„ბარსელონა“ მომავალი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში შემადგენლობის სერიოზულ გადახალისებას გეგმავს. ამთავითვე ცნობილია, რომ გუნდში გარანტირებულად მხოლოდ ექვსი ფეხბურთელი რჩება. ყველა დანარჩენი უკვე ინფორმირებულია, რომ ზაფხულში, შესაძლოა, ბარსელონას დატოვება მოუწიოთ. „ხელშეუხებელთა“ შორის ლეო მესის გარდა ჟერარ პიკე, ანტუან გრიზმანი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ანსუ ფატი და ფრენკი დე იონგი არიან. „ბარსელონა“ მიმავალი სეზონიდან ბიუჯეტის ხარჯების თითქმის 300 მილიონი...
ჭდე: ბარსელონა
ტერ შტეგენი ნოიერმა დააჩქარა
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ჯერ 28 წლისაა, რაც მეკარისთვის ლამის ყმაწვილკაცობის ასაკია. ამის მიუხედავად, გერმანელი გოლკიპერი უკვე 6 წელია „ბარსელონას“ ღირსებას იცავს. მის მოქმედ კონტრაქტს ესპანურ კლუბთან 2022 წლის 30 ივნისს გასდიოდა ვადა. ბარსელონაში მისი დიდი ხნით დატოვება სურდათ, მაგრამ ტერ შტეგენი მიუნჰენში „ბაიერნის“ ბოსებსა და მანუელ ნოიერს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებსაც ადევნებდა თვალს. თუ ნოიერს კონტრაქტს...
ბარსამ კრუიფზე უარი თქვა
„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა გუნდის კაპიტნებს დაეკითხა, ლა ლიგის განახლების შემდეგ რომელ სტადიონზე უჯობთ საშინაო მატჩების გამართვა. მოგეხსენებათ, გუნდში ოთხი კაპიტანია: ლეო მესი, ჟერარ პიკე, სერხიო ბუსკეტსი და სერხი რობერტო. სწორედ მათ გადაწყვიტეს რომ ცარიელი ტრიბუნების წინაც კი „კამპ ნოუზე“ თამაში სჯობს, ვიდრე 6-ათასიან „იოჰან კრუიფზე“, რომელიც კლუბის საწვრთნელ ბაზაზე მდებარეობს და ძირითადად „ბარსელონას“ სარეზერვო გუნდს ემსახურება....
ჩავის რჩევა ბარსას
„ბარსელონას“ ყოფილმა ვარსკვლავმა, ჩავიმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ ურჩევდა „ბარსას“ „ლივერპულისა“ და „არსენალის“ შემტევების, სადიო მანესა და პიერ-ემერიკ ობამეიანგის შეძნას. „მანე და ობამეიანგი გახსნილ სივრცეში ნამდვილი მკვლელები არიან. მაგრამ „ბარსელონას“ სჭირდება ფეხბურთელები, რომლებსაც ჩაკეტილ სივრცეებში შეუძლიათ თავის გამოჩენა. ასეთების პოვნა კი ადვილი არ არის. ამ მხრივ ეტოო იდეალური იყო. ახლა მსგავსი ლუის სუარესია. ნეიმარი? ის...
რობერტო კარლოსი: ჩემი რონალდო შეუდარებელი იყო
ბრაზილიის ნაკრებისა და „რეალის” ლეგენდა რობერტო კარლოსი ამბობს, რომ მის თანამემამულე რონალდოს — ლუის ნაზარიო დე ლიმას — ვერც ლეო მესი შეედრება და ვერ კრიშტიანუ რონალდუ. კარიერის განმავლობაში, კარლოსი ფენომენ რონალდოსთან ერთად ეროვნულ გუნდშიც თამაშობდა და კლუბშიც. მათ ერთად უდიდესი სანაკრებო და საკლუბო ჯილდოები მოიპოვეს — გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონები, მოიგეს ჩემპიონთა ლიგა და სხვა არაერთ ტიტულს...
