ზედიზედ მესამე ტურია ეროვნულ ლიგაში ლიდერი იცვლება. ამჯერად 30-ე ტურის მთავარ მატჩში კაცნაკლულმა (მსაჯმა მე-15 წუთზე დაითხოვა მინდვრიდან უხეშობისთვის მასპიძელი გურამ გოშთელიანი) „იბერიამ“ უშუალო კონკურენტ, „დილას“ უმასპინძლა, 2:1 დაამარცხა და თავად გაპირველდა. ახლა გუნდებს თანაბარი 62-62 ქულა მოუგროვდათ, თუმცა ლიდერი „იბერიაა,“ რადგან გორელებთან ურთიერთშეხვედრებში აქვს უპირატესობა. იბერიელებს უფრო სოლიდური ანგარიშით შეეძლოთ მოგება, მაგრამ ლუკა სილაგაძემ...
ჭდე: დილა
წყნარი ტური
ეროვნული ლიგის 23-ე ტურს სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია. პირველ და მეორეადგილოსნებს შორის სხვაობა ისევ ორი ქულაა. „იბერიამ“ მინიმალური ანგარიშით აჯობა წყალტუბოში კაცნაკლულ „სამგურალს.“ (მასპინძელთა კაპიტანმა, დემურ ჩიხლაძემ 23-ე წუთზე მეორე ყვითელი მიიღო). ერთადერთი გოლი კი 49-ე წუთზე 20 წლის ნახევარმცველმა, ნიკოლოზ დადიანმა გაიტანა. ასეთივე ანგარიშით იმარჯვა იბერიელთა უშუალო მდევარმა „დილამ.“ გორელებმა საკუთრ „თენგიზ...
წითელი ტური
ორთვიანი პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის გათამაშება განახლდა. მესამე წრე დაიწყო. ეს პერიოდი ყველაზე რთულია ხოლმე ჩვენ საკლუბო ფეხბურთში იმიტომ, რომ სამწუხაროდ ბოლო წლებში, ივლისში, ყველა კლუბი ნაადრევად ვარდება ევროთასებიდან და ეს დეპრესიული განწყობა თამაშებსაც ეტყობა. მაგალითად მოქმედი ჩემპიონი და ლიდერი „იბერია“ აუტსაიდერ „თელავთან“ შინ დამარცხდა – 2:3. ორჯერ იგებდა და ბოლოს მაინც წააგო. თანაც სამივე...
ოთხი გუნდის ოთხი მარცხი
კონფერნეციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხი ქართული გუნდი თამაშობდა და პირველი მატჩები ოთხივემ წააგო. ერთია, არცერთი ისეთი ანგარიშით არ დამარცხებულა, რომ საპასუხო მატჩების წინ თითქოს განწირულები ჩანდნენ, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით სათამაშო ხარისხზე, რაც უფრო პესიმისტურად განგვაწყობს. ქუთაისის „ტორპედომ“ 0:1 წააგო კვიპროსის „ომონიასთან“ და შანსი დაიტოვა. თუმცა, თუ თამაშის ხარისხით ვიმსჯელებთ, ეს შანსი მინიმალურია. რიონისპირელებს...
თუ მეორე გაიარეს…
უეფაში კონფერენციის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და ჩვენი გუნდების სავარაუდო მეტოქეები გამოვლინდნენ. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შემთხვევაში, საქართველოს ჩემპიონი „იბერია“ უელსის „ნიუ სეინტსსა“ და ლუქსემბურგის „დიფერდანჟს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. ქუთაისის „ტორპედო“ ბერძნულ „არისსა“ და აზერბაიჯანულ „არაზს“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება, ხოლო გორის „დილა“ „რიგასთან“ წარმატების შემთხვევაში, ისრაელის „ბეითარს“ ან მონტენეგროს „სუტიესკას“ შეხვდება. საქართველოს თასის...
