უეფაში კონფერენცოოს ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. ამ ეტაპზე ითამაშებენ ის გუნდებიც, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდებიან.
გაირკვა, რომ თუ თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე „ასტანას“ ბარიერს ვერ გადალახავს, კონფერენციის ლიგაში გადაინაცვლებს (ჩემპიონების გზა), სადაც იმავე ჩემპიონთა ლიგაში „ჰამრუნ სპარტანსისა“ (მალტა) და ჰაიფას „მაკაბის“ (ისრაელი) წყვილში დამარცხებულს შეხვდება.
კონფერენსლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე, „ტირანას“ (ალბანეთი) ბარიერს გადალახვის შემთხვევაში, ბათუმის „დინამოს“ მეტოქე თურქული გრანდი, „ბეშიქთაში“ იქნება.
სლოვაკურ „დუნაისკა სტრედასთან“ გამარჯვების შემთხვევაში, გორის „დილას“ მომდევნო ეტაპზე უკრაინული „ვორსკლას“ ბარიერის დაძლევა მოუწევს.
რაც შეეხება საქართველოს თასის მფლობელ ქუთაისის „ტორპედოს“, ბოსნიური „სარაევოს“ წინააღმდეგობის დაძლევის შემთხვევაში, ქუთაისელები ყაზახეთის „აქტობეს“ შეხვდებიან.
კონფერენციის ლიგის II მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 27 ივლისს და 3 აგვისტოს გაიმართება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები07/11/2026 | 22:27ჩემპიონობა ვიცეზე გაიცვალა
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 14:30მარცხი სკანდინავიელებთან
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
