ბითაძე ფლეი ოფში
ჩანაწერი

ბითაძე ფლეი ოფში

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ NBA-ს ფლეი ოფში ითამაშებს. ფლეი ინის ბოლო მატჩში ფლორიდელებმა „შარლოტი“ 121:90 გაანადგურეს, რაშიც წვლილი ჩვენებურმაც შეიტანა. გოგა საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 15.44 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 4 დაფარება მოასწრო. ბითაძემ ორიდან ორი ორქულიანი და სამიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. ჩვენებურს პასივში ერთი დაკარგვა...

შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი
ჩანაწერი

შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი

NBA-ში რეგულარული სეზონის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი და ფლეი ოფში გასასვლელად ორივე ქართველის გუნდი იბრძვის. გოგა ბითაძის „ორლანდომ“ სტუმრად „ჩიკაგოს“ 127:103 მოუგო, გოგამ კი, ზედიზედ მეორე ორმაგი დუბლი მიითვალა. ჩვენებურმა მოედანზე 16.37 წუთი დაჰყო, რა დროშიც 15 ქულა, 11 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მოინაგრა. ბითაძემ შვიდიდან ექვსი ორქულიანი და სამიდან სამი საჯარიმო ჩააგდო....

ბითაძის ორმაგი
ჩანაწერი

ბითაძის ორმაგი

NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და გოგა ბითაძის „ორლანდომაც“ „მინესოტა“ 132:120 დაამარცხა, ჩვენიანმა დიდი წვლილი შეიტანა. ამ მოგებით ფლორიდელებმა ფლეი ოფში გასვლის შანსი დაიტოვეს. გოგამ პარკეტზე 21.44 წუთი გაატარა და გუნდს ორმაგი დუბლით შეეშველა – 14 ქულა, 15 მოხსნა, 6 პასი, თითო ჩაჭრა და დაფარება. ჩვენებურმა 11-დან ექვსი ორქულიანი ჩააგდო და ორივე საჯარიმო ზუსტად გამოიყენა. პასივში...

ფლეი ოფი საბრძოლოა
ჩანაწერი

ფლეი ოფი საბრძოლოა

NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. გოგა ბითაძის „ორლანდომ“ სტუმრად „ნიუ ორლეანს“ 112:108 მოუგო და სატურნირო მდგომარეობა გამოისწორა. გოგამ მოედანზე 16.15 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 8 მოხსნა, 2 დაფარება, თითო პასი და ჩაჭრა მიითვალა. ჩვენებურმა ოთხიდან სამი ორქულიანი ჩააგდო. პასივში ორი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნისას კი ფლორიდელებმა მეტოქეზე ცხრა...

მამუმ გოგას მოუგო
ჩანაწერი

მამუმ გოგას მოუგო

NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და ქართული დუელიც ვიხილეთ. სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ გოგა ბითაძის „ორლანდო“ შინ 139:87 გაანადგურა. ორივე ქართველი საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გადაკვეთა გარკვეული დროის მანძილზე მოუხდათ. სანდროს დროც მეტი ჰქონდა და სტატისტიკაც. მამუმ 21.19 წუთში 19 ქულა, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა ცხრიდან ექვსი ორქულიანი, ოთხიდან ორი სამქულიანი...

ორლანდო ფლეი ოფს შორდება
ჩანაწერი

ორლანდო ფლეი ოფს შორდება

გამთენიისას, გოგა ბითაძის „ორლანდო“ „კლივლენდს“ ესტუმრა და 131:136 დამარცხდა. ეს არის ფლორიდელთა ზედიზედ მეექვსე მარცხი. ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და მწვრთნელი ამჯერად 13.35 წუთს ენდო. წინა თამაშებთან შედარებით ჩვენიანი ამჯერად უფრო მოკრძალებული იყო და გუნდს 4 ქულით, 2 მოხსნით, 3 პასითა და 1 ჩაჭრით შეეშველა. ბითაძემ სამიდან ორი ორქულიანი ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და მისი...

სუპერ მამუ და კარგი გოგა
ჩანაწერი

სუპერ მამუ და კარგი გოგა

NBA-ში ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. ერთმა მოიგო, მეორე – წააგო. ერთს სუპერთამაში ჰქონდა, მეორეს – კარგი. დავიწყოთ სანდრო მამუკელაშვილით, რომლის „ტორონტო“ „იუტას“ ესტუმრა და 143:127 დაამარცხა. გამარჯვება იმდენად მარტივად მოვიდა, რომ ლიდერებს ბოლოს აღარ უთამაშიათ. მათ შორის მამუკელაშვილსაც. ჩვენიანი ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და მოედანზე გატარებულ 32.13 წუთში გუნდს 23 ქულით, 4 მოხსნით, 2 პასით,...

გოგამ ორლანდოს ვერ უშველა
ჩანაწერი

გოგამ ორლანდოს ვერ უშველა

NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა. გოგა ბითაძის „ორლანდო“ „ლეიკერსს“ საკუთარ მოედანზე გაეჯიბრა და ქულით – 104:105 დამარცხდა. ფლორიდელებს ძირითად ცენტრი, ვენდელ კარტერი დაუბრუნდათ და ბითაძეც სათადარიგოთა სკამზე დარჩა. თუმცა, სხვა მატჩებისგან განსხვავებით მწვრთნელი ამჯერად მეტად ენდო და მოედანზე 18.06 წუთი გაატარა. ჩვენებურმაც ნდობა გაუმართლა და გუნდს 9 ქულით, 7 მოხსნითა და 5 პასით შეეწია. გოგამ სამიდან...

გოგამ ბოლოს ითამაშა
ჩანაწერი

გოგამ ბოლოს ითამაშა

გოგა ბითაძის „ორლანდომ“ შვიდმატჩიანი მეგობათა სერია ატლანტაში შეწყვიტა, სადაც „ჰოუკსთან“ 112:124 დამარცხდა. ფლორიდელთა მწვრთნელმა ჯამალ მოსლიმ ჩვენებური მოედანზე მაშინ შეუშვა, როდესაც ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. შედეგად, გოგას სათამაშოდ 5:29 წუთი ერგო და ამ დროში 4 ქულა, 3 (სამივე მეტოქის ფარზე) მოხსნა და 1 პასი მოინაგრა. ბითაძემ სულ სამი ორქულიანი ისროლა და ორი ჩააგდო. მისი პარკეტზე ყოფნისას...

მამუს რვა ლიდერთან
ჩანაწერი

მამუს რვა ლიდერთან

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ კონფერენციის ლიდერი „დეტროიტ პისტონსი“ 119:108 დაამარცხა და ფლეი ოფის ზონაში ადგილი შეინარჩუნა. მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე მხოლოდ 14.52 წუთი გაატარა. ჩვენიანმა ამ დროში 8 ქულის, 5 მოხსნისა და 2 ჩაჭრის მოგროვება მოასწრო. სანდრომ სამიდან ორი ორქულიანი, ოთხიდან ერთი სამქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. პასივში ორი დაკარგვა ჰქონდა,...