გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” სტუმრად მოუგო „რაიო ვალეკანოს” 1:0. გიორგიმ ერთ ეპიზოდში გამოიჩინა თავი, როდესაც ისი პალასონმა დაცვის შეცდომით ისარგებლა და მასთან პირისპირ შევიდა, მაგრამ ქართველმა კარი დროულად დატოვა და მეტოქეს გოლი არ გაატანინა. სხვა ეპიზოდებში მამარდაშვილმა ჩაწოდებულ ბურთებზე სწორი გამოსვლებით დაგვამახსოვრა თავი.
მატჩის შემდეგ „ღამურების” მწვრთნელმა რუბენ ბარახამ თქვა: „გიორგი ახალგაზრდა მეკარეა. დღეს მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა — მაღალ ბურთებს კარგად კითხულობდა. ის ყოველთვის გვეხმარება. მამარდაშვილს რთულ მომენტებში დახმარების უნარი აქვს. ჩვენ მასთან ვმუშაობთ, რადგან ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი. გიორგი ხომ მხოლოდ 23 წლის არის. ის მოწადინებულია და დიდებულ მატჩებს ატარებს”.
ვალენსიელთა გოლი სერხი კანიოსმა გაიტანა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 08:59თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ესპანეთი მასპინძლობაზე უარს იტყვის
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 07:41მანჩესტერიდან დეშამს დაურეკეს
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
