეში (ეგებ საათში) გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის“ ფეხბურთელი იქნება! საქმის საბოლოოდ მოგვარებას მხოლოდ საქართველოს ნაკრების მეკარის ხელმოწერა აკლია… ტრანსფერის დადასტურების შემდეგ გიორგი მამარდაშვილი მოახლოებულ სეზონს პრემიერლიგის „ბორნმუთში“ გაატარებს, 2025 წლიდან კი „ლივერპულის“ პირველი მეკარე იქნება. „ლივერპული“ „ბორნმუთთან“ ეს ამბავი შეთანხმებულია. „ბორნმუთი“ გიორგის ელის. რაც შეეხება სადღეისოდ „ლივერპული“ მთავარ მეკარეს, ბრაზილიელ ალისონ ბეკერს, მისი მომავალიც გარკვეულია...
ჭდე: ვალენსია
ქოჩორა დარბოდა, მამარდა კი ფანჯრიდან მოწყენილი იყურებოდა
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” და გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ” მოსაწყენ შეხვედრაში 0:0 ითამაშეს. ეს გახლდათ ქალაქ ვალენსიას გუნდების დაპირისპირება, რომლის დამთავრების შემდეგ AS-მა დაწერა, რომ მწვრთნელებს რუბენ ბარახასა და ხულიან კალეროს ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვთ სამუშაო. ესპანეთის პირველ და მეორე ლიგათა ჩემპიონატების დაწყებამდე ორკვირანახევარია დარჩენილი, თამაში კი გამოვიდა დუნე, აშკარა სახიფათო მომენტების გარეშე. გაზეთის თქმით, მართალია,...
მამარდას ჯერ ავარჯიშებენ, დიმიტრიევსკის – ათამაშებენ
ესპანური „მარკა” გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიაში”, პატერნას ბაზაზე დაბრუნებასა და პირველ ვარჯიშზე წერს. დიდი მადრიდული გამოცემა მკითხველს შეახსენებს, რომ მამარდაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა, სადაც ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა და თავისი საბაზრო ფასი გაზარდა. სამშაბათს ქართველი გოლკიპერი „ვალენსიას” მეკარეთა მწვრთნელის ხოსე მანუელ ოჩოტორენას ხელმძღვანელობით ვარჯიშს შეუდგა. აქვე იყო მისი კონკურენტი, „ღამურების” ახალი შენაძენი, ჩრდილო მაკედონიელი...
მამარდაშვილი ფართო ღიმილით ქოჩორაშვილთან სათამაშოდ ემზადება
გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში ჩავიდა. ვალენსიურმა და არა მარტო ამ ქალაქის პრესამ ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დატოვა. ზოგი გამოცემა ხაზს უსვამს, რომ კლუბმა, რომელსაც კარგი ფეხბურთელების პრობლემა აქვს, ამ ზაფხულში ჯერჯერობით ორი კაცი დაიმატა და… ერთი მათგანი მეკარე იყო. გეგონება, ამ პოზიციაზე აკლდა მაღალი დონის მოთამაშე. „ჩეების” ახალი მეკარე გახლავთ ჩრდილო მაკედონიელი სტოლე დიმიტრიევსკი, რომელიც გუნდთან...
სანამ მამარდა აეროპორტში იყო
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” ამხანაგურ შეხვედრაში „ეინდჰოვენთან” დამარცხდა – 1:2. AS-მა დაწერა, რომ „ღამურები” ახალი სეზონის წინ წაგებებს ეჩვევიან, რაც ნამდვილად არ არის კარგი. ცნობილმა გამოცემამ ის იგულისხმა, რომ სამი დღის წინ რუბენ ბარახას გუნდი „ალავესთანაც” დამარცხდა 0:1. ერთი კვირის წინ ვალენსიელებმა „კასტელონთან” 0:0-ზე უკეთესი ვერაფერი მოახერხეს. ქართველ მეკარეს ამ შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ ესპანური...