ბარსა+ნეიმარი აღარ იქნება
„ბარსელონას“ პრეზიდენტის, ჟოზეპ ბარტომეუს მრჩეველმა კარლეს რექსაჩმა მოჭრილად თქვა: „ვთვლი, რომ დღევანდელ ვითარებაში ნეიმარის დაბრუნება გამორიცხულია. ვფიქრობ, მიხვდა, რამდენს ნიშნავდა მისთვის „ბარსელონა“. ინფორმაცია ნეიმარის თითოეული გოლის შესახებ რამდენჯერმე შემოუფრენდა ხოლმე დედამიწას, პარიზში გატანილი გოლები კი ნაკლებად ჩანს“. რექსაჩმა, წერტილი დაუსვა იმ დამალობანასაც, რომელსაც პრეზიდენტი ბარტომეუ ლეო მესის ორი წელია ეთამაშება. მესიმ შარშან გაზაფხულზე სთხოვა ბარტომეუს...
ასე ვერ მოვიგებთ!
„ბარსელონას” კაპიტანმა ლეო მესიმ თქვა, რომ covid 19-ის გამო შინ ჯდომა გაუჭირდა, მაგრამ ახლა ენთუზიაზმით არის სავსე. მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო მოთამაშე ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელსაც შინ ეზო აქვს და ეს მას ფორმის შენარჩუნებაში ძალიან დაეხმარა. „ფიზიკურად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, — თქვა მან კატალონიურ გამოცემებთან, „სპორტთან” და „მუნდო დეპორტივოსთან” ინტერვუში, — მთელი კარანტინის განმავლობაში ეზოში...
ბარსა ლაუტაროსთვის…
„ბარსელონა“, „ინტერი“ და „მანჩესტერ სიტი“ სამმაგ გაცვლას ამზადებენ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ესპანურ კლუბს ხელში ლაუტარო მარტინესის ჩაგდება სურს. „ბარსამ“ მილანურ კლუბს რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა, მაგრამ „ინტერი“ ვერაფრით დაკმაყოფილდა. ჰოდა, ახლა ვარიანტს მიაგნო. იტალიური მედიის ცნობით, „ბარსა“ სამმაგ გაცვლას ამუშავებს, რომელშიც „მანჩესტერ სიტიც“ ჩაერთვება. ესპანელთა ჩანაფიქრით ნელსონ სემედუ ინგლისში გაემგზავრება, რომელიც თავის მხრივ „ინტერს“ ჟოან კანსელუს...
ლაპორტა ბარსელონას გვარდიოლას დაპირდა
„ბარსელონას“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ოფიციალურად განაცხადა, რომ დოკუმენტების შეგროვებას იწყებს და აუცილებლად იყრის კენჭს კლუბის პრეზიდენტის პოსტზე. არჩევნები 2021 წელს უნდა გაიმართოს. ლაპორტას უმთავრესი წინასაარჩევნო დაპირება გუნდში პეპ გვარდიოლას დაბრუნებაა: „ახლა ის „სიტიში“ მუშაობს და გადაწყვეტილებაც მხოლოდ მისი მისაღებია, მაგრამ ვთვლი, რომ ის ჩვენთვის ეტალონური მწვრთნელია. ისიც ვიცი, რომ ჩემს მოსაზრებას ფანების უმეტესობა იზიარებს“,...
ბარსელონაში ქამარი მაგრად შემოიჭირეს
კატალონიურ გრანდში უკვე დაიწყეს მუშაობა ახალ ბიუჯეტზე, რომელიც ძალაში მომავალი სეზონიდან შევა. საერთო ჯამში კლუბის გასავალი 250 მილიონი ევროთი შემცირდება. აქედან ლომის წილი ხელფასებზე მოდის – სახელფასო უწყისების სეკვესტრი 230 მილიონ ევროს შეადგენს. წლეულს „ბარსელონას“ ბიუჯეტი მილიარდ 47 მილიონი ევროა. აქედან 65%, ანუ 680 მილიონი ხელფასებზე მიდის. ახალი ბიუჯეტით მთელი გასავალი 750 მილიონ ევროში უნდა...









