შვეიცარიულ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ევროპული ტურნირების წილისყრა გაიმართა. გაირკვა ქართული გუნდების მეტოქეები როგორც ჩემპიონთა ლიგის, ასევე კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე. საქართველოს ჩემპიონ „ბათუმის“ მეტოქე ქართველების კარგად ნაცნობი ბრატისლავის „სლოვანი“ იქნება. „სლოვანს“ საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი თავკაცობს, ხოლო გუნდის შემადგენლობაში გურამ კაშია და ჯაბა კანკავა ირიცხებიან. პირველი მატჩი 5 ან 6 ივლისს ბრატისლავაში გაიმართება,...
ჭდე: დილა
არ არის დაცვა, არ არის გოლი…
ეროვნული ლიგის მე-13 ტურში მეტოქეებმა ერთმანეთს მხოლოდ 7 გოლი გაუტანეს (აქამდე ყველაზე მწირგოლიანი მესამე ტური გახლდათ – 8 გოლი). არადა, წინა, მე-12 ტურში უხვგოლიანობის რეკორდი დამყარდა – 25 . სხვა ბათუმი „საბურთალომ“ ლიდერ „ბათუმს“ რუსთავში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში უმასპინძლა, რადგან მის საშინაო არენაზე, „მიხეილ მესხზე“ 2023 წლის ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. თუმცა...
ხვიჩას პირველი გოლები, ზურიკოს დებიუტი და ჯოვინოს მე-100
მხიარული ტური გამოდგა – მერვე. ჯამში 16 ბურთი გავიდა, ისევე, როგორც წინა – მეშვიდეში. საუკეთესო კი ამ მხრივ მე-4 ტურია, როცა გუნდებმა ერთმანეთს 19 გოლი გაუტანეს. შესრულდა სამი დუბლი, რაც მიმდინარე სეზონში სარეკორდო მაჩვენებელია. ხვიჩა, ზურიკო, ჯოვინო ხვიჩა კვარაცხელიამ ეროვნულ ჩემპიონატში თავისი გოლების ანგარიში გახსნა. ორჯერ გაუტანა „გაგრას“და ერთიც საგოლე პასი მიითვალა. ხვიჩას გოლები მართლაც...
ქართული ოთხში ერთი
ასეც ხდება – სამი ქართული გუნდიდან კონფერენციის ლიგაზე არც ერთმა წააგო, თუმცა შემდეგ ეტაპზე მხოლოდ ერთი გავიდა. ბათუმის „დინამომ“ სან მარინოს „ტრე პენე“ ორი მატჩის ჯამში 7:0 დაამარცხა და ახლა ბორისოვოს „ბატეს“ ელის. გია გეგუჩაძის გუნდი ბელარუსებს 22 და 29 ივლისს ეთამაშება. „გაგრას“ 0:1 ჰქონდა წაგებული ჩერნოგორიულ „სუტიესკათან“ და პირველი მატჩიდან გამომდინარე მცირე იმედი გვქონდა,...
უეფამ მეორე დაალაგა
ნიონში UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და ევროტურნირებზე მონაწილე ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა. თუ კახა ცხადაძის გაწვრთნილი თბილისის „დინამო“ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდი ბაქოს „ნეფთჩის“ დაამარცხებს, შემდეგ მეტოქედ ბერძნული „ოლიმპიაკოსი“ ელოდება. პირველი მატჩი 20-21 ივლისს პირეოსში გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩს თბილისი ან ბაქო უმასპინძლებს. გაირკვა კონფერენციის ლიგაში მონაწილე სამივე ქართული კლუბის...
გამართლებული წილისყრა
უეფას ახალი საკლუბო ტურნირის, კონფერენციის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბბინაში გაიმართა. ახალ ტურნირში სამი ქართული გუნდი ითამაშებს – ბათუმის „დინამო”, „დილა” და „გაგრა”. შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართული წილისყრის შემდეგ მათი მეტოქეები გაირკვა. უნდა ითქვას, რომ ახალ ტურნირზე ქართულ გუნდებს მეტნაკლებად გაუმართლა. დიდი შანსი იყო, ჩვენებს უფრო ძლიერი გუნდები დაჯახებოდათ. საქართველოს...
ყველაფერი პირიქით
უცნაურად დაიწყო მე-15 ტური. ჩემპიონობის ორივე მთავარი მაძიებელი დამარცხდა: „ბათუმმა“ „ლოკომოტივთან“ წააგო, მოგვიანებით „დინამომ“ – „დილასთან“… „ლოკომოტივი“ ბოლო დრომდე საშინაო მატჩებს „დინამო არენაზე“ ატარებდა, ახლა კი ზედიზედ მეორე მატჩია სტუმრებს საგურამოს ბაზაზე მასპინძლობს და წარმატებითაც. წინა ტურში „სამტრედია“ 3:1 დაამარცხა, ახლა „ბათუმი“ – 2:1. რკინიგზელებმა მიჯრით მესამე შეხვედრა მოიგეს. მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი დისკვალიფიცირებულია და...
სამგურალი ფრუიძეობს
მეორე წრის პირველი ტურის ყველაზე საინტერესო ამბავი წყალტუბოში გამართული ბურთაობა გამოდგა. „სამგურალმა“ ლიდერ „დინამოს“ 2:0 მოუგო, თან მართლა მოუგო, დამაჯერებლად. გახსოვთ ალბათ, წლევანდელი სეზონიც ამ გუნდების შეხვედრით გაიხსნა. დებიუტანტმა წყალტუბოელებმა მაშინაც კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და მართალია ის მატჩი 1:1 დამთავრდა, მაგრამ მეტად იღბლიანები რომ ყოფილიყვნენ, იმერლები იმ თამაშსაც მოიგებდნენ. ამჯერადაც გამოიჩინა თავი სერგო კუხიანიძემ, რომელიც...
ჩხეტიანს დილა ელის
მოკლედ, ასეთი ამბებია: თბილისის „დინამო“ ჩისკო მუნიოსმა დატოვა და მის ნაცვლად გიორგი ნემსაძის დანიშვნაზე ალაპარაკდნენ. შედეგად, გორის „დილა“ უმწვრთნელოდ რჩება. ჰოდა, თავის მხრივ, გორელებიც საქმეს შეუდგნენ. „დილასთვის“ ამ ეტაპზე ყველაზე რეალური ვარიანტი კახა ჩხეტიანია, რომელიც ამჟამად უმუშევარია და გორელებმაც მასთან აქტიური მოლაპარაკებები წამოიწყეს. მწვრთნელმა, მოსაფიქრებლად დრო ითხოვა. ჩხეტიანი ახალგაზრდა მწვრთნელია, მისი ტიტულების ნუსხა კი, რომელიც...
დინამო – 18
მაშ ასე. მოკლე, მრავალტანჯული სეზონი დამთავრდა. კორონაპანდემიამ ყველაფერი შეცვალა. 29 თებერვალს დაწყებული შეჯიბრი 6 მარტს შეწყდა და 109 დღის შემდეგ, 25 ივნისს განახლდა. ამიტომ ჩატარდა ორ წრედ, ოთხის ნაცვლად. განახლების დღე ძალიან ცუდ ამბავს დაემთხვა – „საბურთალოს“ ჭაბუკი ფეხბურთელის, ტრაგიკულად დაღუპული გიორგი შაქარაშვილის დაკრძალვას. ეს ტრაგედიაც სამუდამოდ გაჰყვება ამ სეზონის ისტორიას. ბოლო ტურის წინ, ლიდერი...