ევრომეტოქეები – ჩემპიონი სკანდინავიაში
შვეიცარიის ქალაქ ნიონში, UEFA-ს ოფისში, 2025-26 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ჩემპიონი თბილსის „იბერია 1999“ პირველ ეტაპზე შვედურ „მალმიოს“ დაუპირისპირდება. პირველი მატჩს 8 ან 9 ივლისს თბილისი უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო, 15 ან 16 ივლისს შვედეთში გაიმართება. კონფერენციის ლიგა ყაზახეთიდან ლუქსემბურგამდე კონფერენს ლიგაში საქართველოს სამი წარმომადგენელი ჰყავს, მაგრამ დღეს წილისყრამ მხოლოდ...
იბერია ისევ თავშია
ეროვნული ლიგის მე-11 ტურში გოლების წლევანდელი ანტირეკორდი გამეორდა. გუნდებმა სულ 6 ბურთი გაუტანეს ერთმანეთს. ასევე იყო მეორე ტურშიც. ლიდერმა და მოქმედმა ჩემპიონმა, „იბერიამ“ ქუთაისში „ტორპედოს“ გიზო მამაგეიშვილის გოლით მინიმალური ანგარიშით – 1:0 მოუგო. ამისდაკვალად, იბერიელები კვლავაც დაუმარცხებლები არიან და 27 ქულით ისევ ერთპიროვნულად უდგანან სატურნირო ცხრილს სათავეში. უშუალო მდევარ „დილას“ 4 პუნქტით უსწრებენ. „დილამ“ „გაგრას,“...
სპორტინგი, პარმა, სასუოლო, მონპელიე და… დილა
გორის „დილამ“ ახალი სეზონისთვის ახალწვეულები წარადგინა, მათ შორის ერთი განსაკუთრებული – შიდა ქართლის კლუბში გააგრძელებს კარიერას პორტუგალიელი მცველი პედრო მენდეში. მენდეშს შთამბეჭდავი კარიერა აქვს, რომელიც ლისაბონის „სპორტინგში“ დაიწყო, საიდანაც მადრიდის „რეალის“ მეორე გუნდში მიიწვიეს. ესპანეთიდან პორტუგალიელი მცველი იტალიისკენ დაიძრა და სერია A-ს კლუბებში, „პარმასა“ და „სასუოლოში“ ითამაშა, ბოლოს კი საფრანგეთის ლიგა 1-ში გადაბარგდა და „მონპელიესა“...
მოტა დილადან ნოაში…
გორის „დილას“ პრესსამსახურმა მოულოდნელი ამბავი გაავრცელა – გუნდის პორტუგალიელმა მწვრთნელმა, რუი მოტამ თანამდებობა დატოვა და შუა სეზონში ეროვნული ლიგის ლიდერი გუნდი მწვრთნელის გარეშე დატოვა – მოტამ კონტრაქტით გათვალისწინებული პუნქტი გამოიყენა, რომლის მიხედვითაც ხელსაყრელი შეთავაზების შემთხვევაში, მას გორის „დილა“ არ დააბრკოლებდა. ხელსაყრელი წინადადება კი პორტუგალიელმა სპეციალისტმა სომხეთიდან მიიღო და იქაურ საფეხბურთო კლუბ „ნოას“ ჩაუდგა სათავეში –...
დილამ წრე მოიგო
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრე „დილას“ ლიდერობით დასრულდა. გორელებმა კვირას მე-14 დაუმარცხებელი მატჩი ითამაშეს („კოლხეთთან“ – 1:1) და 4 ქულით უსწრებენ უშუალო მდევარ „ტორპედოს“ (შეგახსენებთ, რომ პირველი წრე „იბერიამ“ მოიგო). ამჯერად გორელებმა შინ უმაყურებლოდ ითამაშეს. ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა („დინამოსთან“ მატჩში „დილას“ გულშემატკივარის მიერ მოედნის მიმართულებით ნასროლი საგანი მატჩის მომსახურე არბიტრს მოხვდა), მათ ორი შეხვედრის...









