მე-8 ტურის შემდეგ ელიგას ისევ „იბერია 1999“ ლიდერობს, თუმცა მეორე ადგილზე მყოფ „ბათუმსაც“ 19 ქულა აქვს და თბილისელები ზღვისპირელებს ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით ჯობნიან. „იბერიამ“ ზედიზედ მესამედ იმარჯვა. ამჯერად „გაგრასთან“ 3:1. ახლა „იბერია“ პირველზეა, „გაგრა“ – ბოლოზე. მიჯრით მესამედ მოიგო „ტორპედომაც,“ რომელიც „იმერულ დერბიში“ „სამგურალთან“ აგებდა, მაგრამ 3:1 გაიმარჯვა. „თელავმა“ სამტრედიაში უშუალო კონკურენტს სძლია და...
ჭდე: დილა
გორიდან ბათუმში, ოფიციალურად…
გია გეგუჩაძის წასვლის შემდეგ „ბათუმმა“ ახალი მთავარი მწვრთნელი მალევე დანიშნა – კლუბის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, გუნდს გორის „დილას“ ყოფილი დამრიგებელი, უკრაინელი სპეციალისტი ანდრეი დემჩენკო გაწვრთნის. კლუბსა და მწვრთნელს შორის კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე გაფორმდა. შეგახსენებთ, რომ დემჩენკო „დილას“ 2021 წლის იანვრიდან წვრთნიდა, მანამდე ის უკრაინულ კლუბებში „მეტალისტი 1925“-სა და „ბუკოვინაში“ მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით გორული კლუბი...
გორის მწვრთნელი ბათუმში
გია გეგუჩაძის წასვლის შემდეგ ჩანს, „ბათუმმა“ ახალი მწვრთნელი გორში იპოვა – ბათუმელთა პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ დაადასტურა, რომ თითქმის გადაწყვეტილია მწვრთნელად უკრაინელი ანდრი დემჩენკოს დანიშვნა, ვინც დღემდე „დილას“ თავკაცი გახლავთ… ეს ამბავი გორელებისთვისაც დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა, ისინი გაკვირვებულნი არიან ცალკე ბათუმელთა პრეზიდენტის განცხადებით, ცალკე დემჩენკოს ქცევით. რა და როგორ არის, კლუბებსა და მწვრთნელს შორის დეტალურად რა...
თუ მესამე ეტაპზე გავიდნენ…
უეფა-ს შტაბბინაში კონფერენციის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც ასპარეზობას სამი ქართული კლუბი განაგრძობს – თბილისის „დინამო“, „დილა“ და „ტორპედო“. დინამოელები ამ ტურნირზე ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავარდნის შემდეგ გადაერთვნენ და ე.წ. „ჩემპიონების გზით“ ასპარეზობენ. მეორე ეტაპზე „დინამოს“ მეტოქე მალტის „ჰამრუნ სპარტანსია“, თუ საქართველოს ჩემპიონმა ეს ბარიერი დაძლია, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე უნგრულ „ფერენცვაროშსა“...
ბეშიქთაში, ვორსკლა, აქტობე…
უეფაში კონფერენცოოს ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. ამ ეტაპზე ითამაშებენ ის გუნდებიც, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდებიან. გაირკვა, რომ თუ თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე „ასტანას“ ბარიერს ვერ გადალახავს, კონფერენციის ლიგაში გადაინაცვლებს (ჩემპიონების გზა), სადაც იმავე ჩემპიონთა ლიგაში „ჰამრუნ სპარტანსისა“ (მალტა) და ჰაიფას „მაკაბის“ (ისრაელი) წყვილში დამარცხებულს შეხვდება. კონფერენსლიგის II...
ქართველთა მეტოქეები კონფერენციის ლიგაზე
შვეიცარიის ქალაქ ნიონში, გაირკვა, უეფა-ს კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილე ქართული გუნდების მეტოქეები. აქ თავიდან 62 კლუბი იასპარეზებს, მატჩები 13 და 20 ივლისს ჩატარდება. ქართული კლუბებიდან კონფერენციის ლიგაში განთესილი მხოლოდ ვიცე-ჩემპიონი ბათუმის „დინამო” იყო. გორის „დილა” და თასის მფლობელი ქუთაისის „ტორპედო” განუთესავები გახლდნენ. „დილას” მეტოქედ სლოვაკური „დუნაისკაი სტრედა” ერგო. პირველი მატჩი სლოვაკეთში გაიმართება, საპასუხო –...
სუპერთასი ახლებურად…
ახალი სეზონიდან საქართველოს სუპერთასის ფორმატი დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორც ესპანეთში ტარდება, მასში მონაწილეობას 4 გუნდი მიიღებს – ევროტურნირზე ეროვნული ლიგიდან გასულ სამეულს საქართველოს თასის გამარჯვებული დაემატება და მინი-ტურნირი ჩატარდება ნახევარფინალებითა და ფინალით. „ამიერიდან საქართველოს სუპერთასის ფორმატი შეიცვლება – ტიტულისთვის 4 გუნდი იბრძოლებს. ჩატარდება ნახევარფინალები და ფინალი. მასში მონაწილეობას ევროთასების საგზურის მფლობელი სამი გუნდი და საქართველოს...
იღბალი. ფარდა
გთხოვთ, ნუ გაიმეორებთ ძველ და უსაშველოდ გაცვეთილ ფრაზას, რომ პენალტების სერია საფეხბურთო ლატარეაა, რაკი ლატარეის მოსაგებად იღბალის გარდა არაფერია საჭირო და ისე გამოვა, თითქოს „დინამოს“ არაფერი აკლდა იღბალის გარდა. ეს ტყუილია! „დინამოს“ თუკი რამე ჰქონდა ჭარბად, სწორედ რომ იღბალი! საბუთი გნებავთ? ინებეთ! წილისყრაზე ათობით ვარიანტს შორის XXI საუკუნში დაარსებული ესტონური გუნდი რომ ამოგივა, რომელსაც ევროთასებზე...
ბნელა, ბნელა
ქართული სანაკრებო ფეხბურთის ბოლოდროინდელი წარმატება იმედის ნაპერწკალს კი გვიჩენს, მაგრამ დაიწყო ევროტურნირები და საფეხბურთო რუქაზე ისევ ჩვენს ადგილზე აღმოვჩნდით. ერთადერთი იმედიანი მატჩი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ბათუმმა“ გამართა, რომელმაც სტუმრად, ბრატისლავას „სლოვანთან“ უგოლოდ ითამაშა, ამასთან – კაცნაკლულმა. კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციოზე რა სირცხვილიც ვჭამეთ, ყველამ კარგად უწყის… თუმცა, არც ეს გაგვკვირვებია. რატომ? იმიტომ რომ ქართული...
სამი სირცხვილი ქართულად
უეფას კონფერენციის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩებში მორიგი სირცხვილი ჭამეს ქართულმა კლუბებმა: თბილისის „დინამომ“ შინ ესტონურ „პაიდესთან“ 2:3 დამარცხდა. არადა, დინამო ორჯერ იგებდა, მაგრამ ბალტიისპირელებმა მეორე ტაიმში უფრო სწორი ფეხბურთი ითამაშეს, ქართული გუნდის დაშვებული შეცდომები მაქსიმალურად გამოიყენეს და შინ კომფორტული ანგარიშით დაბრუნდნენ. მერამდენე შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ევროთასებზე შერხვა, როდემდე უნდა გაგრძელდეს...








