განხილვის ორჯერ გადადების შემდეგ ვინისიუს ჟუნიორმა ხუთშაბათს ბოლოს და ბოლოს მისცა ჩვენება გასულ სეზონში „მესტალიაზე” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. მაისში, „ვალენსიას” და „რეალის” შეხვედრის დროს ვინისიუსმა ადგილობრივ გულშემატკივარს რასიზმში დასდო ბრალი.
როგორც ვალენსიური superdeporte წერს, პირველად ბრაზილიელ თავდამსხმელს სასამართლოში თავდაპირველად ივნისში უხმეს, მაგრამ მან შვებულება მოიმიზეზა და ჩვენების მიცემაზე უარი თქვა. მაშინ სასამართლომ ფეხბურთელს ვიდეოჩართვა სთხოვა, რაც ვინისიუსმა კვლავ შორს დაიჭირა. მორიგი შეთავაზება სექტემბერისთვის გახლდათ, საბოლოოდ კი „რეალის” ფორვარდი „პლასა ცასტილიაზე” 5 ოქტომბერს გამოცხადდა.
ვინისიუს ჟუნიორისთვის ჩვენების ჩამორთმევა 40 წუთს გაგრძელდა და როგორც ვალენსიური პორტალი ამბობს, ყველაფერი კარგად მიდიოდა სანამ მოსამართლემ დარბაზში მყოფი სამი ახალგაზრდისკენ (ასაკი 18-დან 23 წლამდე) არ მიუთითა. აქ, ფეხბურთელმა ყოყმანის გარეშე გამოაცხადა, რომ მას რასისტულ შეურაცხყოფას მხოლოდ ეს სამი ადამიანი კი არა, მთელი „მესტალია” აყენებდა.
superdeporte წერს, რომ სხვა ტრიბუნებიდან წარმოდგენილი ეგრეთწოდებული ვიდეომტკიცებულებები ფალსიფიცირეული იყო — მავანთა ყვირილს „მესტალიას” გამოსახულება ჰქონდა დადებული. გარდა ამისა, შეძახილებს „mono, mono” სუბტიტრებად ეწერა „tonto, tonto”, რაც საიტის მტკიცებით ასევე ტუილი იყო. mono არის სულელი, ხოლო tonto — მაიმუნი. ტრიბუნებმა ვინისიუსს ეს სიტყვა მაშინ უწოდეს, როდესაც ის მათკენ მიტრიალდა ნიშნისმოგებით მიუთითა, რომ მათი საყვარელი გუნდი მეორე ლიგაში გავარდებოდა.
ვინისიუსი აპირებს ბრძოლა განაგრძოს. ის დარწმუნებულია, რომ მას მთელი სტადიონი რასისტულ შეურაცხყოფას აყენებდა, რადგან ის გამორჩეული ფეხბურთელია.
თავის მხრივ „ვალენსია” აცხადებს, რომ კარგად ესმის საკითხის სერიოზულობა და რასიზმის მავნებლური ბუნება, მაგრამ ამ მანკიერებასთან ტყუილებით ვერ იბრძოლებ. ამასთან დაკავშირებით superdeporte-მ ვინისიუსს პინოქიო უწოდა და შესაბამისი ილუსტრაციაც მოაყოლა (ბრაზილიელს ტყუილების ლაპარაკისგან ცხვირი აქვს გაზრდილი) რასაც სავარაუდოდ ახალი სკანდალი მოჰყვება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:48ტენ ჰაგი: რონალდუ 2018 წლის შემდეგ ფუჭდებოდა
სიახლეები02/11/2026 | 08:08ლივერპულმა წააგო, ალისონმა ბურთი კარგად ვერ გამოიტანა
მთავარი ამბავი02/11/2026 | 06:37მაროკოელ ჟურნალისტზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 09:07ლივერპულში მედია მაინც ფრთხილად არის
