უეფას კონფერენციის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩებში მორიგი სირცხვილი ჭამეს ქართულმა კლუბებმა: თბილისის „დინამომ“ შინ ესტონურ „პაიდესთან“ 2:3 დამარცხდა. არადა, დინამო ორჯერ იგებდა, მაგრამ ბალტიისპირელებმა მეორე ტაიმში უფრო სწორი ფეხბურთი ითამაშეს, ქართული გუნდის დაშვებული შეცდომები მაქსიმალურად გამოიყენეს და შინ კომფორტული ანგარიშით დაბრუნდნენ. მერამდენე შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ევროთასებზე შერხვა, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უნიათობა, საკითხავი ახლა ეს არის.
სირცხვილი ორი: „საბურთალომ“, თბილისში მოედანი რომ ვერ ნახა, სათამაშოდ გორში წავიდა და ალბანური „პარტიზანიც“ იქ მიიღო. მიიღო და მოგებული გაუშვა. სრულიად უნიათო მატჩში სტუმრებმა იხეირეს და 1:0 მოიგეს.
სირცხვილი სამი: „დილამ“ მოედანი „საბურთალოს“ რომ დაუთმო, სათამაშოდ ფინეთს გაემგზავრა. იქაურ კუუპიოს გაეჯიბრა და 0:2 დამარცხდა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
აქეთურ-იქითური23/10/2026 | 14:13ბასილაშვილი ნახევარფინალშია
