კორონავირუსის პანდემიამ ბევრი რამ არია. გამონაკლისი არც ფეხბურთი და ჩვენი ეროვნული ლიგაა. აი, ახლაც, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, განრიგი ისევ შეიცვალა. მეცამეტე ტურის მატჩს, „ლოკომოტივი“ – „დინამო“ თბილისი, რომელიც 18 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანი 8 ნოემბერს უმასპინძლებს. 26 ოქტომბერს დაგეგმილი მე-13 ტურის დაპირისპირება „დინამო“ ბათუმსა და თბილისის...
ჭდე: დილა
ხალხი სტადიონზე
გამორჩეული, გამოდგა ელიგის მე-8 ტური. ოთხი თვის მერე, 31 ივლისიდან სტადიონზე მაყურებელი დაუშვეს, თუმცა ტრიბუნებზე წინასწარ უნდა განისაზღვროს სტუმართა განთავსების ადგილები, ყოველი დაკავებული ადგილის შემდეგ ორი თავისუფალი ადგილი უნდა დარჩეს, იმგვარად, რომ ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა არ აღემატებოდეს ადგილების საერთო რაოდენობის 33%-ს. ამას გარდა, აუცილებელია თერმოსკრინინგის ჩატარება და სტადიონის ტერიტორიის სადეზინფექციო საშუალებებით უზრუნველყოფა. თბილისში ეს პრობლემას...
თბილისური ოთხები
მე-7 ტურის მთავარი მატჩი ბოლო სათამაშო დღეს გაიმართა. „დილამ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა. ეს შეხვედრა იმითაც იყო საინტერესო, რომ ერთმანეთს ორი ჯერაც წაუგებელი გუნდი ხვდებოდა. გორელებმა წინა ტურებში საკმარისი მარაგი შეიქმნეს და წაგების შემთხვევაშიც ლიდერად დარჩებოდნენ, მაგრამ, მასპინძლები, ცხადია, მინდორზე გასამარჯვებლად გავიდნენ. ანგარიში გორელებმა გახსნეს, ოღონდ… საკუთარ კარში გაიტანეს. გოლი ცოტა კურიოზული გამოვიდა. მასპინძელ ხურცილავას ბურთი...
მზიანი დილა
ერთხელ კახა ცხადაძემ, როცა „მანჩესტერ სიტიში“ თამაშობდა, მისი გუნდი კი ჩემპიონშიფში გამოდიოდა, მითხრა – ქვედა ლიგაში თამაში უფრო რთულია, რადგან კლასი დაბალი აქვთ, ფიზიკურად კი პრემიერლიგელებს არ ჩამორჩებიან, ამიტომ სულ ფეხებში გირტყამენო. კვირას „დინამო“ – „დილას“ რომ ვუცქერდი, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის სიტყვები გამახსენდა. ძალიან უხეშობდნენ ფეხბურთელები. მეორე ტაიმში მსაჯმა კვირიკაშვილმა ცხრაჯერ...
გიორბელიძე მგელი გახდა
გორის „დილას“ მცველი გურამ გიორბელიძე კარიერას ავსტრიული ბუნდესლიგის კლუბ „ვოლფსბერგერში“ გააგრძელებს. „მგლებთან“ კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა. ფეხბურთელი 26 ივლისამდე „დილაში“ დარჩება, ხოლო აგვისტოს დასაწყისში ავსტრიაში ჩავა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გუნდს შეუერთდება. „ვოლფსბერგერმა“ ავსტრიის ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონში, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.
ცეცაძე ლვოველი გახდა
ბოლო დროს გავრცელებული ცნობები გია ცეცაძის „ლვოვის“ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ დადასტურდა. 45 წლის სპეციალისტი აქამდე მხოლოდ საქართველოში მუშაობდა. ცეცაძე წვრთნიდა გორის „დილას“, თბილისის „ლოკომოტივს“, „სამტრედიასა“ და „საბურთალოს“. სამტრედიაში მუშაობისას გახდა საქართველოს ჩემპიონი (2016) და სუპერთასის მფლობელი. ექვსი წლის წინ ცეცაძის გაწვრთნილი 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის 8 საუკეთსო გუნდს შორის გავიდა. მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდულ გუნდში. იყო საქართველოს...
მოუგებელი ჩემპიონობის კანდიდატები
მეორე ტურის მთავარმა მატჩმა, რომელშიც ერთმანეთს ჩემპიონობის თეორიული კანდიდატები ხვდებოდნენ, არ გაამართლა. თბილისის და ბათუმის „დინამოების“ შეხვედრა ცოტა უფრო მძაფრი და ჟინიანი წარმოგვედგინა, ერთმანეთს ხომ წინა სეზონის ჩემპიონ-ვიცეჩემპიონი ხვდებოდნენ. მაგრამ ნუ განვსჯით მკაცრად, სეზონი ჯერ მხოლოდ იწყება და ყველაფერი წინ არის. პლუსი ის არის, რომ პირველი ტურისგან განსხვავებით, მეტოქეებმა გოლების გატანა მოახერხეს. ბათუმელთაგან თავი ჯაბა...






