ნიონში UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და ევროტურნირებზე მონაწილე ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა.
თუ კახა ცხადაძის გაწვრთნილი თბილისის „დინამო“ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდი ბაქოს „ნეფთჩის“ დაამარცხებს, შემდეგ მეტოქედ ბერძნული „ოლიმპიაკოსი“ ელოდება.
პირველი მატჩი 20-21 ივლისს პირეოსში გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩს თბილისი ან ბაქო უმასპინძლებს.
გაირკვა კონფერენციის ლიგაში მონაწილე სამივე ქართული კლუბის შესაძლო მეტოქეც:
იმ შემთხვევაში თუ ბათუმის „დინამო“ სან მარინოს „ტრე პენეს“ დაამარცხებს, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბორისოვის ბატე-ს შეხვდება;
„გაგრა“ თუ ჩერნოგორიის „სუტიესკას“ გაივლის, მისი მეტოქე თელ ავივის „მაკაბი“ იქნება;
გორის „დილა“ სლოვაკური „ჟილინას“ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ლიმასოლის „აპოლონს“ დაუპირისპირდება.
კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 22 და 29 ივლისს გაიმართება. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები კი შეგახსენებთ 8 და 15 ივლისსა დაგეგმილი.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
