დღეს შუაღამისას ანუ საქართველოსთვის ფორმალურად უკვე ხვალ, „ბარსელონა” „ბილბაოს” უმასპინძლებს. „ბარსა” პირველ ადგილზე აღარ არის. იმის გამო, რომ პარასკევს „სევილიას” ვერ მოუგო (0:0), ინიციატივა „რეალს” გადააბარა, მადრიდის გუნდმა კი თავის წილ „რეალ სოსიედადს” 2:1 სძლია და გალიდერდა. „რეალის” და „სოსიედადის” შეხვედრამ, როგორც ვწერდით, კამათი გამოიწვია. დღევანდელი მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე „ბლაუგრანას” თავკაცმა კიკე სეტიენმა თქვა: „არის რაღაცები,...
ჭდე: ბარსელონა
დემბელე ნისიად
ესპანური „ბარსელონა“ მზადაა უსმან დემბელეს შეელიოს და საამისოდ რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. პირველი, ბუნებრივია, სრულფასოვანი ტრანსფერია და ამ შემთხვევაში ფრანგის ფასი 50-60 მილიონი ევროს ფარგლებში იქნება. თუ კრიზისულმა პერიოდმა ტრანსფერის ვარიანტი შეაფერხა, ბარსელონელები მზად არიან, დემბელე იჯარით გაუშვან, ოღონდ შემდეგი გამოსყიდვის უფლებით. ეს მკაფიო სიგნალია მისი მსურველი კლუბების, უპირველესად კი „ლივერპულისთვის“ – იურგენ კლოპი არ მალავს...
სერხიო გაპირველდა
მადრიდის „რეალმა“ სტუმრად 2:1 მოუგო სან სებასტიანის „რეალ სოსიედადს“. დედაქალაქელთა პირველი გოლი სერხიო რამოსმა შეაგდო, რომელიც არამარტო მნიშვნელოვანი, არამედ ისტორიულიც აღმოჩნდა. ბასკების კარში გატანილი გოლით, მადრიდელთა კაპიტანი ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მცველი გახდა. რამოსმა უკან ჩამოიტოვა „ბარსელონას“ ნიდერლანდელი მცველი რონალდ კუმანი. სერხიო რამოსს ლა ლიგაში უკვე 68 გოლი აქვს გატანილი… სან სებასტიანში მოგებით კი...
პირად შეხვედრებში უპირატესობა მადრიდელებისაა
მესი გაცეცხლდა. პირველი ტაიმის ბოლოს მან მეტოქე დიეგო კარლოსს ხელი ჰკრა. ის, რასაკვირველია წაიქცა და ეს ყველაფერი მოხდა „ბარსელონასა” და „სევილიას” შეხვედრაში, რომელიც 0:0 დამთავრდა. ახლა, ლა ლიგის ცხრილში „ბარსას” 30 შეხვედრიდან 65 ქულა აქვს, ხოლო „რეალს” 29 შეხვედრიდან 62. განსხვავება სულ სამი ქულაა. მადრიდელები ხვალ, შუაღამისას, სან სებასტიანში „რეალ სოსიედადს” ეთამაშებიან… „ჩვენზე აღარ არის...
ნეიმარმა თხარა, თხარაო…
სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნეიმარის სარჩელი “ბარსელონას” წინააღმდეგ. პსჟ-ს ფორვარდი „ბარსელონაში” 2013-2017 წლებში ბურთაობდა. 2016 წელს მან გაახანგრძლივა კონტრაქტი, რომელშიც გაწერილი იყო ბონუსები 43,6 მილიონი ევროს ოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ ახალი კონტრაქტის გაფორმებიდან ერთი წლის თავზე პსჟ-ში გადაბარგდა, ნეიმარს მიაჩნდა, რომ კლუბმა მას ბონუსები სრულად უნდა გაუსტუმროს. სასამართლომ არათუ არ დააკმაყოფილა ნეიმარის სარჩელი, მას „ბარსელონას” სასარგებლოდ...
