ტურინის „იუვენტუსი“ არაფრისდიდებით არ აპირებს „ბარსელონას“ ნახევარმცველის, არტურის ტრანსფერზე უარის თქმას. იტალიელები ფეხბურთელს ხელფასის გასამმაგებას ჰპირდებიან. დაუზუსტებელი ინფორმაციით, არტურს ბარსელონაში 5 მილიონ ევროს უხდიან. ასეთია მარტივი საფეხბურთო მათემატიკა… ამასობაში კი მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთმა სიმბოლომ, სერხიო რამოსმა კლუბთან ხელშეკრულება გაახანგრძლივების სურვილი გამოთქვა, უფრო რომ დავაზუსტოთ, სურვილი ორმხრივია. 34 წლის მცველის მიმდინარე კონტრაქტს ვადა 2021 წლის ზაფხულში...
ჭდე: ბარსელონა
მესი – ბარსა იწყება
„ბარსელონა“ და ლეო მესი მომავალ კვირაში მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდებიან. ესპანური მედია იმასაც წერს, რომ ეს იქნება მოსამზადებელი საუბარი დიდი სამუშაოსთვის, რომლის ძირითადი ნაწილი მომავალ სეზონის პირველ ნახევარში გაგრძელდება. „ბარსელონას“ მხრიდან მოლაპარაკებებში კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ და აღმასრულებელი დირექტორი ოსკარ გრაი იქნებიან ჩართულნი, ხოლო მესის წარმომადგენელი მამა, ხორხე მესი იქნება. აღსანიშნავია, რომ არგენტინელის სურვილია კონტრაქტი...
მესი თავის ბაღში
ლეო მესი თავის ბაღში დაბრუნდაო, წერს კატალონიური „სპორტი”. ქართველები უფრო ვიტყოდით, თავის სანახებშიო. ფაქტი კი ის არის, რომ „ბარსელონა” 91 დღის შემდეგ „კამპ ნოუზე” დაბრუნდა და ივარჯიშა. სწორედ 91 დღის წინ მოუგო აქ „ბლაუგრანამ” „რეალ სოსიედადს” 1:0, შემდეგ კი ჩემპიონატი შეწყდა და ესპანეთი კორონავირუსის პანდემიამ ჩაითრია. მესისთვის „კამპ ნოუზე” დაბრუნება განსაკუთრებით ემოციური გამოდგა. მან სოციალურ...
პედრო რომისკენ
„ჩელსის“ პედრო შესაძლოა „რომაში“ გადავიდეს. იტალიელებს ლონდონურ კლუბთან მოლაპარაკება ფაქტობრივად დასრულებული აქვთ და ახლა ფეხბურთელის აგენტთან პირადი კონტრაქტის დეტალებს აგვარებენ. ესპანელ ფეხბურთელს „ჩელსისთან“ ხელშეკრულება სეზონის ბოლოს უმთავრდება და რომას მის სანაცვლოდ მინიმალური თანხის გადახდა მოუწევს. „რომას“ გარდა პედროს გადაბირებით „ვალენსია“, „ბეტისი“, „სევილია“, „მილანი“ და „იუვენტუსი“ არიან დაინტერესებული. მას ამერიკის შეერთებული შტატებიდან და აზიის კლუბებიდანაც დაუკავშირდნენ....
ბარსამ ფატი დაბლოკა
ესპანური მედიის ცნობით, „ბარსელონამ“ 17 წლის ფეხბურთელის, ანსუ ფატის ტრანსფერისთვის 100-მილიონიანი წინადადება მიიღო. მედია ფატის მსურველი კონკრეტული გუნდის სახელს არ ასახელებს. სერიოზული თანხის შეთავაზების მიუხედავად და პანდემიის შემდეგ კლუბებში არსებული ფინანსური კრიზისის გავითვალისწინებთ, „ბარსამ“ წინადადება უარყო. როგორც ირკვევა, გადაწყვეტილება პირადად კლუბის პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ მიიღო. მისი თქმით, ფატი არ იყიდება და კლუბი არ აპირებს...