მამარდა პირველია და მეხუთეა
ვალენსიური საიტი superdeporte თავის მორიგ სტატიას გიორგი მამარდაშვილის შესახებ ცნობილი ამბით იწყებს: ქართველი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა. გასულ სეზონში „ვალენსიასა” და ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრებში მისი შესანიშნავი თამაში გახდა წინაპირობა იმისა, რომ Transfermarkt-ის დათვლით გიორგის ფასი 45 მილიონ ევრომდე გაიზარდა. superdeporte დასძენს, რომ მას მერე რაც ესპანურ კლუბს სინგაპურელი მილიარდერი პიტერ ლიმი ფლობს, მამარდაშვილი...
რამდენი ათასი ევრო უშოვა მამარდაშვილმა ვალენსიას?
ხვალ ევროპის ჩემპიონატი მთავრდება. საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას” მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ევრო 2024-ის ბოლო შეხვედრა 30 ივნისს ჩაატარა, როდესაც ქართველები ესპანეთთან დამარცხდნენ 1:4. მადრიდული გამოცემა AS წერს, რომ მას მერე ორი კვირა გავიდა და მამარდას ბრწყივნალე თამაშის ექო შედარებით მინელდა, მაგრამ ქართველი სატრანსფერო ბაზარზე კვლავ მნიშვნელოვანი ფიგურაა. თუმცა არის მეორე მხარეც: ჯერჯერობით იმ თანხის გადახდას,...
კედელი, რომელიც ესპანეთს ელოდება
გავლენიანმა ესპანურმა სპორტულმა გაზეთმა „მარკამ” საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას” მეკარეს გიორგი მამარდაშვილს წერილი მიუძღვნა. გთავაზობთ ამონარიდებს: „კი მაგრამ ქართველი მეკარით სად გინდა წახვიდე?”, — ეკითხებოდნენ აგენტ ანტონიო ლოპესს, როდესაც მან 2021 წელს კლუბებისთვის გიორგი მამარდაშვილის (თბილისი, 2000) შეთავაზება დაიწყო. დღეს კი „ვალენსიას” მეკარე ევროპის ჩემპიონატის სენსაცია და ის კედელია, რომლის განგრევაც მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს მოუწევს....
მამარდა და კამათი ესპანელი მეკარეების გამო
მეკარეების, კერძოდ კი ქართველი გიორგი მამარდაშვილის თემა ბოლო დღეების ვალენსიურ პრესაში გააქტიურებულია. superdeporte წერს, რომ ესპანეთი ყოველთვის ძლიერი მეკარეების ქვეყანა იყო. ამ მხრივ ის იტალიისა და გერმანიის სიმაღლეზე იდგა. სანტიაგო კანისარესი, ვიქტორ ვალდესი და იკერ კასილიასი წლობით შედიოდნენ მსოფლიოს საუკეთესო მეკარეთა სამეულში. ესპანეთში ძალიან კარგი მეკარეები არიან ახლაც, რასაც სტატისტიკა ადასტურებს. ასე მაგალითად, ბილბაოელ უნაი...
ესე იგი მამარდა უეჭველად გაიყიდება
ჩრდილო მაკედონიელი მეკარე სტოლე დიმიტრიევსკი, რომელმაც გუშინწინ საქართველოს ნაკრების მომავალ მეტოქესთან (როგორც ევრო 2024-ზე ასევე ერთა ლიგაში) ჩეხეთთან ითამაშა, გუშინ უკვე ესპანეთში იყო, სადაც „ვალენსიასთან” კონტრაქტს უნდა მოაწეროს ხელი. 30 წლის გოლკიპერს, რომელიც ადრე „ხიმნასტიკში” ოთარ კაკაბაძის თანაგუნდელი იყო, ამჯერად „რაიო ვალეკანოსთან” ამოეწურა კონტრაქტის ვადა და თავისუფალი აგენტი გახდა. „ვალენსიამ” არ დააყოვნა და დიმიტრიევსკი აიყვანა,...