რეალის მეფური საქციელი
მადრიდის „რეალისა“ და „ვალენსიას“ ფეხბურთელებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს „ბარსელონას“ ყოფილ მწვრთნელ ხუან კარლოს უნსუეს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უნსუეს ამიოტროფული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს. დაავადება უკურნებლად ითვლება და დროთა განმავლობაში ორგანიზმის სრულ პარალიზებას იწვევს. მატჩის დაწყების წინ „რეალის“ ფეხბურთელებმა მოედანზე გამოიტანეს საკლუბო მაისურა წარწერით „უნსუე, ჩვენ შენთან ვართ“. მაისურა კაპიტნებს – სერხიო რამოსს და დანი...
კოუტინიუს ქალაქელები ეპატიჟებიან
გავრცელებული ინფორმაციით, „ბარსელონას“ ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიუ, ვინც იჯარით მიუნხენის „ბაიერნში“ თამაშობს, კლუბს შეიცვლის. საქმე ის არის, რომ მიუნხენური კლუბი ბრაზილიელის სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვას არ გეგმავს. კოუტინიუ მაინცდამაინც არც თავად „ბარსელონას“ სურს და, შესაძლოა, ფეხბურთელი ზაფხულში ინგლისში დაბრუნდეს. ნისლიან ალბიონზე 28 წლის ბრაზილიელს „ლივერპულში“ აქვთ ნათამაშევი, სადაც გუნდის ლიდერი იყო. ამჯერად მას ასევე კარგად ნაცნობი პეპ...
გაიქცა, კაცი გაიქცა…
„მალიორკამ” „ბარსელონას” უმასპინძლა, თამაში დახურულ კარს მიღმა ჩატარდა, ვიღაც გულშემატკივარი კი მოედანზე შევარდა და მესისთან სელფის გადაღება სცადა… როდესაც ფანმა მოედანზე შეღწევა მოახერხა, ტელეკამერამ კადრი მარკ-ანდრე ტერ შტეგენზე გადაიტანა, რადგან ასეთი მდგომარეობა პროტოკოლით გათვალისწინებული არ იყო და ხალხმა, რომელსაც რეპორტაჟი მიჰყავდა არ იცოდა როგორ მოქცეულიყო — წესითა და რიგით იქ ხომ უცხო პირი საერთოდ არ...
შეეშალა და რას იზამ
„ბარსელონას” დღეს აქვს ლა ლიგის აღდგენილი ჩემპიონატის პირველი შეხვედრა. ესპანეთის ჩემპიონი მალიორკაზე თამაშობს. შეხვედრა საქართველოს დროით შუაღამისას დაიწყება, ასე რომ ფორმალურად ჩვენთვის ის ხვალაა. ამ მატჩისთვის მზადების დროს მოხდა ასეთი შემთხვევა: 26 წლის პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ნესლონ სემედომ სადღაც, ისეთ ადგილზე ამოჰყო თავი, სადაც ოცზე მეტი ადამიანი იყო ერთად შეკრებილი. ეს კი განა მხოლოდ კლუბ „ბარსელონას”...
სევილური დერბი ვირტუალური ქომაგით
კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული ესპანეთის ჩემპიონატი დღეს განახლდება. პირველად მოედანზე „სევილია“ და „ბეტისი“ გავლენ. ამათი დაპირისპირება კი მოგეხსენებათ, სევილიური დერბია. ესეც და სეზონის დარჩენილი თამაშებიც, როგორც ადრევე იყო ცნობილი, უმაყურებლოდ გაიმართება. თუმცა წესით, საინტერესო ტექნიკური სიახლის მომსწრენი უნდა გავხდეთ – გადაწყდა, რომ გულშემატკივრებს ტრიბუნებზე კომპიუტერული გრაფიკის დახმარებით „დაამატებენ.“ რამდენად რეალური იქნება ამგვარი გრაფიკა, სულ მალე...