წარმოიდგინეთ, რომ იუვენტუსი ხართ
დღეს 6 ივნისია ანუ ზუსტად 5 წელი შესრულდა მას მერე, რაც „ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგაში ბოლოს გაიმარჯვა. ეს ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით მოხდა. ფინალი ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე” გაიმართა. „ბარსამ”, რომლის თავდასხმაში ლეო მესი, ნეიმარი და ლუის სუარესი თამაშობდნენ, „იუვენტუსს” მოუგო 3:1. ამ გამარჯვების ხუთიწლისთავთან დაკავშირებით ლუის ენრიკეს Barcelona TV-მ კომენტარი სთხოვა და მანაც საინტერესო დეტალი გაიხსენა. ლუის ენრიკე:...
ხუთი ცვლილება – რა, კალათბურთია?
„ატალანტას“ მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი აცხადებს, რომ ფეხბურთში სამი ცვლილების ნაცვლად დაშვებული ხუთი ცვლილება კარგი იდეა არ არის. „ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ფეხბურთელები „მშიერები“ არიან და თამაში უნდათ. ვარჯიშებზე ჩვენ უფრო უკეთ მოვემზადეთ და თუნდაც ხვალვე შეგვიძლია მოედანზე გასვლა. თუმცა, ბევრს პირადი ინტერესი ამოძრავებს და არ უნდა ჩემპიონატის გაგრძელება. ამით უნდათ ჩავარდნილი სეზონი „ჩამოწერონ“. არც მე...
ბარსას სამი ცვლილება ერჩივნა
„ბარსელონას” მწვრთნელი კიკე სეტიენი მიიჩნევს, რომ ახალი წესი მის გუნდს დააზარალებს. ლაპარაკია ცვლილებებლის რაოდენობაზე: როგორც იცით, ერთ მატჩში სამის ნაცვლად ნებადართული იქნება ხუთი ცვლილება. ეს წესი დროებითია და მანამდე იმოქმედებს, სანამ კარანტინიდან გამოსული ფეხბურთელები შეწყვეტილ ჩემპიონატს ჩაამთავრებენ. ლა ლიგია კორონავირუსის პანდემიის გამო მარტში შეჩერდა, 11 ივნისს კი უნდა განახლდეს. პირველი მატჩი იქნება „სევილიასა” და „ბეტისის”...
გუტმანის წყევლა
30 წლის წინ, 1990 წლის 23 მაისს ვენაში გაიმართა ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალური მატჩი იტალიურ „მილანსა“ და პორტუგალიურ „ბენფიკას“ შორის. მატჩამდე პორტგალიური გუნდის ლეგენდა ეუსებიო სწორედ ვენაში დაკრძალული ლეგენდარული მწვრთნელის, ბელა გუტმანის საფლავზე მივიდა და მხურვალედ ილოცა. ეუსებიო მიცვალებულის სულს კლუბისთვის დადებული წყევლის ახსნას სთხოვდა. ამაოდ. ფრენკ რაიკარდის ერთადერთმა გოლმა თასი „მილანს“ მოაგებინა. გუტმანის წყევლა...
ანანიძე ბარსას კადრია
მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილმა ფეხბურთელმა არას ოზბილისმა ჯანო ანანიძის შესახებ ძალიან ხმამაღალი განცხადება გააკეთა. მისი აზრით, ჩვენებური თავისუფლად ითამაშებდა „ბარსელონაში“. „ისეთ ხარისხიან ფეხბურთელს, როგორიც ანანიძეა, საკუთარი თავის ბოლომდე რეალიზებისთვის სჭირდება გარკვეული პირობები და ფაქტორები. ჯანო რომ „ბარსელონაში“ ჩაგეგდო, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა. ამასთან, „ბარსა“ სათამაშო სტილითა და ფილოსოფიით ზუსტად ერგება ჯანოს მსგავს ნახევარმცველებს. მისი ტექნიკის...









